ქართული Sunwine - „ქართული ღვინის წარმოება მისი ისტორიიდან გამომდინარე დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება“

ქართული Sunwine - „ქართული ღვინის წარმოება მისი ისტორიიდან გამომდინარე დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება“

access_time2018-01-12 14:39:45

ღვინის მწარმოებელი კომპანია Sunwine ბაზარზე წელიწადნახევრის წინ გამოჩნდა და ის უმაღლესი ხარისხის ღვინოს უძველესი მეთოდებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს. მისი დამფუძნებელი ახალგაზრდა მეღვინე, 24 წლის ზურა მზექალაშვილია.

 

ღვინის ქარხანა ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარეობს. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა ელენე სხირტლაძემ განუცხადა, Sunwine-მა რამდენიმე სახის განვითარების ეტაპი გაიარა და ღვინის ბაზარზე ამჟამად თავს წარმატებულად იმკვიდრებს.

 

ქართული ღვინის წარმოება მისი ისტორიიდან გამომდინარე დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება. ღვინის სამშობლოდ აღიარებულ  ქვეყანაში ნაწარმოები ერთი ბოთლი ღვინო თავის თავში მისი დამზადების უნიკალურ ტრადიციებსა და მაღალ ხარისხს უნდა აერთიანებდეს. კომპანია  Sunwine-ის  დაარსების ერთ-ერთი მთავარი იდეა სწორედ ეს იყო.

 

Sunwine ყოველწლიურად 1000 ტონა ღვინოს აწარმოებს. ადგილობრივის გარდა,  კომპანია მუდმივად გასაღების ახალი ბაზრების ძიებაშია.


 

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ინდივიდუალური ეტიკეტის წითელი ღვინო 25 ლარი  ღირს, ხოლო თეთრი 20 ლარი. თიხის ჩამოსხმაში წითელი ღვინის ფასი კი 17 ლარია.

 

Sunwine ამ ეტაპზე 10 სახეობის ღვინოს აწარმოებს. მათ შორის: მუკუზანი, ქინძმარაული, ალაზნის ველი (თეთრი და შავი), რქაწითელი (ევროპული და კახური ტექნოლოგიებით), ნიკო, საფერავი როზე და წინანდალი.

 

ინოვაციური იდეები პროდუქციის ეტიკეტირებაშიც თავს იჩენს. Sunwine-ის გუნდმა ეტიკეტირების კრეატიული მეთოდი შეიმუშავა. ეტიკეტზე სასურველი ტექსტისა და დიზაინის დატანა შემკვეთის სურვილის შესაბამისად ხდება. ამიტომ, ორიგინალური სასაჩუქრე კომპლექტების შემუშავების მსურველები ხშირად არჩევანს Sunwine-ის შეთავაზებებზე აკეთებენ.

კომპანია შეკვეთების შესაბამისად სპეციალური ეტიკეტებით ღვინის ლიმიტირებულ რაოდენობას ასხამს. 



(R)



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები