2023 წელს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დონორი ორგანიზაციების სახსრებით 187 მლნ ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლებიც დაფინანსებული იყო სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და დონორების სახსრებით.

2023 წელს DEP (შესყიდვები დონორი ორგანიზაციების სახსრებით)ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების გადანაწილება დონორების მიხედვით:

მსოფლიო ბანკი - 121 მლნ ლარის 28 ტენდერი;

ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი - 52.3 მლნ ლარის 3 ტენდერი;

აზიის განვითარების ბანკი - 13.4 მლნ ლარის 2 ტენდერი;

სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია - 193.5 ათასი ლარის 1 ტენდერი.

შემსყიდველი ორგანიზაციების მიხედვით კი, თანხები ასე გადანაწილდა:

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი - 158.8 მლნ ლარის 22 ტენდერი;

ოუფენ ნეტი - 13.2 მლნ ლარის 2 ტენდერი;

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 10.6 მლნ ლარს 1 ტენდერი;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო - 1.4 მლნ ლარის 1 ტენდერი;

სსიპ აწარმოე საქართველოში - 1.2 მლნ ლარის 3 ტენდერი;

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - 679.7 ათასი ლარის 1 ტენდერი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 338.1 ათასი ლარის 3 ტენდერი;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 320.8 ათასი ლარის 1 ტენდერი.

2023 წელს, გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ჯამური თანხა 6.2%-ით, ₾10.5 მლრდ-მდე შემცირდა.

წყარო: gbc.ge