ბეთანიაში მუნიციპალური ტრანსპორტი წლის ბოლომდე დაინიშნება

ბეთანიაში მუნიციპალური ტრანსპორტი წლის ბოლომდე დაინიშნება

access_time2021-07-14 12:00:47

თბილისში სატრანსპორტო რეფორმის ფონზე, რა დროსაც ძველი ავტობუსები ახლით ნაცვლდება და მათი რაოდენობა იზრდება, კვლავ რჩება ადგილები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინის დრო ან 40 წთ-ს აღემატება, ან საერთოდ არ დადის. ერთ-ერთი ასეთი უბანი ბეთანიაა, სადაც მოხვედრა მხოლოდ კერძო ავტომობილით, ან ტაქსითაა შესაძლებელი.


როგორც Commersant-ს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან აცნობეს, მერია დამატებით მიკროავტობუსების შესყიდვას გეგმავს და მაქსიმუმ წლის ბოლომდე წყნეთიდან ბეთანიამდე მუნიციპალური მიკროავტობუსი დაიწყებს მოძრაობას.


დედაქალაქის ცენტრში და ძველ გარეუბნებში: გლდანი, ვარკეთილი – გადაადგილება პრობლემა განსაკუთრებულად მწვავედ არ დგას. შესაძლოა ავტობუსი გადაჭედილი იყოს და მოკლე მანზილზეც კი მგზავრს გადაჯდომა მოუწიოს, მაგრამ ტრანსპორტი მაინც არის. რასაც ვერ ვიტყვით თბილისის ახლად შემოერთებულ უბნებზე. ბოლო დრომდე პრობლემას დიდი დიღომიც წარმოადგენდა, სადაც, ძირითადად, მიკროავტობუსი მოძრაობდა. რამდენიმე ხაზის დამატების შემდეგ პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა.



თბილისის მაცხოვრებლებს კოჯორში, ტაბახმელაში, წყნეთსა და კიკეთში მოსახვედრად შესაბამისი ავტობუსის გამოჩენამდე საკმო დროის ლოდინი უწევთ, ბეთანიაში ავტობუსით მისვლა კი შეუძლებელია, ხაზი ჯერ კიდევ არ არსებობს.


თბილისის მერიისთვის მიკროავტობუსი მხოლოდ მომსახურების დამატებით საშუალებას წარმოადგენს და მისი რაოდენობის განახევრებას - 1000-მდე შემცირებას გეგმავს. ისინი ძირითადად გარეუბნებში და ვიწრო ქუჩებში ივლიან. მთავარი აქცენტი კი ავტობუსებზე კეთდება და მათი რაოდენობა 972-მდე იზრდება. მათ შორის იქნება 200 ერთეული 18–მეტრიანი ავტობუსიც. დაგეგმილია მეტროს ვაგონების რაოდენობის გაზრდაც. რაც შეეხება ტრამვაის პროექტს, მას სიძვირის გამო უარი ეთქვა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up