Qatar Airways ჩინური ბაზრით დაინტერესდა

access_time2017-11-07 09:20:10

Qatar Airways-ი ჰონგ-კონგური ავიაკომპანიის, Cathay Pacific-ის 10%-იანი წილის შეძენას აპირებს. გარიგების ღირებულება $5.2 მილიარდ ჰონგ-კონგურ დოლარს (662 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს. ამ მხრივ ყატარული ავიაკომპანია, აქციების მოცულობით, Cathay-ის რიგით მესამე მეწილე გახდა. Cathay-ის აქციებს ასევე Swire Pacific და Air China ფლობენ.


გარიგების წარმატებით დასრულების შედეგად ყატარული ავიაკომპანია ჩინურ ბაზარზე პირდაპირი კავშირის გაბმას შეძლებს. ნავარაუდევია, რომ 5 წლის შემდეგ მსოფლიოში უდიდესი ავიაბაზარი აშშ აღარ იქნება და მას ჩინეთი ჩაანაცვლებს.


Qatar Airway-ისთვის Cathay Pacific ერთგვარ ალტერნატივას წარმოადგენდა, ვინაიდან ყატარულმა კომპანიამ American Airlines-ის 10%-იანი წილის შეძენა ვერ შეძლო. თავის მხრივ, American Airlines-ს უკანასკნელ წლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების ავიაკომპანიებთან ცუდი ურთიერთობა აკავშირებს: AA-იმ არაერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ აღნიშნული კომპანიები მთავრობისგან მილიარდობით დოლარის ოდენობის სუბსიდიებს იღებენ, რაც არასამართლიან სარგებელს წარმოადგენს.


აღსანიშნავია, რომ ყატარული ავიაკომპანია დიპლომატიური კრიზისის მსხვერპლიც გახდა, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს: 2017 წლის დასაწყიში საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყატართან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტეს და ქვეყანა ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. შესაბამისად, Qatar Airways-ს ამ ქვეყნებში ფრენების განხორციელების უფლება არ აქვს.


Cathay Pacific პირველ უცხოურ კომპანიას არ წარმოადგენს, რომელშიც Qatar Airways-ი წილს ფლობს. ავიაკომპანიის პორტფოლიოში ასევე შედიან:

1. British Airways-სა და Iberia-ს მფლობელი კომპანია, International Airlines Group: 20%-იანი წილი;

2. სამხრეთ ამერიკული LATAM Airlines: 20%-იანი წილი.



CNNMoney



გიორგი ღაღანიძე ხელისუფლებას 4 ქვეყნის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას სთავაზობს

person access_time2017-11-24 17:00:43
„წლების წინ, როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა დაიწყო, მაშინ გვქონდა იდეა, რომ სამცხე-ჯავახეთში, იქ სადაც ეს ბაზა იყო, მოწყობილიყო თავისუფალი სავაჭრო ზონა, თუმცა იდეა არ განხორციელდა“, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ თსუ-ს პროფესორმა, ეკონომისტმა გიორგი ღაღანიძემ. მისივე თქმით, ახლა, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამოქმედდა, სავაჭრო ზონის გაკეთება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება. „საქართველოს აქვს...

კახა კალაძე: ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% სოციალურ პროგრამებზე იხარჯება

person access_time2017-11-24 15:30:19
თოქ-შოუში „რეაქცია“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „მძიმე სოციალური ფონია ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% მიდის სოციალურ დახმარებებზე“. ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა სოციალური ხარჯები მოიცავს როგორც სოციალურ უზრუნველყოფაზე, ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულ ხარჯებს. 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 585 მლნ 263 ათასი ლარია. აქედან...

„2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს“

person access_time2017-11-24 13:20:12
2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც კაკაურიძე აცხადებს, დამატებული თანხა 2018 წელს დაიხარჯება. „ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა 305 მილიონი ლარით მოხდება. თუმცა, ეს თანხა ემატება ბიუჯეტს 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის. წელს ამ თანხის ხარჯვა არ მოხდება. თანხები მოხვდება საწარმოების...

საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოების დასაწყებად 5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება

person access_time2017-11-24 11:10:03
საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება. პროექტის განხორციელებას ქართული ფრეგობასი, გერმანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. ერთობლივი კორპორაციის დაფუძნებაზე მემორანდუმი უკვე გაფორმდა. ქართული კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მიმდინარეობს და ოპტიმისტური გათვლებით ისინი 1.5 წელიწადში პირველი პარტიის გამოშვებას ელიან. ელექტროავტობუსები განკუთვნილი იქნება, როგორც...

„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...


მსგავსი სიახლეები