„ნესტლემ“ აღიარა, რომ მათი პროდუქციის უმეტესობა არაჯანსაღია

„ნესტლემ“ აღიარა, რომ მათი პროდუქციის უმეტესობა არაჯანსაღია

access_time2021-06-01 13:30:56

მსოფლიოში კვების პროდუქტების უმსხვილესმა მწარმოებელმა, შვეიცარიულმა ტრანსნაციონალურმა კორპორაცია  „ნესტლემ“ აღიარა, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის 60%  ჯანსაღი კვების საერთაშორისოდ მიღებულ ნორმებს არ შეესაბამება - ამის შესახებ Financial Times-ი წერს. წყარო აქვეყნებს კომპანიის პრეზენტაციასაც, რომელიც ტოპ-მენეჯერებს შორის გავრცელდა. უფრო მეტიც, „ნესტლეს“ პროდუქტების რამდენიმე ხაზი, ვერასდროს გახდება ჯანსაღი, რამდენჯერაც არ უნდა განაახლოს მწარმოებელმა.


ასევე გავცელებულ პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ ჯანსაღი კვების ავსტრალიური ინდექსის მიხედვით,  „ნესტლეს“ კვებისა და სასმელი პროდუქტის მხოლოდ 37%-მა  (ცხოველების საკვებისა და სამკურნალო საბავშვო საკვების გარდა) მიიღო 3,5 ქულა, მაქსიმალური 5 ქულიდან. კომპანიის წარმოებული პროდუქტების საერთო პორტფელის ფარგლებში დაახლოებით 70%-მა ვერ მიაღწია შეფასების საშუალო მაჩვენებელს, ნათქვამია პრეზენტაციაში. სასმელების 96%-მა, (გარდა ყავისა) ასევე საკონდიტრო ნაწარმის 99%-მა და ნესტლეს ნაყინის პროდუქციამ, ასევე ვერ გადალახა 3.5 ქულიანი ბარიერი.

 

წყალი და რძის პროდუქტები ყველაზე „ჯანსაღი“ ხაზი აღმოჩნდა - წყლის 82% და რძის პროდუქტების 60%  ამ 3.5 ბალიან ბარიერს აღწევს. „ჩვენ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მივაღწიეთ ჩვენს წარმოებაში, მაგრამ ჩვენი პორტფელი კვლავინდებურად არ შეესაბამება ჯანსაღი კვების ნორმებს მაშინ, როდესაც რეგულატორის მხრიდან ზეწოლა და მომხმარებლისგან მოთხოვნა მკვეთრად იზრდება“ - ნათქვამია კომპანიის პრეზენტაციაში.

 

ამავე მოხსენებაში წარმოდგენლი იყო რამდენიმე მავნე პროდუქტიც - ესენია პიცა Digiorno ხორცით, რომელიც ნატრიუმის დღიური ნორმის 40%-ს შეიცავს, ხოლო პიცა Hot Pockets პეპერონით - ნატრიუმის დღიური ნორმის 48%-ს.


 

„ნესტლე“ აწარმოებს ხსნად ყავას, მინერალლურ წყალს, შოკოლადს, ნაყინს, რძის პროდუქტებს, საბავშვო კვების პროდუქტს, შინაური ცხოველების საკვებს, ფარმაცევტულ პროდუქციას და კოსმეტიკას. „ნესტლეს“ ძირითადი სავაჭრო ბრენდებია - KitKat, Maggi, Nescafe, Nesquik, Nestea.

 

 ამ წლის თებერვალში ამერიკაში დაფუძნებულმა უფლებადამცველთა ჯგუფმა - International Rights Advocates(IRA) -მა ფედერალური კოლექტიური სარჩელი შეიტანა Nestle-ს, Mars-ის და Cargill-ის წინააღმდეგ, არასწრულწლოვანთა შრომის გამოყენებისა და ადამიანებით ვაჭრობაში თანამონაწილეობის ბრალდებით. სარჩელი სასამართლოში მალის 8 მოქალაქის სახელით შევიდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ბავშვობაში იძულებული იყვნენ კოტ-დივუარში კაკაოს მარცვლები მონურ პირობებში მოეგროვებინათ. „ნესტლეს“ წარმომადგენელმა მაშინ განაცხადა, რომ კომპანია „მკვეთრ პოლიტიკას ატარებს ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ და აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს“. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ სასამართლო პროცესი „ხელს ვერ უწყობს ამ საერთო მიზანს.“

 

financial times

 

მარიამ მორგოშია


თეგები:
ნესტლე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up