გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება.
„ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა, რომელსაც მხარს უჭერს ათიათასობით ადამიანი ქუჩაში. მისი საფუძველია დემოკრატიული, ენერგიული და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, განზრახ არ გადაკეტოს მომავლისკენ გზა“, - წერს ბერბოკი.