პარლამენტის ეზოში მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

აქციაზე ასევე გაუშვეს ცრემლსადენი გაზი.

სპეციალურ ღონისძიებებს სამართალდამცველებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ მოქალაქეებს აქციის მონაწილეებს სხვა ტერიტორიაზე გადანაცვლება შესთავაზეს.

კერძოდ, აქციის მონაწილეებს მიმართეს, თანახმა იყვნენ თუ არა, მომიტინგეების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, ნაწილი კი პარტია ,,ქართული ოცნების'' ოფისთან წასულიყო, რაზეც დემონსტრანტებმა უარი თქვეს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია პერმანენტული ხასიათისაა. მასში უმეტესად ახალგაზრდები, სტუდენტები და არასრულწლოვნები მონაწილეობენ.