გია ხუხაშვილი: გახარია-კალაძის ტანდემი იქნებოდა „ქართული ოცნების“ საბოლოოდ ჩამოშლის ფორმულა

გია ხუხაშვილი: გახარია-კალაძის ტანდემი იქნებოდა „ქართული ოცნების“ საბოლოოდ ჩამოშლის ფორმულა

access_time2021-06-01 16:30:00

გახარია-კალაძის ტანდემი შეიძლება ისე საინტერესოდ გამოიყურებოდეს, რომ შეუძლია „ქართული ოცნების“ საბოლოო ჩამოშლა, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ პოლიტიკის ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის სამომავლო პერსპექტივებზე საუბრისას. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და თბილისის მერის, კახა კალაძის პოლიტიკურ ტანდემს, შექმნის შემთხვევაში, ვერც ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მოუხერხებს რამეს:


„ეს თეორიულად შესაძლებელია, ეს მართლა იქნება უძლიერესი სვლა, რაც საბოლოოდ დაასამარებს „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ გახარიას და კალაძეს ერთად შეუძლიათ „ქართული ოცნების“ ელექტორატის უდიდესი უმრავლესობა გადმოქაჩონ აქეთ და „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად დატოვონ შიშველი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა „დილის საუბრებში“.


გადაცემაში მან თქვა, რომ გიორგი გახარიას გზავნილები, მათ შორის ისინი, რომლებიც 31 მაისს პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, მიმართული იყო „ქართული ოცნების“ ელექტორატზე და გიორგი გახარიაც, საბოლოო ჯამში, არის „ქართული ოცნების“ „თავის ტკივილი“.


„ანუ მისი ელექტორატი მიჰყავს. მისი პოზიციონირება არანაირად არ გულისხმობდა დანარჩენ ოპოზიციასთან კონკურენციას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა, რომლის თანახმადაც, ეს მოცემულობა დრამატულია იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნებისთვის“, ვადამდელი არჩევნების ჩატარების პირობიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტის მობილიზება.



გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ პოტენციალი საარჩევნო ხმების 0-15 პროცენტის ფარგლებში მერყეობს:


„0-ს ვამბობ იმიტომ, რომ გახარიას რეიტინგი დღევანდელი მაინც არის ეგრეთ წოდებული მოლოდინის რეიტინგი და ეს იმდენად მყიფე პარამეტრია, რომ რაც უფრო დიდია მოლოდინი, მით უფრო მაღალია იმედგაცრუების რისკი. და ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს და ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ რამეზე. სრულიად ცხადია, რომ ახლა დაიწყება მასზე მასირებული ორმხრივი შეტევა, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე ხელისუფლების მხრიდან და მან ეს განსაწმენდელი უნდა გაიაროს. ჯერ არ არის ზუსტი პასუხი იმაზე, რამდენად შეძლებს ის ამის გაკეთებას... მომავალი ერთი თვე იქნება ჩემის აზრით გადამწყვეტი, რის შემდეგაც შეგვიძლია ვისაუბროთ მის რეალურ შესაძლებლობებზე. ეს შესაძლებლობები ამ ეტაპზე ვერ იქნება სახელისუფლებო პრეტენზიის, თუმცა 10-15 პროცენტი ეს ძალიან ბევრია. უნდა გვესმოდეს, თუ დღევანდელ ვითარებაში მან მოახდინა სტაბილიზაცია და გარკვეული ელექტორალური მიზიდულობის ცენტრი გახდა,10 პროცენტიც რომ აიღოს, ეს 10 პროცენტი უკვე ოქროს გასაღებია იმისათვის, რომ მან მომავალ მმართველ კოალიციაში თავისი ადგილი დაიკავოს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.


გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. 29 მაისს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. გიორგი გახარია პარტიის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. 31 მაისს მან ტელემედიის წარმომადგენლებისთვის გამართა პრესკონფერენცია, რომლის მიმართაც საზოგადოების ინტერესი დიდი იყო, თუმცა პრესკონფერენციაში მონაწილე ჟურნალისტებისვე შეფასებით, გიორგი გახარიას ახალი პრაქტიკულად არაფერი უთქვამს.



www.radiotavisupleba.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up