2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 2.95 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.3%-ით ნაკლებია. ამავე პერიოდში ქვეყანაში შემოტანილი ავტომობილების რაოდენობა 13%-ით, 202 031-დან 175 820 ერთეულამდე შემცირდა.

იმპორტის კლების ტენდენციას აჩვენებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები.

საანგარიშო პერიოდში ავტომობილების იმპორტის ღირებულებითა და რაოდენობით უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანა კვლავ აშშ იყო. იანვარ-ოქტომბერში ამერიკიდან საქართველოში 133 035 ავტომობილი შემოვიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 1.666 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ასევე მოხვდნენ:

  • იაპონია – 18 415 ავტომობილი, 445.158 მლნ აშშ დოლარი;
  • ჩინეთი – 8 229 ავტომობილი, 82.738 მლნ აშშ დოლარი;
  • გერმანია – 4 161 ავტომობილი, 356.670 მლნ აშშ დოლარი;
  • კორეის რესპუბლიკა – 3 575 ავტომობილი, 54.515 მლნ აშშ დოლარი.

კლება დაფიქსირდა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის შემთხვევაშიც. 2026 წლის პირველ ათ თვეში ქვეყნიდან 69 925 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რომელთა საერთო ღირებულება 1.721 მლრდ აშშ დოლარი იყო. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში რეექსპორტირებული იყო 92 716 ავტომობილი, 2.287 მლრდ აშშ დოლარის ღირებულებით.

შესაბამისად, რეექსპორტის მოცულობა რაოდენობრივად 24.5%-ით, ხოლო ღირებულებით 24.7%-ით შემცირდა.

რეექსპორტის ძირითად მიმართულებებს შორის პირველ ადგილზე ყირგიზეთი იყო, სადაც 18 511 ავტომობილი, 697.046 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით გავიდა. მეორე პოზიციას ყაზახეთი იკავებდა 22 347 ავტომობილით, რომელთა ღირებულებამ 357.350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების ხუთეულში ასევე შედიოდნენ:

  • ირანი – 7 384 ავტომობილი, 129.891 მლნ აშშ დოლარი;
  • ტაჯიკეთი – 5 120 ავტომობილი, 93.567 მლნ აშშ დოლარი;
  • აზერბაიჯანი – 4 888 ავტომობილი, 175.358 მლნ აშშ დოლარი.