2017 წლის მესამე კვარტალში „ვითიბი ბანკსა“ და „ბაზისბანკში“ დეპოზიტების მოცულობა 10-34%-ით გაიზარდა

access_time2018-01-08 15:00:54

კომერციული ბანკების სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, გარდა 2 მსხვილი ბანკისა, დეპოზიტების მოცულობა გაზრდილია საშუალო ზომის ბანკებშიც. 2017 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით „ვითიბი ბანკის და „ბაზისბანკის დეპოზიტების მაჩვენებელმა 10-34%-ით მოიმატა.


კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის მესამე კვარტალში „ვითიბი ბანკის წმინდა მოგება გასული პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 3 %-ით შემცირდა, 16,200,794 -დან 15,759,720 ლარამდე, რაც ძირითადად განპირობებული იყო საპროცენტო ხარჯების ზრდით, როგორც მოთხოვნამდე დეპოზიტებზე, ასევე ნასესხებ სახსრებზე. მცირედით გაუმჯობესებულია ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით (299,757 ლარის ოდენობით). მთლიანი მოგება სავალუტო კურსის გადაფასებიდან გაზრდილია 5,165,339 ლარიდან 7,561,577 ლარამდე, მაგრამ ამასთანავე ბანკს შეუმცირდა როგორც წმინდა საპროცენტო, ასევე წმინდა არასაპროცენტო შემოსავალი.



ამასთან, „ვითიბი ბანკში“ დაახლოებით 16%-ით 1,310,477,373 ლარიდან 1,525,262,527 ლარამდე გაიზარდა მთლიანი აქტივების ოდენობა, რაც ძირითადად განპირობებული იყო სასესხო პორტფელის გაფართოებით, ძირითადი საშუალებების ზრდით, ასევე სხვა ბანკებში არსებული ფულადი სახსრებისა და დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების ზრდით; ბანკმა გაზარდა დეპოზიტები 10%-ით 882,681,705 ლარიდან 966,567,647 ლარამდე და მთლიანი სააქციო კაპიტალი 12%-ით; (წინა პერიოდში არსებული 146,754,982 -დან კაპიტალი გაიზარდა 164,482,662 ლარამდე- აღსანიშნავია, რომ მოხდა ჩვეულებრივი აქციების ზრდა, ასევე გაუმჯობესდა აქტივების გადაფასების რეზერვი, მაგრამ გაუნაწილებელი მოგება უარყოფითია და შეადგენს-47,614,018 ლარს ).


პრუდენციული თვალსაზრისით „ვითიბი ბანკს“ გაეზარდა ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 8.08%-დან 9.87 % (მოთხოვნის შესაბამისად ამ მაჩვენებლის მინიმალური ზღვარი 7.0%-ია), პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი გაიზარდა 8.84%-დან 10.7%-მდე (მოთხოვნის შესაბამისად მინიმალური ზღვარი არის 8.5%), ხოლო საზედამხედველო კაპიტალი კი გაიზარდა 10.89%-დან 12.89%-მდე. (აქ მინიმალური მოთხოვნა 10.5%-ს შეადგენს)



რაც შეეხება „ბაზისბანკს“, 2017 წლის მესამე კვარტალში შემცირდა ბანკის წმინდა მოგება გასული პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 8 %-ით, 18,589,079 -დან 17,186,009 ლარამდე, რაც ძირითადად განპირობებული იყო საპროცენტო ხარჯების ზრდით ნასესხებ სახსრებზე. ბანკში მკვეთრად გაზრდილია ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით (3,204,254 ლარის ოდენობით). მთლიანი მოგება სავალუტო კურსის გადაფასებიდან შემცირებულია 2,653,534 ლარიდან 2,301,246 ლარამდე, ამასთანავე ბანკს შეუმცირდა წმინდა არასაპროცენტო შემოსავალიც.


ამასთან, „ბაზის ბანკში“ დაახლოებით 50%-ით 806,041,556 ლარიდან 1,205,898,263 ლარამდე გაიზარდა მთლიანი აქტივების ოდენობა, რაც ძირითადად განპირობებული იყო სასესხო პორტფელის მკვეთრი გაფართოებით, ძირითადი საშუალებების ზრდით, ფულადი სახსრებისა და თითქმის ყველა საბალანსო პუნქტის ზრდით. ბანკმა გაზარდა დეპოზიტები 34%-ით 524,099,648 ლარიდან 704,832,452 ლარამდე და მთლიანი სააქციო კაპიტალი 50%-ით; (წინა პერიოდში არსებული 806,041,556 -დან კაპიტალი გაიზარდა 1,205,898,263 ლარამდე- აღსანიშნავია, მცირედით გაიზარდა ბანკის ჩვეულებრივი აქციები და საემისიო კაპიტალი, ძირითადად კი ზრდის რესურსი მოდიოდა საერთო რეზერვების ხარჯზე).


პრუდენციული თვალსაზრისით ბანკს შეუმცირდა ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 18.12%-დან 15.32 % (მოთხოვნის შესაბამისად ამ მაჩვენებლის მინიმალური ზღვარი 7.0%-ია), პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი შემცირდა 18.12%-დან 15.32%-მდე (მოთხოვნის შესაბამისად მინიმალური ზღვარი არის 8.5%), ასევე საზედამხედველო კაპიტალიც შემცირდა 19%-დან 16.19%-მდე. (აქ მინიმალური მოთხოვნა 10.5%-ს შეადგენს).



„კომერსანტი“



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები