ქართული Greek Point – „მსოფლიო ბრენდებთან კონკურენციის გაწევა რთულია“

access_time2017-11-20 10:00:12

Greek Point სწრაფი კვების ობიექტია, სადაც მხოლოდ ბერძნული სამზარეულოა წარმოდგენილი. ის მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალექსანდრე ჯორჯიკია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, კომპანია მან და მისმა ორმა მეგობარმა დააფუძნა.

 

ჯორჯიკიას თქმით, მათ ბაზარზე არსებული სხვა სწრაფი კვების ობიექტებისგან ჯანსაღ პროდუქციაზე დამზადებული საკვები გამოარჩევთ. კომპანიაში სულ 7 ადამიანია დასაქმებული.

 

Greek point ამჟამად მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გალაკტიონის (მარჯანიშვილის) ხიდის ქვეშ 50 კვადრატულ მეტრზეა წარმოდგენილი და კომპანია თბილისში წლის ბოლომდე მეორე ობიექტის გახსნასაც გეგმავს. 

 

„Greek Point სწრაფი კვების ობიექტია და ჩვენ მომხმარებლებს, მხოლოდ ბერძნულ სამზარეულოს ვთავაზობთ. 17 ნოემბერს ბორჯომში კიდევ ერთ ობიექტი გავხსენით და ზამთრის სეზონის დაწყებასთან ერთად ბაკურიანშიც გავფართოვდებით. ხოლო ზაფხულის სეზონზე ობიექტს ბათუმშიც გავხსნით“, - განაცხადა Greek Point-ის დამფუძნებელმა.


 

ალექსანდრე ჯორჯიკია ჩვენთან საუბრისას ბაზარზე არსებულ კონკურენციასა და ქვეყანაში ბიზნესის განვითარებაზე საუბრობს.

 

„კონკურენტებისგან გამოგვარჩევს ის, რომ ჩვენი საკვები ჯანსაღია და მომხმარებელს ბერძნულ სამზარეულოს მხოლოდ ჩვენ ვთავაზობთ. კერძებს ნატურალური და ჯანსაღი ინგრედიენტების გამოყენებით ვამზადებთ.

 

საქართველოში ბიზნესის წამოწყება რთული არაა, თუმცა კონკრეტულად ჩვენ სფეროში დიდი კონკურენციაა. სწრაფი კვების ბაზარზე მსოფლიო ბრენდებთან კონკურენციის გაწევა რა თქმა უნდა, მარტივი არაა. თუმცა ვთვლი, რომ ამ პირობებში მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სიახლე საკმაო პოპულარობით სარგებლობს და ჩვენ შევძელით ადგილის დამკვიდრება ბაზარზე.

 

იმისათვის, რომ ქვეყანაში ბიზნესის წამოწყება უფრო მარტივი გახდეს, ამისათვის ქვეყანაში უფრო დაბალპროცენტიანი და ხანგრძლივი სესხები უნდა იყოს. შესაბამისად, ეს ეკონომიკასაც წაადგება“, - განმარტა ალექსანდრემ. 

 

Greek Point-ის დამფუძნებლის თქმით, „საქართველოში პროფესიონალი კადრების მოძიება რთულია. საჭიროა ჩვენ მეტი ვიშრომოთ, რათა ქვეყანას მეტი პროფესიონალი კადრი ჰყავდეს.“


ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 




მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები