ორშაბათს, 29 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ე.წ რუსული კანონის განხილვას განაახლებს. როგორც პარლამენტის ვებგვერდზეა ნათქვამი, კომიტეტის სხდომა 9 საათზე დაიწყება და აღნიშნული კანონპროექტი მესამე საკითხადაა დაგეგმილი

კომიტეტზე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  II მოსმენა გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათსვე არის დაგეგმილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მასშტაბური შეკრება რუსთაველის გამზირზე. მმართველმა პარტიას სურს იმის ჩვენება, რომ მათ მიერ ბოლო პერიოდში დაინიციირებულ ცვლილებებს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ამასთან, რუსთაველის გამზირზე უკვე რამდენიმე კვირაა კანონის მოწინააღმდეგეთა პერმანენტული აქციები მიმდინარეობს.