პოლიტიკური დაძაბულობაა – ლარი მყარდება. კურსის ვარდნის ძველი განმარტებები არ მუშაობს

პოლიტიკური დაძაბულობაა – ლარი მყარდება. კურსის ვარდნის ძველი განმარტებები არ მუშაობს

access_time2021-07-14 10:00:08

ლარი წლის დასაწყისის მაჩვენებელთან შედარებით, დოლართან მიმართებით 14 თეთრით გამყარდა. მართალია ივნისში ტურიზმი 362%-ით გაიზარდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მეოთხედზე ნაკლებია. თუ გასულ თვეს ექსპორტი მკვეთრად $81 მლნ-ით გაიზარდა, იმპორტის ზრდის მაჩვენებელმა $228 მლნ-ს მიაღწია. წინა წლებში ლარის ვარდნა ხშირად საპროტესტო აქციებს ბრალდებოდა, მაგრამ ვალუტის კურსზე უარყოფითად ვერც ბოლო 10 დღეში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა იმოქმედა, ლარი პანდემიური 2020–ის დანაკარგს ნელი ტემპით, მაგრამ მაინც სტაბილურად ინაზღაურებს.


ლარის გაუფასურება ხშირად გარე ფაქტორებისთვის დაუბრალებიათ. 2014-2015 წლებში ერთ-ერთ ასეთ მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომი სახელდებოდა. 2014 წელს ლარი დოლართან მიმართებაში 1.74-დან 1.86-მდე გაუფასურდა (1-ლი იანვრისა და 31 დეკემბრის კურსების მიხედვით), 2015 წელს კი 1.86-დან 2.40-მდე. რეგიონში მდგომარეობის დაძაბვა ნამდვილად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე, მაგრამ კურსთან მიმართებაში ყარაბაღის მეორე ომის დროს იგივე არ განმეორებულა. გასული წლის 27 სექტემბერს, როდესაც მეზობელ ქვეყნებს შორის აქტიური საომარი მოქმედებები განახლდა, ლარის კურსი 3.33 იყო, დღეს 20 თეთრით ნაკლებია.


უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე 1 წლით ადრე, 2013 წელს, ამ ქვეყანაში $193 მლნ-ის ექსპორტი გავიდა - მთელი ექსპორტის 6.6%. სომხეთის წილი მთლიან ექსპორტში კი 2019 წელს (ყარაბაღის ომამდე 1 წლით ადრე) 11.4%-ს შეადგენდა. 2 წლის წინ მოსხეთში საქართელომ ექსპორტზე $433 მლნ-ის პროდუქცია გაიტანა.


გასულ წლებში, განსაკუთრებით კი 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მუსირებდა აზრი, რომ ლარს საპროტესტო აქციები აუფასურებდა. მოსაზრება თავიდანვე მცდარი იყო. ლარი მანამდე არც 2007 წლის ნოემბრის აქციებს გააუუფასურებია, რომელიც მიტინგის დარბევით, ტელეკომპანია „იმედში“ შევარდნითა და პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა, არც 2009 წლის "საკნების ქალაქს" და არც 2011 წლის მაისის მიტინგებს, რომლის დარბევაც მსხვერპლით დასრულდა. მიტინგების მსვლელობისას 15 თეთრით ლარი მხოლოდ 2019 წელს გაუფასურდა. წელს კი 5 ივლისის შემდეგ, მცირედით - 1.5 თეთრით, მაგრამ მაინც გამყარდა.


2013-2020 წლებში ლარის გაუფასურება ხან საგარეო შოკებს ბრალდებოდა, ხან შიდა არეულობას, რამაც საბოლოო ჯამში დოლარის ფასის თითქმის გაორმაგება გამოიწვია (დღევანდელი მონაცემებით კურსი 2012 წლის კურსთან შედარებით 89%-ითაა გაუფასურებული). 2013 წლიდან დღემდე, 2017 წელი ერთადერთი გამონაკლისი იყო, როდესაც ლარი 31 დეკემბერს უფრო მყარი იყო, ვიდრე 1-ელ იანვარს. თუ დღევანდელი კურსი შენარჩუნდა, 2021 მეორე იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში რაიმე პროგნოზის გაკეთება არათუ ძნელი, შეუძლებელიცაა და ლატარიის შინაარსს იძენს.



სხვა თანაბარ პირობებში, რა თქმა უნდა საგარეო შოკებიც და შიდაპოლიტიკური მდგომარეობაც კურსზე გავლენას ახდენს, მაგრამ მათ გარდა კიდევ ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს. მთავარი კი მაინც ფულის მასაა, რომლიც მოცულობაც თავის მხრივ რამდენიმე მიზეზის გამო იცვლება. ეს მიზეზები შეიძლება იყოს: საგარეო ვაჭრობა, ინვესტიციები, ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, საზვარგერეთიდან მიღებული დახმარებები სესხისა და გრანტის სახით, ბიუჯეტის ხარჯვის თანმიმდევრობა და თავად M2 -  ფართო ფული. კურსზე გავლენას მოლოდინებიც ახდენს, შოკების დროს ხშირად ლარი „ზედმეტად“ გაუფასურებულა, რაც რამდენიმე დღეში ისევ დაკორექტირებულა.


ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბერს გაეშვა, რომელმაც დროებითი ფული კუპონი ჩაანაცვლა. კურსი მარტივად 6 ნულის ჩამოშორებით განისაზღვრა, რის შემდეგაც დოლარის ღირებულება 1.3 ლარი გახდა.


ეროვნულმა ვალუტამ ემისიიდან 3 წლის განმავლობაში კურსის შენარჩუნება მოახერხა. 1996 წლის იანვარში 1.23-მდეც კი გამყარდა, თუმცა 1998 წლის შემოდგომაზე აზიის კრიზისი საქართველოს თავს რუსეთის გავლით დაატყდა. 19 ნოემბრიდან 10 დეკემბერმდე ლარი 49%-ით 1.44-დან 2.15-მდე გაუფასურდა. პანიკის გადავლის შემდეგ წონასწორობის ახალი წერტილი უკვე 1.80-ით განისაზღვრა. ხანგრძლივად ვერც მისი შენარჩუნება მოხერხდა.


ლარმა მკვეთრი გამყარება, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2004 წლიდან დაიწყო. მარტში 3–წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩამოსცდა 2.00-იან ნიშნულს, 2008 წლის ივლისში კი, ომამდე 2 კვირით ადრე, XXI საუკუნის ახალი რეკორდი – 1.3960 დაფიქსირდა. თუ არ ჩავთვლით 2010 წელს, როდესაც კურსმა 1.88-ს გადააჭრბა, 2008-2012 წლებში ლარი სტაბილურობას ინარჩუნებდა.


ეროვნული ვალუტის გაუფასურება 2013 წლიდანვე დაიწყო, 2015 წლის იანვარში, 11–წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, კურსმა 2.00-იან ნიშნულს გადააჭარბა, 2016 წლის იანვარში კი 2.46-იანი კურსით გაუფასურების იმდროინდელი რეკორდი მოხსნა.


გასული წლის 26 თებერვალს, იმ დღეს, როდესაც საქართველოში კოვიდის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, დოლარი 2.79 ღირდა, 11 მარტს, პანდემიის გამოცხადების დღეს - 2.85. ოფიციალურად აბსოლუტური რეკორდი 27 მარტს მოიხსნა. იმ დღეს სებმა კურსი 3.4842-ით განსაზღვრა.


2021 წელი 3.27-იანი კურსით დაიწყო და 1-ელ აპრილს დოლარი უკვე 3.45 ღირდა. სამთვიანი უწყვეტი ვარდნა აპრილში შეჩერდა. მაისიდან კი გამყარება დაიწყო. ბოლო 3 თვეში ლარი 9%-ით, წლის დასაწყისთან შედარებით კი 4%-ითაა გამყარებული.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up