Microsoft-მა Brookfield-თან ყველაზე დიდი კორპორაციული ხელშეკრულება გააფორმა მწვანე ენერგიის სფეროში.

Financial Times-ის ცნობით, IT გიგანტი $10 მლრდ-ს ინვესტირებას ახორციელებს განახლებადი ენერგიის პროექტებში, რომელთაც Brookfield Asset Management-თან და Brookfield Renewable Partners-თან ერთად განახორციელებს.

ხელშეკრულება ითვალისწინებს ქარისა და მზის დიდი ელექტროსადგურების მშენებლობას 2026 წლიდან 2030 წლამდე, რომელთა საერთო სიმძლავრით 10,5 გვტ-მდე იქნება. ეს დაახლოებით 8-ჯერ აღემატება მანამდე არსებულ უდიდესი სიმძლავრის ელექტროსადგურის პროექტს, რომელიც Rio Tinto-მ ავსტრალიურ მზის ენერგიის ოპერატორთან დადო.

Brookfield გეგმავს არსებული სიმძლავრის გაფართოებას 33 გიგავატით და ამაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს Microsoft-თან პარტნიორობა. Microsoft-მა განაცხადა, რომ აპირებს გამოიყენოს თავისი გავლენა და სახსრები ელექტროენერგიის ყველა მომხმარებლისთვის გრძელვადიანი დადებითი ზემოქმედების შესაქმნელად.

გარდა ამისა, Microsoft ახლა ფლობს მონაცემთა ცენტრებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 5 გიგავატზე მეტია და გეგმავს კიდევ 1 გიგავატის დამატებას მომდევნო 6 თვეში და 1,5 გიგავატით 2025 წლის პირველ ნახევარში. კომპანია განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციული მყიდველია და ასევე გეგმავს ახლო მომავალში 5 გვტ AI ინფრასტრუქტურის განთავსებას OpenAI-სთან ერთად.