„ჯიდიჯი ჯგუფმა“ თბილისში 2 სასტუმროს მშენებლობა დაიწყო (ფოტო)

access_time2017-12-06 15:00:26

„ჯიდიჯი ჯგუფი“ მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძისა და მარი ბროსეს ქუჩებზე ერთდროულად ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმრო, რომელიც მარი ბროსეს ქუჩაზე შენდება, 2018 წლის ბოლოს გაიხსნება, ხოლო მეორე სასტუმრო - 2019 წელს.


როგორც კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, ორივე ლოკაციაზე მშენებლობები უკვე დაწყებულია.



„დედაქალაქის მერიისგან ნებართვა უკვე მიღებული გვაქვს. მოგეხსენებათ მთაწმინდა ძველი უბანია და აქ მშენებლობა არც ისე ადვილია, რადგან ბევრი საპროექტო დეტალია გასათვალისწინებელი. ბოლო დროს საპროექტო-სამშენებლო პროცესებში გარკვეული ცვლილებები შევიდა და სასტუმროებს სწორედ ამ სტანდარტების დაცვით ვაშენებთ. ერთი სასტუმრო მარი ბროსეს ქუჩაზე შენდება, მეორე - ჭონქაძისა და ყიფიანის ქუჩების კვეთაზე. იანვარში მარი ბროსეს ქუჩაზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებული იქნება და უკვე სარემონტო სამუშაოებზე გადავალთ. რაც შეეხება მეორე სასტუმროს, იქ მშენებლობა ივლისის თვეში დასრულდება და სარემონტო სამუშაოებს დავიწყებთ. ვგეგმავთ, რომ მარი ბროსეს ქუჩაზე სასტუმრო 2018 წლის ბოლოს გავხსნათ, ჭონქაძეზე კი - 2019 წლის გაზაფხულზე“, - აცხადებს წაქაძე.





მისივე თქმით, სასტუმროების მმართველები მხოლოდ ქართული კომპანიები იქნებიან. ამ ეტაპზე „ჯიდიჯი ჯგუფი“ რამდენიმე კომპანიასთან მართავს მოლაპარაკებას და კონკრეტულად რომელ სასტუმროში რომელი კომპანია შევა მმართველად, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.


ბეჟან წაქაძის ინფორმაციით, სასტუმროები საკმაოდ მაღალი დონის, ოთხვარსკვლავიანი იქნება: „ორივე სასტუმროში 60-60 ნომერიი იქნება. ასევე, მათში განთავსდება რესტორანი, ბარი. ჭონქაძეზე მდებარე სასტუმროში ღვინის სარდაფიც მოეწყობა. ბროსეზე შვიდსართულიანი იქნება,  ხოლო ჭონქაძეზე ტერასებად არის დაყოფილი და ყველაზე მაღალი ნაწილი რვასართულიანი უნდა იყოს“.




რაც შეეხება აღნიშნულ პროექტებში განხორციელებულ ინვესტიციას,  ბეჟან წაქაძის თქმით, ორივე სასტუმროში ჯამში 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.


„ჯიდიჯი ჯგუფი ამ დრომდე მხოლოდ საცხოვრებელ კორპუსებს აშენებდა. კომპანიას პროექტები ძირითადად ქალაქის ცენტრალურ უბნებში აქვს.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები