Bloomberg-მა საქართველო „აუცილებლად მოსანახულებელი ქვეყნების“ სიაში შეიყვანა (ფოტო)

access_time2018-01-04 20:00:17

Bloomberg-მა იმ 22 ქვეყნის სია გამოაქვეყნა, რომელთა მონახულებას ურჩევს მოგზაურობის მოყვარულებს 2018 წელს წელს. Bloomberg-ის ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა. გამოცემა წერს, რომ ახალი ქალაქების მონახულება ყოველთვის ღირს, თუმცა როცა ასეთი ადგილების ჩამონათვალი ძალიან დიდია, შეიძლება რომელიმე გამოგრჩეთ. „იმის ცოდნა, თუ როგორ მოვხვდეთ სასურველ ადგილას შესაფერის დროს, კარგ შვებულებას დიდებულ შვებულებად აქცევს“, - აღნიშნავს გამოცემა.


„მე-5 საუკუნეში დაარსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი და ასევე ყველაზე დიდი ქალაქი თბილისი, დაახლოებით 30-ჯერ გაანადგურეს და აღადგინეს. არ არის გასაკვირი, რომ მისი მოუდრეკელი სულისა და შემოქმედებითი ენერგიის გამო ეს ქალაქი ხშირად ბერლინთან შედარებას იმსახურებს, ახლა კი nightlife ქალაქის სტატუსითაც არის ცნობილი. სპარსული იმპერიისა და საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ ყოფნის გამო ქვეყნის კულტურას განმასხვავებელი შტრიხები დაეტყო, რაც კარგად ჩანს ვეგეტარიანელებისთვის მისაღებ სამზარეულოში. ამის მაგალითია ყველით გამოტენილი ხაჭაპურის არსებობა“. - წერს გამოცემა.


Bloomberg-ი მოგზაურებს ურჩევს საქართველოს გაზაფხულზე (აპრილიდან ადრეულ ივნისამდე) ან მოსავლის აღების სეზონზე - სექტემბერსა და ოქტომბერში ესტუმრონ, როცა ადგილობრივი კერძების სიუხვე შეინიშნება. „ერთ-ერთი ასეთია „ფხალი“, გატარებული ბოსტნეულისგან დამზადებული და ნიგვზით შეზავებული კერძი“,- აღნიშნავს გამოცემა და აქვე დასძენს, რომ საქართველოში ძალიან ცხელია ივლისისა და აგვისტოს თვეები, ხოლო ზამთრის გრძელი სეზონი ნოემბრიდან მარტამდე არასასურველად ცივი და ნესტიანია.


2018 წელს აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების ნუსხაში ასევე მოხვდა ბრაზილიის სალვადორი, პატაგონია ჩილეში, სენტ-კიტსი (კუნძული კარიბის ზღვაში), ბორნეო, იორდანია, შოტლანდიის ნავსადგური დანდი, კამბოჯა, აბუ დაბი, ნამიბია, სინგაპური, სლოვენია, ლოს ანჯელესი, ფლორენცია, ფიჯი, სამხრეთ კორეა, ვაშინგტონი, ლოს კაბოსი (მექსიკა), ახალი ორლეანი, სამხრეთ ტანზანია, კოპენჰაგენი და ტუნისი.

















bpn.ge



კონკურენციის სააგენტომ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი დაუშვებლად ცნო

person access_time2018-01-24 11:12:43
კონკურენციის სააგენტომ შპს „სიტროენ ჯორჯიას საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო და „სიტროენ ჯორჯიას საჩივარი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით, დაუშვებლად ცნო.   აღნიშნულთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი უცვლელად გთავაზობთ.   „2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება...

დავოსში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ალტერნატივა მოიფიქრეს

person access_time2018-01-24 10:50:50
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში გაიხსნა, ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული შეფასების სისტემაზე ილაპარაკეს. მას მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) უფრო თანამედროვე ანალოგს უწოდებენ. მშპ მთავარი ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ქვეყნის პოზიცია მსოფლიოში. მას ინკლუზიური განვითარების (Inclusive Development Index) ინდექსი (ან რეიტინგი) უწოდეს. ფორუმის ჩანაფიქრით, მისი მიზანი საზოგადოების ინფორმირება და მდგრადი და ინკლუზიური...

გიორგი კვირიკაშვილი - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა“

person access_time2018-01-23 21:10:07
კორუფცია არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე გამოწვევა სხვა გამოწვევებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ პანელზე გამოსვლისას განაცხადა.     პრემიერის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა.     „საუბარია ეკონომიკის ღიაობაზე, როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო სავაჭრო ბარიერების...

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია დიდი პრობლემაა, რასაც კონსტრუქციული, პრინციპული მიდგომით უნდა გავუმკლავდეთ

person access_time2018-01-23 19:10:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნდა მოიძებნოს რუსეთთან ისეთი ზონები და არეალი, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების პოზიტიური განხილვების დაწყების საფუძველი, ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დავოსის მსოფლიო...

კორუფციულ გარიგებებში დადანაშაულებულ კომპანიას გზების დეპარტამენტმა ნახევარმილიარდიანი კონტრაქტები გაუფორმა

person access_time2018-01-24 09:50:24
კომპანია, რომელიც თაღლითურ გარიგებებშია მხილებული და „შავ სიაშია შეყვანილი, მის ერთ-ერთ პროექტს კი, „Transparency International-მა „კორუფციის მონუმენტი უწოდა, საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მსხვილი მშენებელია.   საქართველოში ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს, 2010 წლიდან, რამდენიმე დიდი ტენდერი აქვს მოგებული და ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც ააშენა. ის ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზას და ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს....


მსგავსი სიახლეები