ბანკების აქტივები მარტში 1 მილიარდით 81 მლრდ ლარამდე გაიზარდა. პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15- საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

სებ-ის სტატისტიკურ ანგარიშგებაში, ბაზარზე ახლად შესული ციფრული ბანკებიდან, პეისერასთან ერთად უკვე მონაწილეობს „პეივიც", 5.6 მლნ ლარამდე აქტივით. სისტემაში ჯერ არ არის „ჰეში". თუმცა სამივე, სატესტო რეჟიმში ყოფნის სტატუსს ინარჩუნებს.

Q1/2024- ის მდგომარეობით, საბანკო სექტორის კაპიტალი 12.1 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15 პროცენტია.

წყარო: bp.ge