შეუსრულებელი ვალდებულებები და 1,5 მილიონ დოლარიანი ბიზნეს დავა - ექსკლუზიურ ინტერვიუ ნიკოლოზ ბასილაშვილის ინვესტორთან

შეუსრულებელი ვალდებულებები და 1,5 მილიონ დოლარიანი ბიზნეს დავა - ექსკლუზიურ ინტერვიუ ნიკოლოზ ბასილაშვილის ინვესტორთან

access_time2021-06-01 12:30:49

მსოფლიოს 36-ე ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალი გრძელვადიანი სასამართლო განხილვა ელოდება. ჩოგბურთელს ყოფილი ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა კონტრაქტით გათვალისწინებული საკომისიოს ანაზღაურებას  სთხოვს. ბიზნესმენი „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეტალურად ყვება როგორ დაიწყო ყველაფერი, რატომ ჩოგბურთი და რატომ ბასილაშვილი?

 

კაჭარავა გვიყვება, რომ ძირითადად ბიზნეს საქმიანობით რუსეთის ფედერაციაში, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთში იყო დაკავებული. როგორც ამბობს, მისი ინტერესის სფეროები განსხვავებული იყო და მოიცავდა საგამომცემლო საქმიანობას, რუსეთის ფედერაციაში უცხოური კომპანიებისთვის მარკეტინგულ მომსახურებას. შემდეგ იყო დიდი ბიზნესი, კერძოდ სწრაფი კვების ქსელი Subway, სადაც კაჭარავა აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მსხვილი ქსელის მფლობელი იყო. იგივე ასევე სხვადასხვა საცალო პროექტებით ინტერესდებოდა, აგრეთვე რუსეთის ფედერაციაში ნავთობპროდუქტებით ვაჭრობდა.  როგორც თვითონ გვიყვება 2013-15 წლებში საქმეები აღმავლობით მიდიოდა, ამიტომ პარტნიორთან ერთად ისეთი სააგენტოს შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ინვესტიციას პერსპექტიულ სპორტსმენებში ან კლუბებში ჩადებდა. დაეხმარებოდა მათ სხვა დონეზე ასვლაში, ხოლო შემდგომ მათი მოგებიდან და სარეკლამო კონტრაქტებიდან მოგების ნაწილს მიიღებდა.  ბიზნესმენი აცხადებს, რომ მის არჩევანზე ჩოგბურთელის პროფესიულმა ხარისხმა იმოქმედა, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ძალიან დიდ პლუს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი თანამემამულეა. კაჭარავას მიაჩნდა, რომ ეს ფაქტი სპორტსმენთან კარგი ურთიერთობის დამყარებაში დაეხმარებოდა.

 

ჩოგბურთი ჩემთვის პრიორიტეტული იყო, რადგან საკითხში კარგად ვერკვეოდი, ტურნირებს თვალყურს მუდმივად ვადევნებდი, შეჯიბრებზე დავდიოდი, თავადაც ბავშვობიდან ვთამაშობდი. მოკლედ რომ ვთქვა, ამ საკითხში აბსოლუტურად კომპეტენტური ვიყავი. მყავდა მრჩევლები სპორტის ჟურნალისტიკიდან, ასევე ჩოგბურთის ანალიტიკოსები, რომლებიც დამეხმარნენ კონკრეტული სპორტსმენის არჩევაში, ინვესტიციების წამოსაწყებად.  თუმცა, ინტერესის სფეროს მხოლოდ ჩოგბურთი არ წარმოადგენდა, მაგალითად, ჩვენ ასევე მოვიაზრებდით რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატის მე -2 ლიგის მოთამაშეებს, იქ გვყავდა საკუთარი სკაუტები, მწვრთნელები, რომლებიც გვიბიძგებდნენ, რომ ყურადღება სხვადასხვა მოთამაშისთვის მიგვექცია.  ასევე ვფიქრობდით კლუბების ყიდვას და მათში ინვესტიციის ჩადებას. საკმაოდ ახლოს ვიყავი კიევის არსენალის ყიდვასთან, მაშინ ისინი მეორე ლიგაში თამაშობდნენ და საკმაოდ პერსპექტიული ინვესტიცია იყო. სამწუხაროდ, გარიგება იურიდიული საკითხების გამო ვერ განხორციელდა. 

 

რაც შეეხება ბასილაშვილს, მას 2014 წლიდან თვალყურს ვადევნებდი, იმ პერიოდში მან საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. დაინტერესებული ვიყავი მხოლოდ ისეთი მოთამაშეებით, რომლებიც ATP (Association of Tennis Professionals ) – ის რეიტინგის 100-200 – ში იყვნენ, ანუ ახალგაზრდებით, რომლებსაც მსოფლიო ჩოგბურთის ელიტაში მოსახვედრად ფინანსები და სტიმული ესაჭიროებოდათ. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ჩოგბურთში რეალური შემოსავალი მას შემდეგ იწყება, როდესაც მოთამაშე 60-70 საუკეთესო მოთამაშეთა სიაში შევა, ამის შემდეგ მოთამაშეს აღარ სჭირდება საკვალიფიკაციო თამაშები ძირითად ტურნირებში მონაწილეობისთვის და რაც მთავარია გრანდ სლემისთვის, სადაც უკვე იწყება საკმაოდ დიდი ანაზღაურების გამომუშავება. ასევე განვიხილავდი პერსპექტიულ მოთამაშეებს რუსეთიდან და უკრაინიდან, თუმცა გადავწყვიტე არჩევანი ნიკოლოზ ბასილაშვილზე შემეჩერებინა და მასთან თანამშრომლობა მეცადა, რათა ამ საქმის ყველა ასპექტი შიგნიდან შემესწავლა და შემდგომ ჩემი გუნდი სხვა პერსპექტიული მოთამაშეებითაც შემევსო“, - გვიყვება ირაკლი კაჭარავა.

 

ირაკლი კაჭარავა ხელშეკრულების დეტალების შესახებ გვიყვება. მისი თქმით, იმ პერიოდის განმავლობაში სრულად აფინანსებდა ჩოგბურთელის ხარჯებს, რაც მოიცავდა ავიაბილეთებსა და სასტუმროებს მისთვის და მისი მწვრთნელებისათვის მთელ მსოფლიოში. ასევე საყოფაცხოვრებო ხარჯებს, პროფესიულ ტრენინგებს. ამბობს, რომ სრულად დაფარა ბასილაშვილის როგორც მთელი სამწვრთნელო შტაბის, ასევე მისი აგენტის ხარჯები საფრანგეთში.

 

„ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ნიკოლოზი მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო ტრენერებს გაეწვრთნა. ჩემამდე, მას ამისი შესაძლებლობა არ ჰქონია. მას მხოლოდ ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ჰყავდა. მისი აგენტის დახმარებით, ავირჩიეთ სხვადასხვა ვარსკვლავი მწვრთნელები, თუმცა საბოლოოდ გაბრიელ მარკუსზე შევჩერდით, რომელიც ერთ დროს ისეთი ვარსკვლავების მწვრთნელი იყო, როგორებიც იყვნენ დავით ნალბანდიანი, რიჩარდ გასკე და ა.შ.  სხვათა შორის, მხოლოდ მარკუსის ხელფასი, რომელსაც იმ პერიოდში ვუხდიდი, თვეში 12 000 დოლარს შეადგენდა, ასევე  ბიზნეს კლასის ფრენებს და სხვ.  ასევე, ავანაზღაურე ყველა სამედიცინო მომსახურება. სხვათა შორის, 2015 წლის სეზონის ბოლოს, ნიკამ სერიოზული ტრავმა მიიღო, რაც ხელს უშლიდა ღირსეული შედეგების ჩვენებაში და შესაძლებელია, სერიოზულად ასახულიყო მის სამომავლო კარიერაზე. 25 000 ევროზე მეტი გადავიხადე გერმანიაში მის გამოკვლევებსა და სამედიცინო მომსახურებაში. 

 

სანაცვლოდ, ჩვენი კონტრაქტის თანახმად, ინვესტორს უნდა მიეღო საპრიზო თანხის 30 %-ი, მას შემდეგ, რაც ნიკა მოხვდებოდა საუკეთესო მოთამაშეების ტოპ 50-ში  (ანუ ATP- ს რეიტინგში 59-ე ადგილი), ისევე როგორც მისი სარეკლამო შემოსავლების 50 %-ი. სამწუხაროდ, ჩემი მიმართულებით, მისი ვალდებულებები არ შესრულებულა, რაც საბოლოოდ სასამართლო დავის მიზეზი გახდა“, - ამბობს ირაკლი კაჭარავა.

 

ინვესტორი ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან მოწესრიგებული სპორტსმენია, მისი თქმით, ჩოგბურთელს უზომოდ უყვარს თავისი საქმიანობა და მისი ერთგულია. ირაკლი კაჭარავას მიაჩნია, რომ ბასილაშვილმა უზარმაზარ შედეგებს მიაღწია, თუმცა თვლის, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს თამაში და მომავალშიც ბევრ ტიტულს მიიღებს.

 

ბიზნესმენი ყვება, რა გახდა უთანხმოების მიზეზი და საბოლოოდ როგორ მივიდა პროცესი სასამართლო დავამდე:

 

„2016 წლის გაზაფხულამდე რეგულარულად ვაფინანსებდი მის პროფესიულ საქმიანობას. ჩემი სავარაუდო გათვლებით, ამ მომენტისთვის მე უკვე მასში საკმაოდ შთამბეჭდავი სახსრები ჩავდე. გავლენიანი პირებისა და სტრუქტურების მხრიდან ჩემს ბიზნესზე ზეწოლის გამო, იძულებული გავხდი მოკლე დროებით შემეჩერებინა ინვესტიციები. 2016 წლის ზაფხულზე მე და ნიკოლოზი თბილისში ვაკის კორტებზე შევხვდით, სადაც მან შემომთავაზა, რომ თვეში მიმეცა განსაზღვრული თანხა და ყველა ჩვენი შეთანხმება მისი მხრიდან გადასახადების პროცენტულ რაოდენობასთან დაკავშირებით იგივე დარჩებოდა.


 

კარგად ავწონ-დავწონე გარემოებები და გადავწყვიტე ინვესტიციის გამეგრძელებინა. 2016 წლის შემოდგომაზე ნიკა რამდენიმე დღით კიევში მივიწვიე, რათა დრო ერთად გაგვეტარებინა, გვესაუბრა და ყველაფერზე საბოლოოდ შევთანხმებულიყავით. იმ დროს კიევში იმყოფებოდნენ ჩემი მეგობრები მოსკოვიდან, რომლებიც მისი გულშემატკივრები არიან და ჩვენი კომუნიკაციით ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა. ამის შემდეგ, ჩვენი შეთანხმების ახალი პირობების შესაბამისად, ავანსის სახით, თბილისში მის წარმომადგენელს 25,000 აშშ დოლარი დაუყოვნებლივ გადავეცი. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენს ურთიერთობაში არსებული უთანხმოების მიზეზი ბიზნესის მიმართ არაპროფესიონალური დამოკიდებულება გახდა, მაგრამ ჩემთვის, როგორც ინვესტორისთვის, წითელი ხაზი იყო ის ინციდენტი, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთ ტურნირზე მოხდა. დაწვრილებით არ მსურს საუბარი, რადგან სასამართლო პროცესი უკვე მიმდინარეობს, ასევე შესაძლებელია პროცესები წარიმართოს ATP– სა და ინგლისის სასამართლოს სტრუქტურებში, ამიტომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება აღარ მსურს“, აცხადებს ირაკლი კაჭარავა.

 

კაჭარავასა და ბასილაშვილს შორის უთანხმოება 2017 წელს დაიწყო, კომერსანტის კითხვაზე რატომ დაიწყო სასამართლო დავა 2021 წელს ბიზნესმენის პასუხის შემდეგია:

 

„ნიკოლოზის ვალდებულებაა, რომ გადამიხადოს ჩემი საკომისიო თანხები, რომელიც უნდა დაწყებულიყო მას შემდეგ, რაც ის მსოფლიოს 60 საუკეთესო მოთამაშის სიაში შევიდოდა, ეს კი 2017 წელს დაიწყო.  ჩვენი კონტრაქტი 5 წელიწადზე იყო გათვლილი და 2020 წლის სეზონის ბოლოს დასრულდა. შესაბამისად, ჩემთვის გადასახდელი თანხის მოთხოვნა ამის შემდეგ დავიწყე“,- განაცხადა ბიზნესმენმა.

 

ირაკლი კაჭარავა ნიკოლოზ ბასილაშვილისგან 1,5 მილიონი დოლარს ითხოვს, როგორც ბიზნესმენი ამბობს კონტაქტის პერიოდში ბასილაშვილმა 5 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, მისი 30 % კი მას მეკუთვნის.

 

„სამწუხაროდ, ვინაიდან ნიკოლოზის მხარეს, მიუხედავად ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებების არაერთხელ მცდელობისა, არ სურს შეასრულოს თავისი ვალდებულებები, იურისტებთან ერთად იძულებული გავხდი ATP– ის ოფიციალურ წყაროებისთვის მიმემართა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ პერიოდში მან 5 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, მისი 30 % კი მე მეკუთვნის. ეს მაჩვენებელი ფარდობითია, რადგან შეიძლება შემცირდეს, თუ მხარე მოგვაწვდის იმ გადასახადების შესახებ ინფორმაციას, რომელიც ნიკოლოზმა გადაიხადა საპრიზო თანხის შემდეგ. ჩემთვის ცნობილია, რომ ზოგჯერ საპრიზო თანხა იბეგრება 30 %-ით  ან მეტითაც, რაც დამოკიდებულია იმ ქვეყანაზე, სადაც ტურნირი ტარდება.

 

ასევე, ჩვენ არ ვიცით მისი სარეკლამო კონტრაქტების პირობები, რომელზეც მაქვს 50 %-იანი უფლება. ჩვენ ვთხოვეთ მას, შემდეგ კი სასამართლოს, გაამჟღავნონ სარეკლამო ხელშეკრულებების მონაცემები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შესაძლოა საკმაოდ ბევრი თანხა არ იყოს გადასახდელი და ამის განხილვა არც ღირს. მაგრამ ჩვენ გვსურს მივიღოთ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია და ჩვენს სასარგებლოდ  სამართლიანად მოვითხოვოთ კუთვნილი თანხა“, - თქვა ირაკლი კაჭარავამ.

 

ინვესტორი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის ჩოგბურთელის მხარეს იქნება, რადგან მისი თქმით ბასილაშვილი საქართველოს გმირია და ყველას უყვარს. მაგრამ ამბობს, რომ ნაკისრი ვალდებულებები ყველა შემთხვევაში უნდა შესრულდეს:

 

„ვალდებულებები არის ვალდებულებები და ისინი უნდა შესრულდეს, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ არის ეს პიროვნება. როდესაც მასში დიდი თანხა ჩავდე, მას სინამდვილეში არავინ იცნობდა, მაგრამ მე მჯეროდა მისი შესაძლებლობების და ჩემი დიდი დამსახურებაცაა, რომ გახდა ის, ვინც საბოლოოდ გახდა. აბსოლუტურად ვენდობი საქართველოს სასამართლოს და დარწმუნებული ვარ, რომ ის არ იქნება მიკერძოებული. სამწუხაროდ, იყო გარკვეული პირების მხრიდან მცდელობები, რომ ჩვენზე, ჩემს ადვოკატებზე ზეწოლა მოეხდინათ, იყო მუქარაც კი, რომ თუ სასამართლოდან არ გამოვიტანდით სარჩელს, საქართველოში გაგვანადგურებდნენ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვაქვს სამართლებრივი ბერკეტები, რომ ვუპასუხოთ მსგავს ოინებს. მე ვაპირებ დავიცვა ჩემი ინტერესები ამ საკითხში ბოლომდე და ბოლო ინსტანციამდე, რადგან სწორად მიმაჩნია, რომ ნიკოლოზმა ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს“, - განაცხადა ბასილაშვილის ყოფილმა ინვესტორმა.

 

ირაკლი კაჭარავას თქმით, სანამ საქმე სასამართლომდე მივიდოდა, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარესთან დაკავშირება სცადა, თუმცა ბიზნესმენის განცხადებით, ჩოგბურთელის წარმომადგენლები მოლაპარაკებაზე უარს ამბობენ.

 

„გასულ თვეში ჩემი ადვოკატების შეხვედრა შედგა მის ადვოკატთან, მამამისთან, ნოდართან და მის ძმასთან, თენგიზთან. სამწუხაროდ, ისინი უარს ამბობენ მოლაპარაკებებზე და გვაიძულებენ იმ გზით ვიაროთ, რა გზითაც მივდივართ. ასევე უცნაურია ბატონი ნოდარის კომენტარის წაკითხვა, რომელიც მე და ჩემს ძმას გამომძალველებს გვიწოდებს, თუმცა ფეისბუქზე პირად მიმოწერაში, რომელიც შენახული მაქვს, ის თვითონვე ადასტურებს ჩემი მხრიდან ინვესტიციას და ყოველმხრივ მადლიერებით მომიხსენიებს. ასევე, ადვოკატებთან მოლაპარაკებების დროს დაადასტურეს ჩვენი შეთანხმებების არსებობა და ჩვენი ერთობლივი საქმიანობა, ცალკე ჩემს ძმასთან და ცალკე ჩემთან. თუმცა შესაგებელში ბასილაშვილი სრულად უარყოფს ჩემს წვლილს მის კარიერულ წინსვლაში , რაც საკმაოდ უსუსური და არაკვალიფიციური მცდელობაა ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდების. ჩემს წვლილს ადასტურებს არა მარტო საბანკო გადარიცხვების ათობით გვერდი არამედ მთელი რიგი კონტრაქტები რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტული განვითარების უზრუნველსაყოფად მაქვს გაფორმებული შესაბამის სპეციალისტებთან.

 

ჩვენ  მზად ვართ ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის სასამართლო შუამავლობის ფარგლებში ან პირად ადვოკატებთან ერთად. ჩვენი მოთხოვნები ძალზე მტკიცეა და უზარმაზარ მტკიცებულებებს ეფუძნება. ის, რომ ნიკოლოზს მოუწევს შეასრულოს კანონის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები, მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენთვის პრიორიტეტია დრო, რომელიც ამ შემთხვევაში შეგვიძლია მოვიგოთ მორიგებით და ნიკოლოზსაც ალბათ ესმის, რომ ATP- ს სანქციები შეიძლება ძალიან მტკივნეული და დამაზარალებელი აღმოჩნდეს მისთვის. ვფიქრობ ასევე უნდა ესმოდეს, წაგებული დავის შედეგების ფართი სპექტრიც“, აცხადებს ირაკლი კაჭარავა.


„კომერსანტი“ ბასილაშვილის ინტერესების დამცველს დაუკავშირდა. იურისტების პასუხს მედიაჰოლდინგი უცვლელად გთავაზობთ:

 

„ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები  არ ვაპირებთ პასუხი გავცეთ ირაკლი კაჭარავას მიერ  სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებს,  რომელიც აშკარად ბმაშია 2020 წელს  წამოწყებულ  კამპანისთან, რომლის მიზანიც სპორტსმენის  რეპუტაციის შელახვაა.

 

ჩვენ სიღრმისეულად გავეცანით სარჩელს და ვერ აღმოვაჩინეთ ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც  სასამართლომ შესაძლოა გაიზიაროს. ჩვენ პროფესიულ ხედვას ამყარებს, ის გარემოებაც,  რომ მიმდინარე წლის, 27 აპრილს, სასამართლომ  არ დააკმაყოფილა  კაჭარავასმიერ მოთხოვნილი ყადაღა.

 

აქვე  განვმარტავთ,  რომ  ბუნებაში არ არსებობს არანაირი  ხელშეკრულება ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ირაკლი კაჭარავს შორის.  შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, რაიმე სახის სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ აღნიშნულ საკითხზე“, — აცხადებენ ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები.


კომერსანტი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up