ექსკლუზიური ინტერვიუ - „ანდროპოვის ყურები“ ირონიული მინიშნებაა

ექსკლუზიური ინტერვიუ - „ანდროპოვის ყურები“ ირონიული მინიშნებაა

access_time2018-01-10 16:00:09

ვარდების მოედანზე მრავალფუნქციური „რესპუბლიკის“ შენობა 13 იანვარს ოფიციალურად მიიღებს სტუმრებს. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გახსნამდე შენობის მიმართ საზოგადოების საკმაოდ დიდი ინტერესი გაჩნდა. განსაკუთრებული ყურადღება კი სამსართულიანი რესპუბლიკის შენობაში ბოლო სართულზე განთავსებულმა თევზისა და ზღვის პროდუქტების რესტორანმა „ანდროპოვის ყურებმა“ მიიქცია.


რესტორნისა და მრავალფუნქციური შენობის შესახებ „კომერსანტი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს  „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების პროექტების ხელმძღვანელთან გიორგი მარრთან.




-როგორ გაჩნდა რესტორნისანდროპოვის ყურებისშექმნის იდეა და რა იყო ამ ბიზნესში თავდაპირველად ჩადებული საწყისი კაპიტალი?

 

-„რესპუბლიკის“ შენობა თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც მრავალფუნქციური კულტურული და გასართობი ცენტრი.  მთლიანად „რესპუბლიკაში“ განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს 10 მილიონ ამერიკულ დოლარს. გაჩნდა იდეა, რომ აქ გახსნილიყო სრულიად გამორჩეული კონცეპტუალური რესტორანი.  ეს არის პირველი რესტორანი საქართველოში, რომელიც სტუმრებს ატლანტიკის ოკეანის თევზეულის სრულ არჩევანს სთავაზობს.  ევროპული რესტორანი, განსაკუთრებული მენიუთი, დახვეწილი ინტერიერით და ქალაქზე ლამაზი ხედებით, ნამდვილად ამშვენებს შენობას.

 

-სახელწოდებამანდროპოვის ყურებიდადებითი და უარყოფითი შეფასებები მიიღო. რესტორნის გახსნამდე საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი სწორედ სახელწოდებამ გამოიწვია. ა მიზეზით შეირჩა სახელწოდება ანდროპოვის ყურები?

 

- „ანდროპოვის ყურები“ დღეს ირონიული მინიშნებაა იმაზე, თუ როგორ ჩაანაცვლა საბჭოთა სიმბოლიკა თანამედროვე დიზაინმა, უახლესი ტენდენციების სინთეზმა ისტორიული ადგილი.


რაც შეეხება თავად რესტორანს, მის ინტერიერზე ცნობილმა ფრანგულმა   კომპანიამ   Gilles   &   Bossier-იმ იმუშავა. ეს ბრენდი მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებისა   და   სასტუმროების დიზაინს ქმნის. მისი  დიზაინერი პატრიკ   ჟილი   არაერთხელ   ესტუმრა   თბილისს.   მისივე  თქმით   -   რესტორნის კონცეფციის შექმნის  ინსპირაცია თბილისის ისტორიული ადგილები და ძველი უბნები გახდა.  თანამედროვე დროსა და გარემოზე ისტორიული მნიშვნელობის მორგების გამო იქნა არჩეული რესტორნის სახელწოდებაც.


რასაკვირველია, ამ სახელწოდებაში არის გარკვეული სარკაზმი. როგორც იცით, 2005 წლამდე აქ ბეტონის არკადებიანი ტრიბუნები იდგა, რომელიც კომუნისტური აღლუმებისთვის გამოიყენებოდა.  ცნობილია,  რომ არქიტექტორს,   ბატონ  ოთარ კალანდარიშვილის  ეს   მონუმენტი   სხვაგვარად   ჰქონდა   ჩაფიქრებული,   თუმცა საბოლოო  სახით  მისი  იდეის  განხორციელება  ვერ  მოხერხდა.  ხალხმა  კი  მას „ანდროპოვის ყურები“ შეარქვა. ნაწილობრივ, მისი ფორმების გამო, მაგრამ უფრო მეტად იმდროინდელ  პოლიტიკურ   მდგომარეობაზე  მინიშნების  მიზნით. 


რესპუბლიკის ახალ შენობაში, რომელიც საბჭოთა დროის სიმბოლოს ნაცვლად აშენდა, შეიქმნა თანამედროვე   მოთხოვნებზე   გათვლილი   მრავალფუნქციური სივრცე  უახლესი  ტექნოლოგიების და დიზაინის გამოყენებით.  „ნოა სტუდიოს“ დიდი დამსახურებაა, რომ შენობა ასე ჰარმონიულად შეუერთდა მოედნის არქიტექტურულ ლანდშაფტს. აღსანიშნავია თამარ კვესიტაძის ნამუშევარი დიდი პანო, რომელიც შენობის შესასვლელშივე განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. „რესპუბლიკა“ არის ქართველი და ევროპელი დიზაინერების ერთობლივი შემოქმედების წარმატებული ნიმუში.

 


 


-დეტალურად რომ გვითხრათ, რას და როგორი ფორმით სთავაზობთ თქვენ მომხმარებელს? ასევე გვიამბეთ სამზარეულოს შესახებ, რადგან როგორც ვიცი ის საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება...

 

-როგორც უკვე აღვნიშნე, „რესპუბლიკა“ მრავალფუნქციური სივრცეა. სამსართულიანი შენობა თავისუფლად  იძლევა იმის საშუალებას, რომ აქ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართოს: კონფერენციები, პრეზენტაციები, კონცერტები, გამოფენები, ვახშამი იქნება ეს თუ წვეულება. 


პირველ სართულზე მდებარეობს შოურუმი, სადაც სრულად არის წარმოდგენილი „წინანდლის მამულებში“ წარმოებული ღვინო და ჭაჭა. ბოლო სართულზე კი განთავსებულლია თევზისა და ზღვის პროდუქტების რესტორანი „ანდროპოვის ყურები“,  რომელიც 13 იანვრიდან უმასპინძლებს სტუმრებს. აქ იქნება ევროპული ლობსტერები, კიბორჩხალები, წითელი კრევეტები, მოლუსკები თუ ზღვის სხვა პროდუქტები.


ამასთან, რესტორანში მზადდება საუკეთესო საქონლის ხორცის კერძები, ისევე, როგორც კერძები ვეგეტარიანელებისთვის. ამდენად, „ანდროპოვის ყურებში“ ნებისმიერი გემოვნების ადამიანებზე მორგებული დელიკატესური კერძები გვაქვს. რესტორნის განკარგულებაშია ბარი და ტერასა თბილისის არაჩვეულებრივი ხედებით, რომლითაც საუკეთესო კლასიკური კოქტეილებითა და ქართული ღვინით ხელში შეგიძლიათ დატკბეთ. თუმცა, მთავარი, რაც აქ მოგიყვანთ, რა თქმა უნდა განსაკუთრებული მენიუა, რომელსაც ევროპელი მზარეულები, თევზის ევროპელი სპეციალისტები, Mipan Mazzucelli-ს ხელმძღვანელობით გვთავაზობენ.

 

-ბაზარზე საკმაოდ ამბიციური გეგმებით შემოდიხართ, ქვეყანა მსგავსი მრავალფუნქციური სივრცეების და რესტორნების სიმრავლით განებივრებული არ არის, თუმცა გარკვეულწილად კონკურენტები მაინც გყავთ.  როგორ გაუწევთ სხვებს კონკურენციას?

 

-ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაღალი კლასის სერვისი, გამორჩეული მენიუ და განსაკუთრებული ატმოსფერო ნამდვილად მოიზიდავს მომხმარებელს. რესტორანი და მთელი შენობა რეზიდორ ჯგუფის მართვაშია. ისევე, როგორც სასტუმრო „რადისონ ბლუ“. რამდენიმე წელია უკვე სასტუმროს რესტორნები და ბარები - „ფილინი“, „უმამი“.

 

„სერფეისი“, „ოქსიჯინი“, „ივერია კაფე“ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ჯგუფს ნამდვილად აქვს სათანადო გამოცდილება, რომ ჩვენი ახალი რესტორანი ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერად, თბილისელებისთვის და თბილისის სტუმრებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად აქციოს.

 

 -როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა და ძირითადად რა სეგმენტზეა გათვლილი?

 

-რესტორნისთვის კვირაში ორჯერ ახალი ზღვის პროდუქტი და  თევზეული ჰოლანდიიდან გაუყინავად იმპორტირდება. ეს ნამდვილად გამონაკლისია ქართულ ბაზარზე და სწორედ ეს ქმნის მაღალი ხარისხის  გარანტიას.  შესაბამისად, ფასებიც საშუალოზე მაღალი იქნება. ჩვენი ძირითადი სეგმენტი ზღვის პროდუქტების  ისეთი მოყვარულები იქნებიან, ვინც ხარისხს აფასებს.

 

 

-ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დღეს ბაზარზე არაპროფესიონალი კადრები გვყავს. ეს ყველა სფეროს ეხება. თქვენ შემთხვევაში სარესტორნო სეგმენტს განვიხილავთ. ზოგადად, რას იტყვით ამ მიმართულებით არსებულ პრობლემაზე?

 

-ჩვენი მხრიდან არ იქნება კორექტული სხვა რესტორნების/კარდების განხილვა.  ჩვენ ძალიან ვაფასებთ პროფესიონალ კადრებს, ვხარჯავთ დიდ რესურს მათ მოსაძიებლად, გასავითარებლად, ტრეინინგებისთვის. მაგალითად, „ანდროპოვის ყურების“ მზარეულებს ტრეინინგები სპეციალურად მოწვეულმა მსოფლიოში განთქმულმა შეფებმა ჩაუტარეს.

  

-რა არის ყველაზე დიდი ხელშემშლელი ფაქტორი ქვეყანაში სარესტორნო ბიზნესში?

 

-ყველა ამგვარი ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა და ეკონომიკური აღმასვლა. რაც უფრო წარმატებული და განვითარებული იქნება ჩვენი ქვეყანა, მით უფრო წარმატებული იქნება ჩვენი ბიზნესი და პირიქით, წარმატებული ბიზნესები ქვეყნის განვითარების ხელშეწყობაა, იქმნება სამუშაო ადგილები, ქვეყნის ხაზინაში იზრდება გადასახადები.


ჩვენ არ გაგვიჩერებია მუშაობა ყველაზე რთულ პერიოდში, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის და 2008 წლის ომის შემდეგ. ზუსტად მაშინ დავასრულეთ სასტუმრო რადისონი თბილისში, შემდეგ კი ბათუმში, რომელიც წარმატებული  ბიზნესის მაგალითია, ამიტომ გვჯერა, რომ ახლაც და მომავალშიც მოვახერხებთ წარმატებული ბიზნესები შევმატოთ ქვეყანას. 


 

 

-საუბრის ბოლოს, რას მეტყვით სამომავლო გეგმებზე და 13 იანვარს სივრცის ოფიციალურად გახსნის შესახებ? ასევე გვიამბეთ, როგორი გეგმები აქვს სილქ როუდ ჯგუფ?

 

-13 იანვარს „რესპუბლიკა“ სრული დატვირთვით ამუშავდება. იფუნქციონირებს როგორც რესტორანი  ასევე ყველა სივრცე. მომავალში არაერთი საინტერესო კონცერტი თუ საღამოა დაგეგმილი და გვჯერა, რომ ეს ახალი შენობა გართობის ცენტრად  გადაიქცევა. შენობაში მოეწყობა ელექტრომობილების შოუ-რუმი და ქართული რესტორანი „წინანდალი“.

 

„რესპუბლიკა“ ვარდების მოედნის განვითარების იმ მთლიანი კონცეფციის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც 2007 წლიდან „სილქ როუდ ჯგუფი“ ახორციელებს. 2007 წლიდან დღემდე სილქ როუდ ჯგუფს ადგილზე ჩადებული აქვს 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია. დამატებით ვარდების მოედნის განვითარებაში 100 მილიონი დოლარი ჩაიდება.

 

2018 წლიდან მიმდებარე ტერიტორიაზე ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ტელეგრაფის მშენებლობა დაიწყება,რომელიც  დაკავშირებული იქნება “ რედისონთან“ ხიდებითა და გასართობი კომპლექსით. ამის შემდეგ იგეგმება მიწისქვეშა კომპლექსის განვითარებაც, სადაც მოეწყობა პარკინგი მთლიანი მოედნისთვის. მოედანი კი გადაიქცევა რეკრეაციულ სივრცედ, სადაც ქალაქის სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებს. შეიქმება სრულიადუნიკალური სივრცე, რომელიც ნამდვილად აკლია და დაამშვენებს ჩვენს ქალაქს.


ავტორი: ლიკა გურაბანიძე



პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან გამოჩნდება - შემდეგ ეტაპად ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან  გამოჩნდება - შემდეგ  ეტაპად  ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება
person access_time2018-04-20 16:30:00
  როგორც კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა ახალი ელექტროავტობუსი დედაქალაქს სავარაუდოდ იმ კვირიდან მომესახურება.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას. „ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია...

16 ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი

16  ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი
person access_time2018-04-20 20:00:00
ბევრს გვსმენია კომპანიებზე, რომლებსაც ეძახიან „მარტორქას“ - ანუ, კომპანიებს რომელთა კაპიტალიზაიციამ უჩვეულოდ სწრაფად მიაღწია 1 მლრდ. დოლარს.   ყველაზე მეტია ასეთი „მარტორქა“ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, და მათ ამისთვის უწევთ მომხმარებლისთვის რაღაცა უჩვეულოს და ახლის მიწოდება.   უკვე დღეს ექსპერტები ასახელებენ 2018 წლის ყველაზე სწრაფად ზრდად  16...

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“
person access_time2018-04-20 14:14:00
„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“ - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.   როგორც გვარჯალაძე აღნიშნავს, ღამის ეკონომიკა დღის განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობებს მოწყვეტილი არ იქნება. როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს,...

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“
person access_time2018-04-20 19:00:03
თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ — ეს იმ კვლევის შედეგია, რომელიც ACT-იმ  (ეისითი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი)  განახორციელა. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება / მოხდა სამსახურის მოძიება...


მსგავსი სიახლეები