Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე მორიგ პოსტებს აქვეყნებს.
„მზად ხართ საქართველოში კულინარიული ტური მოიწყოთ? წელს Madrid Fusión სტუმარ ქვეყანას, საქართველოს და მის სამზარეულოს შეისწავლის. საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით“.
Madrid Fusión-ის მეორე Facebook პოსტი მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანს ნუნუკას ეძღვნება.
Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს, საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.
Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი და რესტორანი ნუნუკა წარადგენენ.