დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-07-14 21:00:40

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1. გარე რეკლამების განთავსებაზე გამოცხადებული აუქციონით ჯერჯერობით არავინ დაინტერესებულა

მერიის მიერ გარე რეკლამების განთავსებაზე 5 ივლისს, ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონით ჯერჯერობით არავინ დაინტერესებულა. თბილისის ქონების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დრომდე 0  ბიჯია დადებული.

 

2. ფაიზერზე რეგისტრაცია დაიწყო - ვაქცინა მხოლოდ 14 000 ადამიანს ეყოფა

საქართველოში ფაიზერის დაპირებული 1 მლნ დოზიდან 28 000 დოზა შემოვიდა, რაც 14 000 ადამიანისთვისაა სამყოფი. რეგისტრაციის პროცესი 15:00 სთ-დან დაიწყო.

 

3. ჯანმო საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესუსტების მცდელობებს ხედავს

„საქართველოში მოწმენი ვართ ინდუსტრიის გამუდმებული მცდელობებისა, შეასუსტონ თამბაქოს კონტროლი“, ამის შესახებ ჯანმოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

 

4. Booking.moh.gov.ge ისევ არ მუშაობს, მსურველები ფაიზერზე ვერ რეგისტრირდებიან

ვებგვერდი Booking.moh.gov.ge ფაიზერზე რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში გაითიშა. საიტი თავიდანვე შეფერხებით მუშაობდა. 15:30 სთ-ისთვის კი ვებგვერდი სრულიად დაიბლოკა.


 

5. პოლიტიკური დაძაბულობაა – ლარი მყარდება. კურსის ვარდნის ძველი განმარტებები არ მუშაობს

ლარი წლის დასაწყისის მაჩვენებელთან შედარებით, დოლართან მიმართებით 14 თეთრით გამყარდა. მართალია ივნისში ტურიზმი 362%-ით გაიზარდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მეოთხედზე ნაკლებია...

 

6. ტურიზმის კვლევის ცენტრი სექტორზე 5 ივლისის მოვლენების ასახვას შემოდგომაზე ელის

არსებული სიტუაცია ტურისტების შემოდინებაზე ნეგატიურ გავლენას უფრო მეტად გრძელვადიან პერსპექტივაში მოახდენს.

 

7. ბეთანიაში მუნიციპალური ტრანსპორტი წლის ბოლომდე დაინიშნება

როგორც Commersant-ს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან აცნობეს, მერია დამატებით მიკროავტობუსების შესყიდვას გეგმავს და მაქსიმუმ წლის ბოლომდე წყნეთიდან ბეთანიამდე მუნიციპალური მიკროავტობუსი დაიწყებს მოძრაობას.

 

8. ზაზა გახელაძე ცხინვალის საპატიმროს დატოვებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ანატილი ბიბილოვმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე „შეიწყალა“.

 

9. Bloomberg: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ აშშ–გერმანიის ურთიერთობებს დიდი ხნით გააფუჭებს

გადადგომამდე რამდენიმე თვით ადრე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვაშინგტონში  ჯო ბაიდენთან შესახვედრად მიემგზავრება. ეს მოვლენა ტრანსატლანტიკური ჰარმონიის აღდგენის სიმბოლო უნდა გახდეს, თუმცა ამისთვის მხარეებს რეალობის შელამაზება მოუწევთ.

 

10. თალიბანის მილიარდები – საიდან?

2018 წელს ავღანეთის ბიუჯეტი $2,2 მლრდ იყო და ეს მაშინ, როდესაც მოძრაობა „თალიბანის“ შემოსავალი წელიწადში $1,5 მლრდ–ა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up