„საქართველოს აქვს შანსი ბლოკჩეინ - ტექნოლოგიებში მსოფლიოში ლიდერი გახდეს“ - კონგრესი ჩიკაგოში

access_time2018-02-13 10:00:22

„საჯარო სექტორის მიმართულებით, ელექტრონული მმართველობა იმდენად კარგად არის განვითარებული, რომ ბაზისი ნამდვილად შექნილია, რათა საქართველო გახდეს ლიდერი ბლოკჩეინ ტექნოლოგიების (ბიტკოინების ტექნოლოგია) კუთხით. მთავარია იყოს პოლიტიკური ნება და მთავრობის მხრიდან შესაბამისი ჩართულობა“,- ასე შეაფასა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივები „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა“ სალომე სოსელიასთან ერთად. მისი თქმით, საქართველო  რეიტინგებში ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში მაინინგის კუთხით, ანუ კრიპტოვალუტების გამომუშავებით. ამიტომ, ქვეყანას აღნიშნული მიმართულებით განვითარების დიდი შანსები აქვს.

„ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ მომავალში საქართველოშიც ჩავატაროთ ბლოკჩეინ კონგრესი, რომელსაც ახლა ჩიკაგოში ვატარებთ. რაც შეეხება საქართველოს, უფროდაუფრო მეტი ადამიანი ერთვება აღნიშნულ საქმიანობაში, ამიტომ ჩვენს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა ბლოკჩეინ რუკაზე გახდეს ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. აქვე აღვნიშნავ, რომ დღეს მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ინტენსიური ფრენებისა და კომუნიკაციების საკითხი სხვადასხვა ქვეყანასთან და თუ მსგავსი მასშტაბური კონგრესის ჩატარება გვსურს, ეს დაბრკოლება უნდა აღმოიფრქვას“,-განმარტავს ვაშაძე.

რაც შეეხება ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს, როგორც გიორგი ვაშაძემ პირდაპირ ეთერში აღნიშნა,   „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ ორგანიზებით საკმაოდ მასტშაბური კონგრესი იმართება ჩიკაგოში და მას მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული არაერთი კომპანია ესწრება. მისივე თქმით, კონგრესს გარდა ქართველი ექსპერტებისა, სხვა ქვეყნების სახელისუფლებო წარმომადგენლებიც ესწრებიან.

„საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა, რადგამ ზოგადად ბლოკჩეინ ტექნოლოგიებია აქტუალური დღეს. მოგესხენებათ, აღნიშნული საქმიანობა მთელს მსოფლიოში სწრაფად ვითარდება და მნიშვნელოვანია ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა სახელმწიფოსთან, რათა უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ეს საქმე ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე, მთავარია კონგრესი გახდეს თვითმმართველი მექანიზმი ტექნოლოგიების განვითარების საერთაშორისო ასპარესზე“,-აღნიშნავს ვაშაძე.


როგორც გიორგი ვაშაძემ, გადაცემაში „კომერსანტის თემა“ აღნიშნა, მომავალი ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისაა, სადაც არამხოლოდ კრიპტოვალუტები, არამედ სრულიად ახალი თაობის კომპანიები იგულისხმება. სწორედ ამიტომ, ამ კუთხით მუშაობა და მათ შორის საქართველოს აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„დღეს მომავალი სწორედ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებშია. ის დაახლოებით ისეთივე რევოლუციას მოახდენს, როგორც თავის დროზე ინტერნეტმა შეძლო. ამიტომ აუცილებლია  აღნიშნულ საქმიანობაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, რასაც ჩვენი ფონდი ხელს შეუწყობს“-აღნიშნავს ვაშაძე. 

 

 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები