ტექნოპარკმა აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს უმასპინძლა

access_time2017-12-19 16:27:28

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტთა ჯგუფი ესტუმრა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ უმასპინძლა.

 

როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, 10 წარმატებული ახალგაზრდა მსოფლიოს რვა ქვეყნიდან, მათ შორის - აშშ-დან, ავსტრიიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან, საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლსა და გეოპოლიტიკურ პოტენციალს ეცნობა.

 

,,ჩვენთვის დიდი პატივია ტექნოპარკში სტუმრობა. განსაკუთრებით საინტერესოა მთავრობის ინიციატივები მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით. საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონია, ბაზარი პატარაა და სწორედ ამიტომ, როდესაც იწყებთ ახალი პროექტის განხორციელებას, უნდა იფიქროთ გლობალურად. ნამდვილად დასაფასებელი და აღსანიშნავია თქვენი წარმატებული მაგალითები. იმედი მაქვს, თბილისის ტექნოპარკი გააგრძელებს აღებულ გეზს და ამ სივრცეში ბევრი ახალი სტარტაპი დაიბადება, ახალგაზრდების მოზიდვითა და მათი ნათელი იდეების განსახორციელებლად. იმედი მაქვს, კიდევ ბევრ წარმატებულ ისტორიას შექმნით და საქართველო გახდება ცენტრი, რომელიც მოიზიდავს ახალგაზრდებს მთელი რეგიონის მასშტაბით" - აღნიშნა შეხვედრაზე ASIA LEADERSHIP-ის პრეზიდენტმა სამუელ ჰუნგსო კიმმა.

 


ახალგაზრდა ლიდერები, ძირითადად, ჰარვარდის კენედის სკოლიდან, სტენფორდის უნივერსიტეტიდან და ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლიდან არიან. სტუმრებს შორის იყო ქართველი სტუდენტიც რომელიც ამჟამად ტაფტის უნივერსიტეტში სწავლობს. გიორგი ზვიადაძემ შეხვედრის მონაწილეებს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნის ისტორია გააცნო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ესაუბრა.

 

ტექნოპარკში საინფორმაციო ტურის შემდეგ სტუდენტები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიმდინარე პროექტებს გაეცნენ და დეტალური ინფორმაცია მიიღეს ფაბლაბის შესახებ.

 

 

 



EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში CASINO JEWEL იხსნება

person access_time2018-01-22 13:30:23
სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL შემოდის. ამ ეტაპზე სასტუმროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ კაზინო ხვალ, 23 იანვარს გაიხსნება. როგორც ირკვევა, კაზინოს ეს ბრენდი საძიებო სისტემა Google-სა და Wikipedia-ში არ იძებნება. არსებობს მხოლოდ FB გვერდი, რომელიც სულ რამდენიმე თვის შექმნილია. შეგახსენებთ, „კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისში სასტუმრო Biltmore...

კახა კალაძე: „თბილისის გენგეგმის შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან“

person access_time2018-01-22 12:20:54
თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანზიაციები და ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რომელმაც თბილისის სწორი და გრძლევადიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს. მოგეხსენებათ, კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45 დღიანი ვადა ითხოვა, რაზეც მერიამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების...

ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

person access_time2018-01-22 12:00:01
თბილისში, ძველ იპოდრომთან,  ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება.   თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა  გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების  შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს.   პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და...

„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

person access_time2018-01-22 10:30:37
საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით  შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ...


მსგავსი სიახლეები