ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ანატილი ბიბილოვმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე „შეიწყალა“.
ბიბილოვის მიერ ხელმოწერილ „დოკუმენტში“ ნათქვამია, რომ „წინადმებარე განკარგულება ძალაში მისი ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე შედის“.
ზაზა გახელაძეს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2021 წლის 5 თებერვალს მიუსაჯა.