გიორგი კვირიკაშვილი - “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრებთან ერთად, 2020 წლისათვის ევროკავშირთან დაახლოების 20 ახალი მიზანი დავისახეთ

access_time2017-12-04 10:32:36

საგარეო თუ საშინაო გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მტკიცედ დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ტრანსფორმაციის ძალა და ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა იქცა საქართველოს რეფორმებისა და მოდერნიზაციის ქვაკუთხედად, ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად, რომლის მიზანია დემოკრატიული, განვითარებული ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა.


„საქართველო საფუძვლიანად მიიჩნევს თავს ევროპული ინტეგრაციის პროექტის წარმატების ერთ-ერთ მაგალითად. დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე დღეს და ხვალ ამ დარბაზში უფრო დეტალური დისკუსია გაიმართება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.


როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპული ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატები.


„ცოტა ხნის წინ ბრიუსელში გაიმართა აღმოსავლეთის პარტნიორობის მეხუთე სამიტი, სადაც ერთხმად აღინიშნა საქართველოს წარმატებული რეფორმებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის შესახებ და დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი. გარდა ამისა, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სხვა წევრებთან ერთად, 2020 წლისათვის ევროკავშირთან დაახლოების 20 ახალი მიზანი დავისახეთ, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენი მთავრობის ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმასთან. საქართველო აფასებს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს და შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ისინი, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები; დავხვეწოთ მმართველობა; ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციით, უზრუნველვყოთ ცხოვრების უკეთესი სტანდარტების დამკვიდრება ჩვენი მოქალაქეებისათვის; გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.


მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის წარმატებით იმპლემენტაცია და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება მთავრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.



„ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევძელით კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების კიდევ უფრო განმტკიცება და მზად ვართ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ამავე დროს, საქართველოს, ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით, საკუთარი წვლილი შეაქვს მშვიდობიანი მსოფლიოს მშენებლობაში.


„ამ ფონზე, აღსანიშნავია უსაფრთხოების საერთო გამოწვევები ევროკავშირის სამეზობლოში, რომლებთან გამკლავებაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.


მან ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და აღნიშნა, რომ კვლავ მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და ამავდროულად, მასობრივად ირღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებები.


„ამასთან ერთად, საქართველოსაც აქტიურად უწევს თანამედროვე მსოფლიოს ისეთ გამოწვევებთან ბრძოლა, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და პროპაგანდა. ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია და მეტი ჩართულობა შეიძლება დავუპირისპიროთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.


როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საკონსტიტუციო რეფორმით, 2024 წლიდან საქართველო სრულად გადადის საპარლამენტო მოდელზე, რომლის მიხედვითაც პარლამენტი პროპორციული სისტემით აირჩევა.


მისივე თქმით, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას კი უდიდესი როლი ენიჭება რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესის წარმატებაში.


გიორგი კვირიკაშვილია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების საპარლამენტო შტოს გაძლიერება კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს.მისივე თქმით, პარლამენტი დისკუსიებისა და ურთიერთსაპირისპირო აზრის შეჯერების საუკეთესო ასპარეზია.


„იმედი მაქვს, დღევანდელი კონფერენცია მოგცემთ საშუალებას, აქტიურად გაუზიაროთ ერთმანეთს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოცდილება, რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც რეფორმების დაჩქარებასა და საერთო მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება. მიმდინარე პრობლემების ფონზე, ხშირად გვავიწყდება ევროკავშირის პროექტის უნიკალურობა. ყველაფრის მიუხედავად, ის კვლავაც რჩება რეგიონული ინტეგრაციისა და ერთა შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითად. სწორედ ამიტომ, საგარეო თუ საშინაო გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მტკიცედ დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. იმედი მაქვს, ამგვარი დისკუსიებითა და აზრთა გაზიარებით, სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების ჩართულობით, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტიური მონაწილეობით, მივაღწევთ საერთო მიზანს და ერთად შევქმნით უფრო ძლიერ, ერთიან და მშვიდობიან ევროპას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.


IPN



30 ათას ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე - დეველოპერების შეფასებები

person access_time2018-02-19 18:45:18
ქვეყანაში  უსაფრთხოების ინჟინრების დეფიციტი და მათი მომზადებისთვის საჭირო ხარჯი -ეს ის პრობლემაა, რომელიც  მშენებლობასთან დაკავშირებით დაგეგმილმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერების ნაწილი საუბრობს და დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეგულაციებს  აფასებს.    „პროდუქტის უსაფრთხოებისა და...

ქართული ღვინის პრეზენტაცია ტოკიოში - ტოჩინოშინის სიურპრიზი ორგანიზატორებს

person access_time2018-02-19 19:45:37
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.   ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის...

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩინურ „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებულ კითხვებს „კომერსანტთან“ პასუხობს

person access_time2018-02-20 09:00:11
გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში, ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით კითხვებს „კომერსანტთან“  პასუხობს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 იანვარს გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვეყნებდა. საკითხი ეხება რამდენიმე კვირის  წინ,  ...

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...


მსგავსი სიახლეები