ვებგვერდი Booking.moh.gov.ge ფაიზერზე რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში გაითიშა. საიტი თავიდანვე შეფერხებით მუშაობდა. 15:30 სთ-ისთვის კი ვებგვერდი სრულიად დაიბლოკა.
რეგისტრაციის პროცესში შეფერხება პირველი შემთხვევა არ არის. გასული 2.5 თვის განმავლობაში, ყოველთვის, როდესაც ვაქცინის ახალი დოზის შემოსვლის შემდეგ რეგისტრაცია იწყებოდა, სისტემა მწყობრიდან გამოდიოდა. პრობლემის მიზეზად ხან გადატვირთულობა და ხან ჰაკერული შეტევა სახელდებოდა.
პრობლემის შესახებ რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმღვანელმა ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა. მისი თქმით IT სამსახურის ძალისხმევის შედეგად პორტალი აღარ გაითიშებოდა. მოლოდინი მცდარი აღმოჩნდა.
15:45 სთ-ისთვის ვებგვერდი იხსნება, თუმცა რეგისტრაციის დასრულება მაინც ვერ ხერხდება.