Ballroom-ი - ქართული გართობის ახლებური კონცეფცია თბილისის ცენტრში

Ballroom-ი - ქართული გართობის ახლებური კონცეფცია თბილისის ცენტრში

access_time2018-01-12 18:30:20

Ballroom-ი 100%-ით ქართული ბრენდია, რომელიც 30 ნოემბერს „გალერია თბილისის“ გახსნასთან ერთად სრული დატვირთვით მუშაობს. სივრცე სამი სახის გასართობ სერვისს  - კინოთეატრს, ბოულინგ ცენტრს და ლაუნჯ-ბარს აერთიანებს.

 

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას Ballroom-ის გენერალური მენეჯერი გიორგი მურჯიკნელი აცხადებს, აღნიშნულ სერვისებზე ჯავშნების მიღება დილის საათებიდან იწყება და საღამომდე სრული დატვირთვით ვმუშაობთ.

 

 

-თქვენი სახით ბაზარზე სრულიად განსხვავებული კონცეფციის მქონე გასართობი სივრცე გამოჩნდა. მას შემდგომ, რაც „გალერია თბილისი“ გაიხსნა Ballroom-ის მიმართ ინტერესი დიდია. უამბეთ „კომერსანტის“ მკითხველებს ახალი ბრენდის შესახებ...

 

-Ballroom 100%-ით ქართული ბრენდია და ის „რუსთაველი ჰოლდინგის“ იგივე „კავეა გალერიას“ ერთ-ერთი ახალი მიმართულებაა. ჩვენ „გალერია თბილისის“ მეხუთე სართული სრულად გვაქვს ათვისებული. მსგავსი პროექტი ჩვენი კომპანიისთვის პირველია, რადგან ის ძირითადად კინოთეატრის მიმართულებით ვითარდებოდა. რა თქმა უნდა, მსოფლიო მასშტაბით ბევრი მსგავსი კომბინირებული გასართობი სივრცე არსებობს, თუმცა რაც შეეხება ბოულინგ ცენტრს, ეს იდეა ჩვენ გვეკუთვნის და საქართველოში ის პირველია.


Ballroom-ში განთავსებულია ბოულინგ დარბაზი, ლაუნჯ-ბარი და კინოთეატრი „კავეა სინემა“. ეს ყველაფერი კი აქ მოსულ სტუმარს სრულ კომპფორტს უქმნის.  

  

- რამდენ ადამიანს იტევს „გალერია თბილისის“ მეხუთე სართულზე განთავსებული კომბინირებული სივრცე? ასევე როგორი საფასო პოლიტიკა აქვს ბრენდს?

 

-Ballroom-ში სულ 75 ადამიანი ეტევა. 27-დან 30-მდე ბოულინგის დარბაზში, ხოლო  ლაუნჯ-ბარში 45 ადამიანი განთავსდება. რაც შეეხება კინოთეატრს, „კავეა სინემა“ სულ 600 სტუმარს იტევს და სულ 6 დარბაზია. ჩვენი სივრცე თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ბოულინგის დარბაზში სულ შვიდი ბილიკია და თითოეულ მათგანზე ოთხი ადამიანი თამაშობს.


ჩვენთან სხვა ბრენდებთან შედარებით საფასო პოლიტიკა შედარებით მაღალია, რადგან ძირითადი აქცენტი ხარისხზე გვაქვს გაკეთებული, შესაბამისად, ფასი ხარისხს განსაზღვრავს.


 

-როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქართველ მომხმარებელს სრულიად ახალ გასართობ სერვისს სთავაზობთ. რა ძირითადი ნიშა აქვს Ballroom-ს? ასევე რატომ შეარჩიეთ კონკრეტულად ეს სახელწოდება?

 

-ჩვენი ძირითადი ნიშა არის სწორედ ის, რომ მომხმარებელს სტანდარტულ, კონკრეტულ სერვისს არ ვთავაზობთ. ჩვენთან მოსულ სტუმარს გართობის თვალსაზრისით კომბინირებული მომსახურება ექნება. გასართობი ცენტრი ორიენტირებულია ოჯახებსა და მეგობრებზე.


რაც შეეხება სახელწოდებას, არ გვსურდა, რომ Ballroom-ს მხოლოდ ტიპიური გასართობი სივრცის სახე ჰქონოდა, ამიტომ ყველაფერს სადღესასწაულო ფორმა მივეცით და ეს აქ მოსვლისთანავე იგრძნობა. სახელწოდებაც სწორედ სივრცის კონცეფციიდან გამომდინარეობს.

 

სახელწოდება Ballroom-ი იმიტომ შევარჩიეთ, რომ  ჩვენთან გარდა ბოულინგის დარბაზისა და კინოთეატრისა, ლაუნჯ-ბარში შეგიძლიათ დააგემოვნოთ, როგორც ამერიკული, ისე მექსიკური სამზარეულო. ასევე გადაიხადოთ დაბადების დღეები და დაგეგმოთ სხვადასხვა სახის ღონისძიება.  


 

 

-როგორც ზემოთ აღვნიშნეთ „გალერია თბილისის“ ბოლო სართულზე განლაგებულმა სივრცემ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში. ამ ეტაპზე Ballroom-ზე მოთხოვნა რამდენად დიდია და რით უწევთ ის კონკურენციას სხვა უკვე არსებულ ბოულინგის დარბაზებს?

 

-ჩვენთან ჯავშნების მიღება დილის საათებიდან იწყება და საღამომდე სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ამ ეტაპისთვის ჩვენი ცნობადობა უკვე საკმაოდ მაღალია.


რაც შეეხება კონკურენციას ვთვლი, რომ ბოულინგის მიმართულებით ხარისხის თვალსაზრისით უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ. სწორედ უმაღლესი პრემიუმ სტანდარტი და სასიამოვნო დიზაინი განსხაზღვრავს ხარისხს.

 

 


-საკმაოდ ამბიციური წამოწყებაა და ვფიქრობ, სამომავლოდაც გააგრძელებთ გეგმების განხორციელებას. როგორია Ballroom-ის სამომავლო გეგმები?

 

-გაზაფხულის დასაწყისში Ballroom-ის ტერასაც გაიხსნება და ის 70-80 ადამიანს დაიტევს. კომპანია ზრდაზე და განვითარებაზეა ორიენტირებული. გაფართოვება მომდევნო ექვს თვეში იგეგმება.


ჩვენი ქსელები იქნება დიდ ქალაქებში, განსაკუთრებულ ყურადღებას კი სამთო-საზღვაო კურორტებს დავუთმობთ.


ავტორი: ლიკა გურაბანიძე



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები