„გაჩერებული პროექტების სია დიდია, თქვენ საკმარისად მოაცდინეთ ქვეყანა“ - ქეთი ბოჭორიშვილი გახარიას

„გაჩერებული პროექტების სია დიდია, თქვენ საკმარისად მოაცდინეთ ქვეყანა“ - ქეთი ბოჭორიშვილი გახარიას

access_time2021-06-01 12:00:40

"თქვენ საკმარისად მოაცდინეთ ქვეყანა, სჯობს, აწი დაისვენოთ" - ამ შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი facebook-ზე წერს. იგი ყოფილ პრემიერის და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას გუშინდელ სატელევიზიო ეთერს ეხმაურება, სადაც ყოფილი პრემიერი მედიის კითხვებს 2 საათის განმავლობაში პასუხობდა.

 

„ვუსმენ გიორგი გახარიას... არა, ვიტყუები ვერც ვუსმენ ... ვკითხულობ მის კომენტარებს და კვლავ ამ კითხვის დასმა მინდა... გთხოვთ, გამახსენოთ/ შემახსენოთ ერთი განხორციელებული პროექტი, მოზიდული ინვესტიცია, ინიციატივა ... ან უბრალოდ იდეა, რომელიც ეკუთვნის აწ უკვე ყოფილ ეკონომიკის მინისტრს/შსს მინისტრს/ და ბოლოს პრემიერ-მინისტრს, ჯამში, 8 წლის განმავლობაში... ცოტა დრო არ არის...

 


გაჩერებული/შეჩერებული პროექტების სია დიდია.... არქივი არსებობს...

 

ანაკლიის პორტი, ,,აწარმოე საქართველოში” პროგრამის ახალი კომპონენტები, მათ შორის ,,გადაიღე საქართველოში” ორწლიანი რედიზაინი ანუ იგივე გაჩერება, ბიზნესსახლი (არა, გიორგი, ეს იდეა თქვენი არ იყო, თუმცა თქვენ ნამდვილად გააჩერეთ), არსებულ ინვესტორებთან მილიონობით გადაუჭრელი საკითხი და შეჩერებული ინვესტიციები (კარგად ჩანს FDI სტატისტიკაში, არათუ ახალი ინვესტორი არ გვყავს, რაოდენობრივად თითქმის განახევრდა უცხოური ინვესტიციები საქართველოში), საზღვრიდან მიბრუნებული ტურისტები, გაჩერებული პრივატიზაცია, მთლიანად ქვეყნის ჩაკეტვა - პანდემიის მართვის სახელით ... რეფორმებზე არც მაქვს საუბარი...ცოტა ხნის წინ ვისურვე “from reformer to performer, let us have both in this decade” - თქვენ საკმარისად მოაცდინეთ ქვეყნის განვითარება ... ამისთვის ყველაფერი გააკეთეთ. სჯობს, დაისვენოთ აწი!“, - წერს ქეთი ბოჭორიშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up