2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან აზერბაიჯანში 48.457 მილიონი დოლარის ღირებულების 2601 ავტომობილი ექსპორტირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღინიშნა, რომ აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომობილების ღირებულება 2024 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით 51.226 მლნ აშშ დოლარით ანუ 51,3%-ით შემცირდა, რაოდენობა კი 4747 ერთეულით, ანუ 64.6%-ით.

2023 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში საქართველოდან აზერბაიჯანში 99,683 მილიონი დოლარის ღირებულების 7348 ავტომობილი ექსპორტირდა.