ჯანმო საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესუსტების მცდელობებს ხედავს

ჯანმო საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესუსტების მცდელობებს ხედავს

access_time2021-07-14 17:00:54

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს ოფისი საქართველოს ხელისუფლებას, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დაცვისკენ მოუწოდებს. „საქართველოში მოწმენი ვართ ინდუსტრიის გამუდმებული მცდელობებისა, შეასუსტონ თამბაქოს კონტროლი“, ამის შესახებ ჯანმოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

 

განცხადების თანახმად, ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს კანონმდებლობა საზოგადოებრივ ადგილებსა და ტრანსპორტში არსებული გამონაკლისების აღმოფხვრით, არომატიზირებული თამბაქოს პროდუქტების აკრძალვით, ინტერნეტით თამბაქოს რეკლამის აკრძალვის აღსრულების მექანიზმების გაძლიერებით, სხვა ღონისძიებების გატარებით, რომელსაც თამბაქოს ჩარჩო კონვენცია ითვალისწინებს.

 

იქვე მითითებულია, რომ არამწეველებსა და არასულწლოვნებში მოხმარების დაწყების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია როგორც გასახურებელ თამბაქოზე, ასევე ელექტრონულ სიგარეტებზე მკაცრი რეგულაციები, მაღალი გადასახადები.

 

"თამბაქოს მოხმარება სახელმწიფოების მდგრადი განვითარების ხელშემშლელია. ამიტომაც გაეროს მდგრადი განვითარების მიზანია, წევრ ქვეყნებში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სრული დანერგვა, რომლის შესრულებაზეც საქართველომ ვალდებულება აიღო და მსოფლიოში ერთ-ერთი, საუკეთესო, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი მიიღო.

 

კანონის დანერგვის შედეგად, 2020 წლის მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით, თამბაქოს მწეველთა რიცხვი 10%-ით შემცირდა, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარებამ კი 15%-ით იკლო.

 


საქართველოს ჯანდაცვის უმაღლესი უწყების მონაცემებით, 2018 წლიდან მეორადი კვამლის ზეგავლენის მკვეთრად შემცირებით თამბაქოსთან დაკავშირებული ზოგიერთი დაავადების, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ინსულტის ზოგიერთი ფორმის და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემთხვევები 10-31%-ით შემცირდა.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესაბამისად, თამბაქოს კონტროლის ქართული კანონმდებლობა, სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს თამბაქოს ახალი პროდუქტების, მათ შორის გასახურებელი თამბაქოს, როგორც თამბაქოს პროდუქტის რეგულირებას (სადა შეფუთვის და დიდი ზომის პიქტოგრამების ჩათვლით), თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის ყველა ფორმის აკრძალვას, ელექტრონული სიგარეტების რეგულირებას, რაც ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირებაში გადამწვეტ როლს თამაშობს. თუმცა, დადებითი ტენდენციების მიუხედავად, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები საქართველოში ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით კვლავაც მაღალია. თამბაქო ყოველწიურად 11 000-ზე მეტ მოქალაქეს კლავს და ქვეყნის მშპ-ს 2.4%-ის ტოლფას ზარალს იწვევს.

 

თამბაქოს ახალი პროდუქტი, გასახურებელი თამბაქო, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2 წლის წინ შემოვიდა, მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში პოპულარული ხდება. ახალი პროდუქტი თვალშისაცემია თანამედროვე დიზაინით, ფერებითა და აღწერილობით, ამიტომაც საშურია გასახურებელი თამბაქოს სადა შეფუთვა და სავალდებულო პიქტოგრამების დატანა. ამ რეგულაციის გადავადება უფრო გაზრდის აღნიშნული პროდუქტის პოპულარობას.

 

არამწეველებსა და არასულწლოვნებში მოხმარების დაწყების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია როგორც გასახურებელ თამბაქოზე, ასევე ელექტრონულ სიგარეტებზე მკაცრი რეგულაციები, მაღალი გადასახადები. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ გასახურებელი თამბაქო, ან ელექტრონული სიგარეტი არ არის მოწევაზე თავის დანებების ან შემცირებული რისკის საშუალება და საგულისხმოა თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა და ექსპერტთა შეშფოთება, „ფილიპ მორისის“ ფონდის „კვამლისაგან თავისუფალი მსოფლიო“ და სხვა „ფრონტ“ ჯგუფების მიერ უკანასკნელ პერიოდში გამძაფრებული მცდელობების გამო, შეცდომაში შეიყვანონ საქართველოს სამედიცინო საზოგადოება თამბაქოს ახალი პროდუქტების პოპულარიზაციით, წარმოაჩინონ ისინი „ზიანის შემცირების“ პროდუქტებად.

 

საქართველოში მოწმენი ვართ ინდუსტრიის გამუდმებული მცდელობებისა, შეასუსტონ თამბაქოს კონტროლი. ამჟამად ინდუსტრია ცდილობს შეასუსტოს კანონი, მისი გარკვეული დებულებების გაუქმების, ან ძალაში შეყვანის გადავადების მოთხოვნით.

 

ჯანმოს ქვეყნის ოფისი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლის შესაბამისად, გააძლიეროს საზოგადოებრივ ადგილებსა და ტრანსპორტში არსებული გამონაკლისების აღმოფხვრით, არომატიზირებული თამბაქოს პროდუქტების აკრძალვით, ინტერნეტით თამბაქოს რეკლამის აკრძალვის აღსრულების მექანიზმების გაძლიერებით, სხვა ღონისძიებების გატარებით, რომელსაც ითვალისწინებს თამბაქოს ჩარჩო კონვენცია. აღსანიშნავია ხალხის მაღალი მხარდაჭერა ტაქსებში მოწევის აკრძალვაზე ტაქსიში და კერძო ავტომობილებში, იმ შემთხვევაში თუ მასში არასრულწლოვნი იმყოფება.

 

ვაფასებთ საქართველოს პარლამენტის, მისი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელობის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა და ამ სფეროში მოქმედ, სხვა ძირითადი მხარეების მიზანდასახულობას და პასუხისმგებლიან პოზიციას თამბაქოს კონტროლის სფეროში და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. ვიმედოვნებთ, მტკიცე პოზიციით და ძლიერი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის სრულად დანერგვით, საქართველოს პარლამენტი დაიცავს მოსახლეობის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას", - ნათქვამია ჯანმოს საქართველოს ოფისის განცხადებაში.


"ბიზნესპარტნიორი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up