„ტურისტების კოვიდ დაზღვევაზე მუშაობის დაწყება ცოტა დაგვიანებულია, რადგან დღეს საზღვრები  უკვე იხსნება“ - რას მოიცავს  30 ათას ლარამდე ლიმიტის მქონე პაკეტები?

„ტურისტების კოვიდ დაზღვევაზე მუშაობის დაწყება ცოტა დაგვიანებულია, რადგან დღეს საზღვრები უკვე იხსნება“ - რას მოიცავს 30 ათას ლარამდე ლიმიტის მქონე პაკეტები?

access_time2021-06-01 14:30:00

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ვიზიტისას covid-დაზღვევის პოლისი სავალდებულო იქნება, საკითხზე მთავრობა სადაზღვევო კომპანიებთან ერთად მუშაობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ამ საკითხზე უკვე მომზადებულია ცვლილებები, რომელიც უწყებათშორის საბჭოს უნდა წარედგინოს.


„შემოსულ ტურისტს კოვიდი თუ დაუდასტურდება, ტურისტები უნდა იყვნენ შესაბამისად დაზღვეული, სადაც იქნება კოვიდ დაზღვევის კომპონენტი. შესაბამისმა დაზღვევამ უნდა აანაზღაუროს ეს მკურნალობა. ამაზე ჯანდაცვას წარდგენილი აქვს ცვლილებები შესაბამის დადგენილებებში და ვფიქრობ, ეს დროულად იქნება მიღებული. ანაზღაურების საკითხი მიბმული იქნება იმ სავალდებულო სადაზღვევო კომპონენტზე, რომლითაც აღჭურვილი უნდა იყოს ტურისტი.


ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში ტურისტი გადავა იზოლაციაში, მათ შორის კოვიდ-სასტუმროში, ხოლო თუ სჭირდება სტაციონარი, სტაციონარში და ა.შ. რაც შეეხება მკურნალობის ანაზღაურებას, ამას უზრუნველყოფს სადაზღვევო კომპონენტი, რომელიც უნდა ჰქონდეს ტურისტს“,
- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმა ჯანდაცვის სამინისტროს უკვე არაერთხელ მიმართეს ტურისტებისთვის სადაზღვევო პაკეტის შეთავაზების საკითხზე, თუმცა როგორც ისინი „კომერსანტთან“ აცხადებდნენ უწყებისგან პასუხს აქამდე ვერ იღებდნენ.



გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე „კომერსანტთან“ ყვება, რომ კოვიდ დაზღვევაზე მუშაობის დაწყება, მაშინ როდესაც საზღვრები უკვე დღეს იხსნება, დაგვიანებულია, თუმცა იმედოვნებს რომ ყველაფერი მალე მოგვარდება. მისი თქმით, სადაზღვევოები სავარაუდოდ უკვე დღის ბოლომდე წარუდგენს ჯანდაცვას სადაზღვევო პაკეტებს და შემდეგ უკვე მთავრობაზე იქნება დამოკიდებული თუ როდიდან ჩაეშვება ეს პროდუქტი.


„ტურისტების კოვიდ დაზღვევაზე მუშაობის დაწყება ცოტა დაგვიანებულია, რადგან დღეს უკვე საზღვრები იხსნება. მთავრობა ჩვენგან ელოდება გამზადებულ პროდუქტს, რომელსაც წესით დღესვე წარვუდგენთ, ეს ჩვენ უკვე მზად გვაქვს, უბრალოდ დეტალებს ვაკორექტირებთ. ამ დაზღვევის შემთხვევაში სახელმწიფოსაც აღარ დააწვება ეს ხარჯი, ტურისტიც დაცული იქნება და სადაზღვევო ინდუსტრიისთვისაც საინტერესო ბაზარია.


ჯანდაცვაში სავარაუდო ტურისტული პაკეტები 1 თვის წინ გავაგზავნეთ, სადაც საუბარია, რომ სახელმწიფომ რეგულაციის წესით თქვას, რომ აუცილებელი და სავალდებულოა covid-დაზღვევა, ისევე როგორც PCR-ტესტს ვითხოვთ საზღვარზე. ეს პაკეტები ფარავს, როგორც სასტუმროში მკურნალობის, ასევე სტაციონარში განთავსების ხარჯებს. სადაზღვევო პაკეტების ჯამური ლიმიტი სავარაუდოდ 20-30 ათას ლარამდე ადის, ეს მხოლოდ კოვიდ დაზღვევას ეხება და სრულიად საკმარისია მკურნალობის ხარჯებისთვის, თუმცა არსებობს რისკი სავალალო შემთხვევების დროსაც, სწორედ ამ დეტალებს ვალაგებთ“,
- განმარტა ნინო კობახიძემ.


„ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორის, თინათინ სტამბოლიშვილი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ კოვიდ დაზღვევის ირგვლივ კონსულტაციები მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში კონკრეტული დეტალები ცნობილი გახდება.


„აქტიურად დაიწყო კონსულტაციები და უახლოეს დღეებში სავარაუდოდ დაზღვევა უკვე იქნება სადაზღვევო ინდუსტრიისგან, მიმდინარეობს მსჯელობა მოდელზე და პირობებზე, რომ მაქსიმალურად იყოს კომფორტული შემომსვლელი ტურისტისთვის და მაქსიმალურად ხელშემწყობი ტურიზმში ჩართული კომპანიებისთვის ანუ შემომყვანი ტურისტულებისთვისაც. განიხილება ადგილზე შეძენაც, ელექტრონული გაფორმებას, მოკლედ ყველანაირი პირობაა, რომ არ შეფერხდეს აქ შემომსვლელი ტურისტი, რადგან ეს დაზღვევა იქნება კოვიდის მკურნალობის რისკი. ჯანმრთელობის დაზღვევაში რომელიც ტურისტს მოგზაურობისას აქვს, უნდა იყოს დამატებული კოვიდის რისკი. განიხილება აღნიშნული დაზღვევის ტურისტების მიერ როგორც საქართველოში შეძენა, ასევე თავიანთ ქვეყანაში, მთავარია რომ ამ რისკს ფარავდეს და უცხოელი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი ქვეყანა არ აღმოჩნდეს. ყველაფერს ვაკეთებთ რომ ეს საკითხი უახლოეს დღეებში მოგვარდეს“, - ამბობს თინათინ სტამბოლიშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up