Heineken, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ლუდსახარშის კონცერნი, გეგმავს 62 პაბის გახსნას, რომლებიც ბოლო წლებში დიდ ბრიტანეთში დაიხურა, წერს Financial Times.

Heineken, რომელიც ფლობს დაახლოებით 2,400 პაბს დიდ ბრიტანეთში Star Pubs and Bars განყოფილების მეშვეობით, აღადგენს დაწესებულებების მთლიან რაოდენობას კოროვირუსამდელ დონეზე.

წელს კომპანია აპირებს დაახლოებით 40 მილიონი ფუნტის (50,3 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტირებას 94 დაწესებულების მოდერნიზებაში, ძირითადად გარეუბნებში, სადაც ბრიტანელები მუშაობენ სახლიდან. თანხები მოხმარდება სამზარეულოს სივრცისა და მიმდებარე ტერიტორიების გაფართოებას, რადგან პანდემიის შემდეგ გარე ტერასები უფრო მოთხოვნადი გახდა.

ბრიტანული ლუდისა და პაბის ასოციაციის (BBPA) მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში პაბების საერთო რაოდენობა დაახლოებით 45,300-ია, მაგრამ მათგან 530 გასულ წელს დაიხურა. ეს არის ზრდა 2020 და 2021 წლიდან, როდესაც პაბებმა მიიღეს მთავრობის მხარდაჭერა.