რამდენიმე მიზეზი თუ რატომ უნდა იყოს საქართველო შენს ფიქრებში - Vogue საქართველოს შესახებ

access_time2017-11-17 08:38:39

მოდის სამყაროს გავლენიანი ჟურნალი Vogue მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

 


„საქართველო სწრაფ გზას დაადგა და მალე ახალი ბერლინი ან პრაღა გახდება. უმჯობესია დროულად ეწვიოთ ამქვეყანას, იმიტომ რომ ცოტა ხანში საქართველოში გამგზავრების იდეა ყველას მოუვა თავში."-წერს სტატიის ავტორი კარენ ლოფტუსი.

 


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჟურნალისტი სტატიაში საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობს აღწერს და განსაკუთრებულ ყურადღებას ქვეყნის მრავალფეროვან კულტურას უთმობს.

 


„აღმოსავლეთ ევროპის მეზობლების მსგავსად საქართველო რადარებიდან გამქრალი იყო, 1991 წელს რუსეთისგან დამოუკიდებელი გახდა და სახელწოდება საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან მხოლოდ საქართველო დარჩა. თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იყო, 1997 წელს საქართველოს სულ რაღაც 1500 ვიზიტორი ჰყავდა, თუმცა ამ ქვეყანამ მოახერხა და ტურისტების ნაკადი საგრძნობლად გაზარდა. 2016 წელს საქართველომ მე-6 მილიონე საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი აღნიშნა."

 


Vogue-ის ჟურნალისტის თქმით, საქართველოს ტურისტული მიმართულებით საერთაშორისო მედია სულ უფრო ინტერესდება:

 


„New York Times-მა 2015 წელს საქართველო მსოფლიოს 52 ტურისტულ მიმართულებაში შეიყვანა, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიო. კახურ ღვინოზე წერს პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი „Condé Nast Traveler."
ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტი კი ენტონუ ბორდეინი მაყურებელს ურჩევს სამოგზაურო სიაში აუცილებლად დაამატონ საქართველო. 


კარენ ლოფტუსი სტატიაში თბილისის ისტორიულ უბნებს, არქიტექტორულ ძეგლებს, ციხე-სიმაგრეებს, კაფე-ბარებს, სასტუმროებს, პარკებს და ღამის ცხოვრებას აღწერს.

 

 

 



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები