„პროცესის განახლება იმ დღესვე შეიძლებოდა“ - სამდღიანი პაუზის შემდეგ „ბადაგონის“ ორივე ქარხანა ამუშავდა

access_time2018-02-12 15:25:55

კომპანია „ბადაგონმა“ წარმოების პროცესი განაახლა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს. საუბარია, ზემო ხოდაშენსა და მანავში მდებარე ქარხნებზე, რომლებმაც მუშაობა 9 თებერვალს, კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის შემდეგ შეაჩერეს.

 

„ერთ დღეში ქარხნების 100 პროცენტით სამუშაო რეჟიმში გადასვლა არ ხდება. პროცესი დაწყებულია, დღის ბოლომდე ან მაქსიმუმ ხვალ დილამდე ქარხნები 100 პროცენტით განაახლებენ მუშაობას“, - აცხადებენ „ბადაგონში“.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ცალსახად მნიშვნელოვანია ის, რომ ბიზნეს საქმიანობისთვის შეიქმნას ნორმალური პირობები და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებამ სამუშაო პროცესი არ შეაფერხოს.


 

„ჩვენ გვქონდა საუბარი „ბადაგონის“ ხელმძღვანელობასთან. იმ დღეს, როცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა კომპანიაში, მუშაობა ზუსტად 8 საათით შეფერხდა. ამის შემდეგ პროცესის განახლება შეიძლებოდა, თუმცა როგორც დამფუძნებელმა გვითხრა, რამდენიმე დღე იყო საჭირო პროგრამის განახლებისთვის. ჩვენთვის, ცალსახად მნიშვნელოვანია რომ ბიზესს საქმიანობისთვის ნორმალური პირობები შეექმნას და ადმინიტრაციული ორგანოს ქმედებამ არ შეაფერხოს სამუშაო პროცესი“, - ირაკლი ლექვინაძე.

 

კომერსანტი



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები