ფინანსური ტექნოლოგიების სპეციალისტი, ინჟინერი, კოსმონავტი – მომავლის 11 მაღალტექნოლოგიური პროფესია

access_time2017-10-22 20:00:08

რობოტების ეპოქის დადგომის ფონზე ბევრი სპეციალისტი შიშობს, რომ მალე ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან. მძღოლები, ბუღალტრები, იურისტები, მოლარე–ოპერატორები უახლოეს 20–30 წელიწადში სერიოზული კონკურენციის წინაშე აღმოჩნდებიან ხელოვნურ ინტელექტთან და კომპიუტერულ მოწყობილობებთან. წარმოგიდგენთ მომავლის 10 ტექნოლოგიურ პროფესიას, რომლის სწავლაც ახლავე უნდა დაიწყოთ.

 

ინჟინერ-რობოტოტექნიკოსი

 

მომავალში ინჟინრები არ დაკარგავენ  აქტუალობას და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დარგი იქნება რობოტების შექმნა და მომსახურება. თანაც, ამ მიმართულებაში იქნება რამდენიმე სპეციალიზაცია - ოჯახური, გასართობი, სამრეწველო, სამედიცინო და სხვა ტიპის რობოტები. ამ პროფესიის ათვისებისთვის მომავალმა ინჟინერმა კარგად უნდა იცოდეს პროგრამირება, ავტომატიზებული სისტემები, პროცესების მართვა, ასევე უნდა გააჩნდეს ფუნდამენტალური ცოდნები ფიზიკასა და მათემატიკაში.

 

Cisco-ს ექსპერტების მონაცემებით, ამჟამად  განვითარებული ქვეყნების ქალაქებში ოჯახური რობოტების რაოდენობა ორმაგდება. 2020 წლის შემდეგ  ოჯახური, სამრეწველო და სამედიცინო რობოტების არსებობა  აუცილებელი გახდება. ამასთან, სამრეწველო წარმოების დაახლოებით 90%–ის  ავტომატიზება მოხდება. რობოტები შეცვლიან ადამიანებს ყველაზე საშიშ საქმიანობაში - მაგალითად, მაღაროებში და წყალქვეშა სამუშაოებში.

 

 

კვების ინჟინერი

 

დედამიწის მოსახლეობის მუდმივი ზრდა შიმშილის პრობლემის მოგვარებას მოითხოვს. მისი გადაწყვეტისთვის უკვე დღესაც არაა საკმარისი არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი. კვებითი ინჟინერიის ამოცანა იქნება დიდი რაოდენობით ცილების და ნახშირწყლების წარმოება მინიმალური მიწის ფართზე და მინიმალური ენერგოდანახარჯებით. კვებითი ინჟინერიის პროფესია მოითხოვს ცოდნას სხვადასხვა დარგებიდან - ეს პროფესია არსებობს დღესაც, თუმცა მომავალში ის შეიცვლება - ბიოლოგიის, ქიმიის, გენეტიკის და მასალთმცოდნეობის გამოყენებით. ამ დაგის სპეციალისტებს მოუწევთ ახალი პროდუქტების შექმნა მცენარეებიდან და ნარჩენებიდანაც კი. ასეთი ექსპერიმენტები  უკვე მთელს მსოფლიოში ტარდება. მაგალითად,  აშშ-ში, კომპანია Impossible Foods-ის ლაბორატორიაში დამუშავდა მცენარეებიდან სრულფასოვანი ხორცის შექმნის ტექნოლოგია. როგორც ამბობენ,  ხელოვნური ხორციდან დამზადებული ბურგერების გემო არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივებისგან, თუმცა მის შემადგენლობაშია მხოლოდ სოიო, კარტოფილი, ქოქოსის ზეთი და არომატიზატორები. კვების ინჟინრების ამოცანა იქნება ქალაქებში კვების პროდუქტების მასობრივი წარმოების ტექნოლოგიების შექმნა. მომავლის ფერმები განთავსდება ცათამბჯენების სახურავებზე და შენობებში.

 

 

ვირტუალური რელობის არქიტექტორი

 

მაღალი ტექნოლოგიების სფერო განაგრძობს სწრაფ განვითარებას მომდევნო  წლებშიც. საინფორმაციო სისტემების შემქმნელები, მონაცემთა ბაზების და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები კვლავ იქნებიან მაღალმოთხოვნადები უახლოეს ათწლეულებში. ვირტუალური რეალობის არქიტექტორი იქნება პროფესია, რომელიც მოითხოვს საფუძვლიან ცოდნას მაღალი ტექნოლოგიების ყველა დარგში. დღეს ციფრული სამყარო არსებობს ძირითადად გართობის მიზნით, თუმცა მომავალში ვირტუალური  რეალობა გამოიყენება სწავლის, მუშაობის და მკურნალობისთვის.  შესაბამისად ახალი სამყაროს შემქმნელებზე მომავალში იქნება დიდი მოთხოვნა.

 

 

ჭკვიანი გარემოს დამპროექტებელი

 

მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქები სწრაფად „ჭკვიანდებიან“. მაგალითად, ნიუ-იორკის ქუჩის უსაფრთხოების სისტემა ავტომატურად ცნობს სროლის ხმას  და ადგენს ადგილს, სადაც ისვრიან. ასევე მოქმედებს  სისტემა, რომელიც აანალიზებს შენობებში ხანძრის გაჩენის საფრთხეს. ბარსელონაში ნაგვის „ჭკვიანი“ კონტეინერები ატყობინებენ  კომუნალურ სამსახურებს მათი ავსების შესახებ. ეს პროფესია აერთიანებს რამდენიმე ვიწრო სპეციალობას და მოითხოვს მაღალ ტექნოლოგიებში მონაცემების დამუშავებას და ინტერნეტის კარგად ცოდნას. ის ასევე მოითხოვს მაღალ კომპეტენტურობას ისეთ დარგებში, როგორიცაა მასალათმცოდნეობა, ქიმია, ნანოტექნოლოგიები. ასევე, ჭკვიანი გარემოს დამპროექტებელი უნდა აზროვნებდეს როგორც არქიტექტორი, ამიტომაც ის კარგად უნდა ერკვეოდეს სოციოლოგიასა და ურბანისტიკაში.

 

 


კოსმონავტი

 

ძნელი წარმოსადგენია მომავალი კოსმოსის და უცხო პლანეტების ათვისების გარეშე. დასავლეთში უკვე  აქტიურად ემზადებიან მთვარის და მარსის კოლონიზაციისთვის. კოსმოსში მუშაობისთვის აქტიურად გამოიყენება რობოტები, თუმცა ამ რთულ  საქმეში ადამიანის შეცვლა შეუძლებელია. მომავალში კოსმონავტის პროფესია იქნება უფრო სპეციალიზებული - გამოჩნდებიან კოსმობიოლოგები, კოსმოგეოლოგები, კოსმოსური მარშრუტების შედგენის სპეციალისტები. ამის გარდა, აქტიურად განვითარდება კოსმოსური ტურიზმი, რომელიც სულ უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

 

 

უპილოტო სისტემების სპეციალისტი

 

უპილოტო სატრანსპორტო სისტემების შემქნელები უკვე დღეს სარგებლობენ დიდი მოთხოვნით მსხვილ სატრანსპორტი კომპანიებში, ისეთებში, როგორც, მაგალითად, Uber. ასევე Google, Facebook, Amazon და  Microsoft აქტიურად მუშაობენ უპილოტო  მანქანების და საფრენი აპარატების შექმნაზე, ამ დარგში საქმიანობს  უამრავი ნაკლებად ცნობილი სტარტაპიც. უახლოესი 20 წლის განმავლობაში მოთხოვნა უპილოტო სისტემების სპეციალისტებზე კიდევ უფრო გაიზრდება. პარალელურად გაჩნდება სპეციალიზაციები  - დრონები სხვადასხვა მიზნებისთვის - სამხედრო, საფოსტო, საინჟინრო, სადამკვირვებლო, წყალქვეშა და ა.შ.

 

ამის გარდა, დიდი მოთხოვნით ისარგებლებენ ისეთი პროფესიები,  როგორც  უპილოტო სისტემების მართვის სპეციალისტები. ცალკე პროფესია იქნება უპილოტო აპარატების მიერ შეგროვებული ინფორმაციის ანალიზი. უპილოტო სისტემების სპეციალისტის პროფესია სირთულით შეედრება ავტომრეწველობას -  ინჟინერული ცოდნის გარდა, ის მოითხოვს ღრმა ცოდნას ისეთ დარგებში, როგორიც არის პროგრამირება და მართვის სისტემების არქიტექტურა.

 

 

პრევენციული მედიცინის სპეციალისტი

 

მომავალში ადამიანები ნაკლებად დაავადდებიან პრევენციული მედიცინის განვითარების შედეგად, რომელიც იქნება მიმართული მომავალი დაავადების თავიდან არიდებაზე  და არა უკვე არსებული ავადმყოფობის მკურნალობაზე. გენეტიკასა და ბიოტექნოლოგიაში ჩატარებული წარმატებული კვლევები მისცემს მომავალში ექიმებს იმის საშუალებას, რომ აღმოაჩინონ მომავალი დაავადებების წინაპირობები კლინიკური სიმპტომების გამოჩენამდე ბევრად ადრე.

 

ასეთი გამოკვლევები როგორც მსხვილ კომპანიებში, ასევე მცირე სტარტაპებშიც ტარდება. მაგალითად, აშშ-ში Google-ის ყოფილმა თანამშრომელმა ენდიუ კონრადმა შექმნა კომპანია Verily,  რომელიც   საათების მიერ ამუშავებს ადამიანების ჯანმრთელობის  და საშიში დაავდებებისკენ მიდრეკილების შესახებ ინფორმაციის ანალიზის ტექნოლოგიას. სტარტაპი ასევე მუშაობს „ჭკვიან“ კონტაქტურ ლინზებზე, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში შაქრის დონის დადგენა. ანალიტიკოსების აზრით, უახლოესი  5 წლის განმავლობაში სამედიცინო გაჯეტების ბაზარი გაიზრდება 2-დან 41-მლრდ. დოლარამდე.

 

პრევენციული მედიცინის სპეციალისტი კარგად უნდა ერკვეოდეს როგორც საკუთრივ მედიცინაში, ასევე მაღალტექნოლოგიებში,  დიდი მონაცემების ანალიზში და ალგორითმიზაციაში. მათი ძირითადი საქმიანობა იქნება ადრეული დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკა.

 

 

ფინანსური ტექნოლოგიების სპეციალისტი

 

ფინანსური ტენოლოგიები არის ერთ-ერთი სწრაფად ზრდადი დარგი ფინანსურ სექტორში, თუმცა ამის მიუხედავად, ის იკავებს მთელი ფინანსური ბაზრის მხოლოდ 1%-ს. 2016 წელს ამ დარგში აშშ-ში ჩაიდო 13, 6 მლრდ. დოლარის ინვესტიციები, მაშინ, როდესაც ამერიკის მთელი ფინანსური სექტრორის მოცულობა შეადგენს 11 ტრლნ. დოლარს. ექპერტების აზრით მომავალში სწრაფად განვითარდება ფინანსური ტექნოლოგიების 5 მიმართულება  - გზავნილები და ტრანზაქციები, კრედიტები, კაპიტალის მართვა, დაზღვევა, სავალუტო ბაზარი.

 

ახლო მომავალში სპეციალისტი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ფინანსური და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ცოდნას, იქნება მოთხოვნადი როგორც არასდროს. ასევე განვითარდება ისეთი დარგები, როგორიც არის დიდი  მონაცემების გამოყენება დაზღვევაში რისკების შეფასებისთვის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება  აქტივების მართვაში, ინდივიდუალური საპენსიო პროგრამების დამუშავება, და ა.შ. ამავე დროს, წარსულს ჩაბარდება ისეთი პროფესიები, როგორც ბუღალტერები, ოპერაციონისტები და საბირჟო ტრეიდერები.

 

 

ონლაინ-პედაგოგები

 

ონლაინ-პედაგოგიკა  საყოველთაოდ მოთხოვნადი ხდება. სხვადასხვა  კურსები და ტრენინგები ინტერნეტით აგროვებს ათასობით მსმენელს მთელს მსოფლიოში. უახლოესი 20  წლის განმავლობაში, ცოდნის დიდ ნაწილს ადამიანები მიიღებენ ინტერნეტიდან - დამოუკიდებლად, ან ონლაინ-პედაგოგების მეშვეობით. ჩვეულებრივი ვიდეოეკავშირის გარდა ამ პროცესში გამოიყენება ინტერაქტიური ინსტრუმენტები,  რომლებიც უზრუნველყოფენ სწავლების „ცოცხალ“ პროცესს. ასევე, აქტიურად გამოიყენება სწავლების სათამაშო ფორმები, განსაკუთრებით, უმცროს და საშუალო ასაკში. ვირტუალური რეალობა გახდება სწავლების განუყოფელი ნაწილი - მოსწავლეებს შეეძლებათ აბსტრაქტული მცნებების ვიზუალიზაცია, თუნდაც ისტორიული ეპოქების რეკონსტრუქცია.

 

 

ნანომასალების დამპროექტებელი

 

რობოტოტექნიკას და ბიოტექნოლოგიასთან ერთად ნანომასალების დაპროექტება გახდება კიდევ ერთი მოწინავე პროფესია ახლო მომავალში. ამ დარგის სპეციალისტების ძირითადი საქმიანობა იქნება მასალების მოდელირება ციფრული ინსტრუმენტების მეშვეობოთ. ეს პროფესია მოითხოვს ნანოფიზიკის, ნანოქიმიის, და პროგრამირების საფუძვლიან ცოდნას. ნანომასალები გამოიყენება მრეწველობაში, ავტო - და ავია ინდუსტრიაში, და ასევე მშენებლობაში. მაგალითად, ნანომასალებიდან აშენებულ სახლებში იქნება ჩადგმული სპეციალური ჩიპები, რომლებიც შეცვლიან ტემპერატურას ოთახებში ამინდის ან მეპატრონის სურვილის მიხედვით.

 

 

რეციკლინგის სპეციალისტი

 

ეკოლოგური პრობლემების გადაწყვეტა გახდება მომავალში მდგრადი განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა. ეკოლოგი-სპეციალისტები იქნებიან მოთხოვნადები ყველა დარგში, ხოლო გარემოს დაცვის საკითხები გადაწყდება მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტების მეშვეობით. ერთ-ერთი პერსპექტიული დარგი იქნება რეციკლინგი - ანუ, მასალების გადამუშავება და ხელმეორედ გამოყენება. დღეისათვის რეციკლინის ტექნოლოგიები ვითარდება საკმაოდ სწრაფად. კომპანიები დებენ ინვესტიციებს კვლევებში და აფინანსებენ ამ დარგში მომუშავე სტარტაპებს.

 

 

rb.ru



დავით მესხიშვილი: მთაწმინდაზე მთლიანად ქედის დემონტაჟია დაგეგმილი

person access_time2018-02-23 19:20:53
თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე კლდეზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ კადრებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ მიმდინარე სამუშაოები საფრთხის შემცველია. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, მთაწმინდის ქედის ნგრევის აქტიური სამუშაოები დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. ჩვენ გუშინ ადგილზე ვნახეთ ეს პროცესი და უკიდურესად მძიმე სიტუაცია, რადგან მეწყერსაშიში ზონებია და აქ...

მამუკა ხაზარაძე : „ანაკლია სითის“ განაშენიანების პრიორიტეტი საწარმოო, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება

person access_time2018-02-23 18:30:51
 „ანაკლია სითიმ“ ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის კვლევის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია BuroHappold Engineering-ი წარადგინა. კომპანიას დაევალება მოამზადოს ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა. ღონისძიება, რომელსაც მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნნენ, „ანაკლია სითის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გახსნა.   როგორც "ანაკლია სითის" დამფუძნებელმა მამუკა...

აშშ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებს ზღუდავს

person access_time2018-02-23 20:00:58
შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს, რომ „ამერიკის მტრების წინააღმდეგ სანქციებით ზემოქმედების“ კანონი (CAATSA) ეფექტური იყოს.  ამისათვის ქვეყნის მთავრობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ არ აწარმოონ ბიზნესი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. „მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს ყველა მისიას დავუგზავნეთ შეტყობინებები. მათ უკვე ჩაუტარდათ ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა...

დასანგრევია თუ არა ახალი შენობები - დეველოპერები სეისმოლოგებს და გეოლოგებს პასუხობენ

person access_time2018-02-23 17:12:52
სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.  გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოტური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. პრობლემა გეოლოგიური დასკვნაა, რომლეიც კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა. გეოლოგიური რევიზია აჩვენებს გრუნტის სახეობას,...

სარესტორნო ბიზნესის მთავარი გამოწვევა მომსახურების ხარისხია

person access_time2018-02-23 16:00:34
დღეს სარესტორნო  ბიზნესი საქართველოში სწრაფად განვითარებადი სფეროა, თუმცა მიუხედავად ასეთი მზარდი ტრენდისა, მომსახურების პრობლემა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.  რატომ დგას ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ  სერვისი და ხარისხი? რა შეიძლება რესტორნის დახურვის მიზეზი გახდეს და რა უნდა გააკეთოს რესტორატორმა საკუთარი ნიშის მოპოვებისთვის, „კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად თავად რესტორატორებს დაუკავშირდა. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ყოველწიურად იზრდება...


მსგავსი სიახლეები