ეკონომიკური ბუმი თუ რიცხვებით მანიპულირება - რამ გამოიწვია მშპ-ის 44.8%-იანი ზრდა?

ეკონომიკური ბუმი თუ რიცხვებით მანიპულირება - რამ გამოიწვია მშპ-ის 44.8%-იანი ზრდა?

access_time2021-06-01 11:00:37

საქსტატის ცნობით აპრილში ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ვარდნა 16.6% იყო. შარშანდელი ლოკდაუნის ფონზე, წელს ორნიშნა ზრდა მოულოდნელობა არ ყოფილა, მაგრამ ზრდიs ტემპმა მაინც გაკვირვება გამოიწვია.


საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე რეკორდული ზრდის მიზეზებზე დეტალურად ისაუბრა. მისი განმარტებით ექსპორტის 70%-იანი და დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის 93%-იანი ზრდის მაჩვენებელი მშპ-ზეც აისახა. მანვე ჩაშალა ექპორტის პროდუქციის სახეობათა მიხედვით, რაც ისედაც ცნობილი იყო.


ყველაზე დიდი 1488%-იანი ზრდა ახლადარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობის მიმართულებით დაფიქსირდა. მიმდინარე წლის აპრილში სულ 4876 საწარმო დარეგისტრირდა, გასულ წელს - 302. იმ დროს როდესაც სასურსათო მაღაზიების, აფთიაქებისა და ბანკების გარდა ყველაფერი დაკეტილი იყო, აკრძალული იყო ონლაინ ვაჭრობა და ავტომობილით გადაადგილება, ბუნებრივია ახალ ბიზნესებს ინვესტორი საკუთარი რისკის ფასადაც ვერ გახსნიდა.


ბოლო პერიოდში საქსტატის მუშაობის მიმართ სულ უფრო ბევრი კითხვა ჩნდება. უწყების მიერ იანვარში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც სუბსიდირებული კომუნალური გადასახადების ინფლაციაში მინუს ნიშნით დათვლას ითვალისწინებდა, ეკონომისტთა აბსოლუტური უმრავლესობის გაკვირვება გამოიწვია.


საქსტატის განმარტებით, რადგან გადახდა პირდაპირ მოქალაქეების ჯიბიდან აღარ ხდებოდა, ის სამომხმარებლო ფასებში აღარ უნდა გასულიყო. გარდა იმისა, რომ კომუნალურ გადასახადებს ბიუჯეტი ფარავდა, რომელიც ისევ და ისევ მოქალაქეების ჯიბიდან ივსება, კითხვებს ბადებდა არათანმიმდევრულობაც. მთავრობის გადაწყვეტილებით კომუნალური გადასახადების სუბსიდირება (თვეში 200 კვტ/სთ-მდე ელელექტროენერგიისა და 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივი გაზის, პლუს წყლისა და დასუფთავების გადასახადის) სახელმწიფომ 2020 წლის მარტ-მაისშიც მოახდინა, სუბსიდირების მეორე ტალღა კი 2020 წლის ნოემბრიდან დაიწყო, საქსტატმა კი მეთოდოლოგია მხოლოდ 2020 წლის დეკემბრის ინფლაციის გაანგარიშებისას შეცვალა. მაშინ Commersant-ს საქსტატიდან განუმარტეს, რომ გაზაფხულზე სუბსიდირება მოკლევადიანი იყო, ნოემბრის ინფლაციის დაანგარიშებისას კი მონაცემები თუ რამდენმა მომხმარებელმა ისარგებლა პროგრამით არ გააჩნდათ.



კომუნალურების სუბსიდირების მორიგი პროგრამა თებერვალში ამოიწურა, მაგრამ იანვრიდან ელექტროენერგია 3.5 თეთრით გაძვირდა. სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, წლის ბოლომდე იმ აბონენტებისთვის რომლებიც თვეში 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებს მოიხმარდნენ ნაზრდი სხვაობა დაეფარა, ასეთი კი მოსახლეობის 95%-ა. საქსტატმა ამჯერადაც ჩათვალა, რომ ელექტროენერგია არ გაძვირებულა, ფქვილის ტომრის 15 ლარიანი სუბსიდირების გამო მას არც ფქვილის გაძვირება აუსახავს ინფლაციაში.


სტატისტიკის სამსახური ინფლაციას სამომხმარებლო კალათიდან ითვლის, რომელიც თავის მხრივ 305 დასახელების პროდუქციისა და მომსახურებისგან შედგება. ოფიციალურად მარტსა და აპრილში ფასები 7.2%-ით გაიზარდა. სოციალურ ქსელში ბოლო დროს გახშირდა პოსტები, სადაც შარშანდელი და ამჟამინდელი ფასებია შედარებული, ზეთისა და ბენზინის გარდა, ხილი, შოკოლადი, თონის პური, რძის ნაწარმი, ლუდი 7%-ით კი არა 20-30 პროცენტითაა გაძვირებული.


ინფლაცია ეკონომიკურ ზრდასთან პირდაპირ კავშირშია. რეალური მშპ-ს დასადგენად, ნომინალურ მშპ-ს ინფლაცია აკლდება და რაც უფრო დიდი იქნება ის, მით უფრო შემცირდება ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებელი და პირიქით თუ ინფლაცია მცირეა ეკონომიკური ზრდა მაღალი გამოჩნდება. ინფლაციის ხელოვნური შემცირება, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის ილუზიას ქმნის რაც რეალობას არ შეესაბამება.


16.6%-იანი ვარდნის შემდეგ ცხადი იყო, რომ ზრდა ორნიშნა იქნებოდა, მაგრამ 44.8% მაინც დაუჯერებლად ჟღერს გაკეთებულზე მეტ განმარტებას საჭიროებს. გამოდის, რომ 16.6%-იანი ვარდნის მაგივრად, შარშან პანდემიამდელი 5%-იანი ზრდა რომ ყოფილიყო წელს კომენდანტის საათის პირობებში ზრდის ტემპი 44%-ს ვერა, მაგრამ 15%-ს გადააჭარბებდა.


ხდება ხოლმე, რომ მოკლევადიან პერიოდში სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ გრძნობს. 2007 წელს ეკონომიკა 12.6%-ით გაიზარდა, მაგრამ იმავე წლის ნოემბერში რუსთაველის გამზირი უკმაყოფილო მოქალაქეებით გაიდაივსო, რასაც დემონსტრაციის ძალადობრივი დაშლა და რიგგარეშე არჩევნები მოჰყვა. წელს სხვა ვითარებაა 2007-ისგან განსხვავებით არც პრივატიზაციის ტემპი დაჩქარებულა და არც ინვესტიციების ბუმი შეინიშნება, ბოლო 2 კვირის გამყარების მიუხედავად საერთო ჯამში ლარიც უფასურდება და რაიმე უტყუარუ მტკიცებულება, რომ ეკონომიკა არათუ 2020 წლის აპრილის 2019 წლის აპრილთან შედარებითაც 20%-ზე მეტით გაიზარდა არ არსებობს.


2020 წელს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. 2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე დაიგეგმა, სავალუტო ფონდმა ზრდის ტემპის პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა. საქსტატის მიხედვით იანვარ-აპრილში ეკონომიკა 8.1%-ით გაიზარდა.    


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up