გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში DoubleTree by Hilton ბრენდის სასტუმროს გაიხსნა იგეგმება. ვეჯინში ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე, 12 ჰა მიწის ფართობზე, სასტუმროსთან ერთად 67 ვილა აშენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ჯამში 50 მლნ ლარია.

გურჯაანში პროექტი სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ხელშეწყობით შენდება და თანადაფინანსების მოცულობა 6 მლნ ლარს შეადგენს. სასტუმრო პროექტის მმართველი კომპანია GVG + -ია, რომელიც არსებულ ტერიტორიას წლებია ფლობს.

ტერიტორიაზე DoubleTree by Hilton-ის ბრენდის 100-ოთახიანი სასტუმროს განთავსება იგეგმება. პროექტი სპა-ცენტრის მოწყობასაც მოიცავს, რაც ღია და დახურული აუზის, მშრალი და სველი საუნების, ასევე სამასაჟე სივრცის განტავსებას გულისხმობს, სასტუმროში იქნება ასევე რესტორანი და საკონფერენციო სივრცეები. სასტუმრო არქიტექტურულ პროექტი კომპანია Studio 9-ს ეკუთვნის.

პროექტის გეგმის მიხედვით, სასტუმროს გახსნა 2025 წლის შემოდგომის სეზონისთვის იგეგმება, ხოლო ვილების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე რამდენიმე მათგანის მშენებლობა და სასტუმროს გახსნის დღისათვის დასრულებაა დაგეგმილი.

ვეჯინში სასტუმრო და ვილების ₾50 მილიონიანი პროექტის განმახორციელებელი კომპანია GVG+ 2012 წელს დაფუძნდა და მის 100%-იან წილს კომპანია „მაემანის“ მართავს. თავის მხრივ მშობელი კომპანიის წილებს  გიორგი გელაშვილი (35%) და დავით ქარსელაძე (75%) ფლობენ. „მაემანის“ დირექტორი კი გიორგი გელაშვილია.