ევროკავშირის ელჩებმა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფას მწვანე შუქი აუნთეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

„დღეს, ევროკავშირის ელჩებმა ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში საქართველოსთვის არალეტალური დახმარების სახით 30 მილიონი ევროს გამოყოფას მწვანე შუქი აუნთეს - ევროკავშირის ბიუჯეტს გარეთ არსებული ინსტრუმენტიდან, რომელიც წევრი სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად გამოიყენება“, - წერს რიკარდ იოზვიაკი X-ზე.