„უზარმაზარი ჯაჭვური რეაქციისა და ენერგიის მქონე საკითხს ვიწყებთ, რომელიც მთელ ქვეყანაზე გავრცელდება“

access_time2018-02-07 11:29:49

უზარმაზარი ჯაჭვური რეაქციისა და ენერგიის მქონე საკითხს ვიწყებთ, რომელიც მთელ ქვეყანაზე აუცილებლად გავრცელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.



პრემიერ-მინისტრი კორეაში დაგეგმილ ოლიმპიადას გამოეხმაურა და 4 ქართველ სპორტსმენს - სამთხო-სათხილამურო სპორტში ნინო წიკლაურს, იასონ აბრამაშვილს, საციგაო სპორტში - გიორგი სოღონიანსა და ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილს წარმატებები უსურვა. 



„საერთოდ ოლიმპიური მოძრაობა არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების კუთხით და ჩვენ რა თქმა უნდა, ამას განსაკუთრებულად შევუწყობთ ხელს. მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენ გახლდით შვეიცარიაში, ლოზანაში, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ბახს შევხვდით და განვიხილეთ საქართველოში სამომავლოდ ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივა. მარტის დასაწყისში ბატონი პრეზიდენტი აგზავნის საქართველოში დელეგაციას, რომელიც არსებულ ვითარებას შეისწავლის და ჩვენ დავდებთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელებთ. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, 2030 წლის პერსპექტივისთვის ჩვენ უნდა ავიღოთ ის ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური გეგმა, რომ ქვეყანა მოემზადოს ასეთი მასშტაბური ტიპის საერთაშორისო ღონისძიებისთვის. მე კარგად მესმის, რომ ეს არის მთელი ქვეყნის ჩართულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა გთხოვოთ, ჩვენი მთავრობის წევრებს და ყველა იმ ინსტიტუციას, ვისაც ეს შეეხება საქართველოში, რომ მაქსიმალურად რეალისტურად შევხედოთ ამ ყველაფერს. ეს არის ძალიან კონკრეტული, ამბიციური გეგმა, მაგრამ ჩვენ თუ არ ავწიეთ ეს თამასა, ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მოკლე პერიოდში სწრაფ განვითარებას ამ მიმართულებით. რატომ არის მნიშვნელოვანი, მე არ მგონია, რომ ეს ვინმესთვის იყოს ასახსნელი. მარტო იმის გამოცხადება, რომ საქართველოში ოლიმპიადა შესაძლოა ჩატარდეს, არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ აბსოლუტურად რეალისტურია.



ეს საქართველოსთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბევრი კუთხით, კერძოდ, ეს არის ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 70%-ის, რომელიც მთიანი რეგიონებია, მთლიანად ჩართვა ამ პროცესში, ეს არის უამრავი ადამიანის დასაქმება, განსაკუთარებით მთიან რეგიონებში და ეს არის ტურიზმი და თითოეული ახალი ტურისტი არის დამატებითი შემოსავალი საქართველოს ოჯახებში და ეს არის ტურიზმთან მომიჯნავე დარგების განვითარება, როგორიცაა ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, სამომხმარებლო მიმართულება, კომუნიკაციები და ა.შ. უზარმაზარი ჯაჭვური რეაქციისა და ენერგიის მქონე საკითხს ვიწყებთ, რომელიც მთელ ქვეყანაზე აუცილებლად გავრცელდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.






„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები