ლევან დავითაშვილმა და ზურაბ ალავიძემ სამეგრელოში გაფართოებული შეხვედრა გამართეს

ლევან დავითაშვილმა და ზურაბ ალავიძემ სამეგრელოში გაფართოებული შეხვედრა გამართეს

access_time2018-03-19 19:12:08

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ზუგდიდში 4 რეგიონის - სამეგრელო, გურია, იმერეთი და აჭარის ა/რ - მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. ამის შესახებ კომერსანტს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

 


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ლევან დავითაშვილმა იმ ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც მავნებელთან ბრძოლის კუთხით ხორციელდება, ესენია: საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგი, შეწამვლითი ღონისძიებები და სამეცნიერო საქმიანობა.

 


„ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გასატარებლად ახალი ტექნიკა შევიძინეთ. წელს 150 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა გვაქვს მობილიზებული. საველე ღონისძიებებს ჩავატარებთ მონიტორინგის შესაბამისად. აქ ძალიან მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რას აკეთებს სახელმწიფო და რას აკეთებს მოსახლეობა, იმიტომ, რომ ეს კითხვა ხშირად ისმის. სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიებს ჩვენ დავამუშავებთ; რაც შეეხება უკვე უშუალოდ მოსახლეობას, აქ ჩვენ შევდივართ სპეციალური ტექნიკით; თერმონისლით ვამუშავებთ ორღობეებს, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების მიმდებარე ტერიტორიებს და ისეთ ნაკვეთებს, სადაც შეგვიძლია პოპულაცია მაქსიმალურად შევამციროთ. თუ მოსახლეობა მობილიზებული იქნება და საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებს მიხედავენ, ჩვენ, ფაქტობრივად, შევძლებთ მოსავლის დაცვას. ჩვენ მოგვიწევს მავნებელთან რამდენიმეწლიანი ბრძოლა, თუმცა მისი პოპულაციის კონტროლი მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ რეგიონში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა იქნება მაქსიმალურად კოორდინირებული და თანმიმდევრული, რაშიც აქტიურად იქნებიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობები.

 

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები