„დროა, უარი ვთქვათ შავი, დაბურული ჯიპებით სიარულზე“

access_time2018-02-02 16:06:13

„დროა, საქართველოში დავასრულოთ შავი ჯიპების ეპოქა იმიტომ, რომ ყველას აღიზიანებს, მათ შორის, მეც“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დროა შეიცვალოს, როგორც მთავრობის ავტოპარკში არსებული მანქანების ფერი - შავი, ისე თავად ავტომანქანები გახდეს ეკოლოგიურად სუფთა.

 


„მინდა გამოვეხმაურო იაპონიის მთავრობის მიერ გაწეულ დახმარებას მთავრობისადმი. ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 96-ვე მანქანა გადაგვეცა საპატრულო პოლიციისთვის, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. საუბარია ჰიბრიდულ და ელექტრო მანქანებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ იაპონიის მთავრობისგან და კორპორაციამიცუბიშისგან საჩუქრად მიიღო. ეს არის მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი და ჩვენ გვინდოდა, რომ საპატრულო პოლიცია ყოფილიყო პიონერი და ამ მიმართულებით პირველი საპილოტე პროექტი გავახორციელეთ იაპონიის მთავრობის ჩართულობით. მინდა ასევე მოგმართოთ და მივმართო მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომ მე მგონია, დროა, საქართველოში დავასრულოთ შავი ჯიპების ეპოქა იმიტომ, რომ ყველას აღიზიანებს, მათ შორის, არ დაგიმალავთ და მეც. ეს არის რაღაც გარკვეულად დამკვიდრებული პრაქტიკა. ვფიქრობ, როდესაც საუბარი იქნება პარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი ვთქვათ. ვფიქრობ, რომ დროა, გადავიდეთ პირველ რიგში, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ჩავანაცვლოთ პირველ რიგში, მინისტრების დონზე, მაგრამ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთლიანად ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხებათ ეს, მათ შორის, ძალოვან უწყებებსაც. არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი ჯიპით უნდა იაროს თუნდაც სამართალდამცველმა. ამიტომ ეს დაიწყება მინისტრებისგან, მაგრამ თანადათან ყველგან გავრცლდება. ამას ჩვენ ერთბაშად ვერ გავაკეთებთ, ამას დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ მინისტრებმა დავიწყოთ და შემდეგ მოგვბაძავენ სხვებიც. მე მქონდა დაცვის სპეციალურ სამსახურის ხელმძღვანელთან საუბარი, რომ დელეგაციების დახვედრისას, თუ ამას ეტიკეტი მოითხოვს, ამ შემთხვევაში შეიძლება გამონაკლისი დავუშვათ, სხვა არც ერთი შემთხვევა არ იქნება ჩემთვის მისაღები. მგონია, რომ შავი მანქანების ეპოქა უნდა დავასრულოთ. საერთაშორისო ორგანიზაციები თეთრი მანქანებით მოძრაობენ. არ მგონია, რომ უსაფრთხოების კუთხით კომპრომისს უკავშირდებოდეს სხვა ფერის მანქანით მოძრაობა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს საპილოტე ნაბიჯი, რომელიც შსს-ში განვახორციელეთ და ეს დიდი საჩუქარი იყო იაპონიის მთავრობისგან, თანდათან მთელ მთავრობაში მივიღოთ იგივე სტანდარტი და უარი ვთქვათ შავი, დაბურული ჯიპებით სიარულზე, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ შავ ჯიპებთან დაკავშირებით, ეს არ არის პრემიერის პირველი განცხადება. 2016 წლის 20 თებერვალს, პრემიერმა მთავრობის წევრებთან ერთად სამეგრელო და სვანეთი მიკროავტობუსით მოიარა. სწორედ მაშინ თქვა კვირიკაშვილმა, რომ შავი ჯიპებითა და ესკორტებით სიარულის პრაქტიკა დასრულდა.

 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები