ფაიზერზე რეგისტრაცია დაიწყო - ვაქცინა მხოლოდ 14 000 ადამიანს ეყოფა

ფაიზერზე რეგისტრაცია დაიწყო - ვაქცინა მხოლოდ 14 000 ადამიანს ეყოფა

access_time2021-07-14 15:00:37

საქართველოში ფაიზერის დაპირებული 1 მლნ დოზიდან 28 000 დოზა შემოვიდა, რაც 14 000 ადამიანისთვისაა სამყოფი. რეგისტრაციის პროცესი 15:00 სთ-დან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან პირველად, აცრა 16-17 წლის მოზარდებსაც შეეძლებათ. 


საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყება თებერვალში იყო დაგეგმილი, თუმცა პირველი აცრა მხოლოდ 15 მარტს ჩატარდა. ისედაც მაღალი ანტივაქსერული განწყობა, 18 მარტის შემთხვევამ გაამძაფრა, როდესაც ახალციხის კლინიკაში აცრიდან ნახევარ საათში ექთანმა მეგი ბარბაქაძემ გონება დაკარგა და მეორე დღეს გარდაიცვალა. კლინიკის პერსონალმა მალევე აღიარა, რომ გართულების შემდგომ სათანადო რეაგირება არ მოუხდენიათ. ანაფილაქსიური შოკი საშუალოდ 1 მლნ-დან 6 ადამიანს ემართება და ადრენალინის დროულად გაკეთების შემთხვევაში ფატალური შედეგი არ დგება.


თავდაპირველად ვაქცინა მხოლოდ სამედიცინო პერსონალზე და 75 წელს გადაცილებულ პირებზე იყო გათვლილი, მაგრამ მიმართვიანობის სიმცირის გამო ასაკმა ჯერ 65 წლამდე, შემდეგ კი 55 წალმდე დაიწია.


ვაქცინაციის პროცესი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის მაისიდან გახდა შესაძლებელი. სახელმწიფოს ჩინური სინოფარმის გამოყენება შეძენიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყო.


თითქმის ყოველთვის, რეგისტრაციის დაწყების მომენტში, სარეგისტრაციო საიტი Booking.moh.gov.ge მაღალი დატვირთულობის გამო გაითიშა. ანტივაქსერული განწყობების შემცირების შემდეგ მოთხოვნა მიწოდებაზე მაღალი აღმოჩნდა, ადგილების არქონის გამო ადამიანებს ასაცრელად თბილისიდან 200-300 კმ-ის მოშორებით რეგიონებში მოუწიათ ჩასვლა.



გაუმართავი მენეჯმენტის გამო, ასტრა-ზენეკათი აცრილი პირები მეორე დოზის მიღებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ და შეზღუდული რაოდენობის ვაქცინა მხოლოდ მათთვისაა ხელმისაწვდომი, რომლის აცრიდან 10 კვირაზე მეტი გავიდა.


3 ივლისს საქართველოში სინოფარმისა და სინოვაკის 500–500 ათასი დოზა ვაქცინა შემოვიდა, რაც ჯამში 0.5 მლნ ადამიანის ორჯერადი აცრისთვისაა განკუთვნილი.


ფაიზერისა და ასტრა-ზენეკას მსგავსად, სინოფარმიცა და სინოვაკიც ჯანმოს მიერაა ავტორიზებული. უნგრეთი, ავსტრია, ნიდერლანდები ორივე ვაქცინას აღიარებს და საზღრის კვეთის შემდეგ ორჯერადად აცრილ პირს კარანტინის გავლას აღარ სთხოვს. თუმცა, მათ საფრანგეთი და აშშ არ აღიარებს.


არც ერთ ვაქცინას 100%-იანი დაცვა არ გააჩნია. ვაქცინის მთავარი დანიშნულება გართულებების შემცირება და სიკვდილიანობის ნულთან მიახლოვებაა. ავტორიზებული ვაქცინა 1 დოზის შემდეგ სივდილის რისკს 80%-ით, 2 დოზის შემდეგ კი პრაქტიკულად 100%-ით ამცირებს. მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ ისრაელში გარდაცვლილთა საშუალო დღიური მაჩვენებელი 65-დან 1-მდე შემცირდა, ბრიტანეთში - 1200-დან 30-მდე.


საქართველოში სულ 317 ათასი აცრაა ჩატარებული. ორჯერადად აცრილ პირთა რაოდენობა კი 120 ათასს შეადგენს, რაც მოსახლეობის მხოლოდ და მხოლოდ 3.3%-ა. ეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ისრაელმა, ბრიტანეთმა და კანადამ უკვე 60%-იანი ზღვარი გადალახეს. მოსახლეობის ნახევარზე მეტი სრულადაა აცრილი ასევე: აშშ-ში, იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში.


რუსეთში ვაქცინის 1 დოზა მოსახლეობის 32%-ს აქვს მიღებული, 4-ჯერ მეტს, ვიდრე საქართველოში, რაც აბსოლუტურად არასაკმარისი აღმოჩნდა. რუსეთში 14 ივლისს კოვიდით 786 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. ვაქცინის 1 დოზა აზერბაიჯანში მოსახლეობის 40%-ს აქვს მიღებული, თურქეთში კი 70%-ს. საქართველოსა და სომხეთში კი 8%-ზე ნაკლებს.


საქართველოში კოვიდის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, გარდაცვალების პირველი ფაქტი – 4 აპრილს. 14 ივლისის მდგომარეობით, სულ ინფიცირებულია 381 336 ადამიანი, მათგან 5492 – 1.44% გარდაიცვალა, 361 327 – 94.75% კი გამოჯანმრთელდა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up