ტურიზმის კვლევის ცენტრი სექტორზე 5 ივლისის მოვლენების ასახვას შემოდგომაზე ელის

ტურიზმის კვლევის ცენტრი სექტორზე 5 ივლისის მოვლენების ასახვას შემოდგომაზე ელის

access_time2021-07-14 14:00:08

5 ივლისის შემდეგ ქვეყნაში განვითარებული მოვლენები და საპროტესტო ტალღა უკვე აისახა ტურისტულ სექტორზე. ტურიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე გიორგაძე აცხადებს, რომ არსებული სიტუაცია ტურისტების შემოდინებაზე ნეგატიურ გავლენას უფრო მეტად გრძელვადიან პერსპექტივაში მოახდენს.

 

„ჩემ მაგალითზე და მხოლოდ ჩემს ირგვლივ, 20-მდე ტურის ჯავშანია უკვე გაუქმებული და ეს იმ ფონზე, როცა ისედაც არ გვყავდა ტურისტები. თუმცა, ყველაზე ცუდი მაინც სხვა რამაა და ამ აქცენტს რატომღაც ჯერ არავინ სვამს - ეს მოვლენები ტურიზმს დაარტყამს გრძელვადიან პერსპექტივაში. ახლა, ახალი ჯავშნების არმიღება უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე არსებულის გაუქმება.

 

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქვეყნების ნაწილი ტურისტებისთვის ჯერ ისევ დახურულია და ამიტომ, ვინც უკვე ჩამოსულია ან ვინც უახლოეს მომავალში გეგმავს, შეიძლება, რომ არც გადადოს სტუმრობა, თუმცა მოგეხსენებათ, დასვენებას სხვა ქვეყანაში ადამიანები რამდენიმე თვით ადრე ვგეგმავთ. ასე რომ ის, რაც ახლა ხდება, შემოდგომის ნაკადებზე აისახება.


 

რამდენიმე საერთაშორისო ტურისტულ გვერდზე უკვე შემხვდა მიმები, სადაც თუ სამოგზაუროდ საქართველოს აირჩევ, გადახაზულია - საყურე, ფერადი თმა, მოკლე კაბა და ა.შ. მთავარია, ახლა ეს თუნდაც იუმორისტულად არ აგვიგორდეს და ირანად არ აღგვიქვან. ამისთვის სახელმწიფოს დიდი მუშაობა მართებს საინფორმაციო კამპანიის კუთხით. როცა ქვეყნას ირჩევ სამოგზაუროდ, მნიშვნელოვნია ფიზიკური და ჯანდაცვის კუთხით დაცულობის გრძნობა. რაც სამწუხაროდ, დღეს ქვეყნაში არ არის“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგაძემ.

 

მისივე თქმით, ბოლო 10 დღის გარდა, უსერიოზულესი გამოწვევაა კოვიდ ინფიცირების მზარდი რიცხვი: „მეთორმეტე ვართ დადებითობის მაჩვენებლით და ყველაზე მეტად, ეს გვხევს უკან“, - აცხადებს გიორგაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up