საფრანგეთში თავშესაფრის მთხოვნელ ქართველთა რაოდენობა 64%-ით გაიზარდა

საფრანგეთში თავშესაფრის მთხოვნელ ქართველთა რაოდენობა 64%-ით გაიზარდა

access_time2018-04-11 14:24:06

2017 წელს საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს 1542-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მოითხოვა, რაც წინა წელთან შედარებით 64%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2016 წლის მონაცემებით, საფრანგეთში თავშესაფარი 940-მა ქართველმა ითხოვა. ამის შესახებ 1tv წერს.


ყოველწლიურ ანგარიშს საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის ოფისი ავრცელებს.


დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, მკვეთრად გაზარდა( 224-დან 559-მდე) საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მიღების მიზნით მშობლებთან ერთად ჩასული არასრულწლოვნების რაოდენობა.



საფრანგეთის ლტოლვილებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვის ოფისის თანახმად, თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან საფრანგეთში ჩასვლის მიზეზად ოპოზიციის დევნას, ეთნიკურ პრობლემებს, რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებებს, სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევას და ოჯახურ ძალადობას ასახელებენ.


საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ხუთეულში ალბანეთი, ავღანეთი, ჰაიტი, სუდანი და გვინეა არიან.


წყარო : imedinews.ge

 




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები