„ნესტლეს“ შვილობილი კომპანია perrier-ს დაევალა 2 მილიონი ბოთლი წყლის განადგურება მას შემდეგ, რაც „ფეკალური წარმოშობის“ ბაქტერია აღმოაჩინეს მის ერთ-ერთ ჭაში, სამხრეთ საფრანგეთში (გარდი). ამის შესახებ ინფორმაციას euronews.com-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დარღვევა დაკავშირებულია ქარიშხალ „მონიკასთან“, რომელიც საფრანგეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთით, მარტის შუა რიცხვებში დაატყდა თავს.

Nestlé-ს ცნობით, ამ დროისთვის, განადგურებულია ბოთლის რამდენიმე პარტია.