2016 წელს არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებებმა 32,8 მილიარდი ლარი შეადგინა

access_time2017-10-13 11:58:52

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2016 წლის ბოლოსათვის 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 8,0 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით. 2016 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 12,9 მილიარდი ლარია.



სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, არაფინანსური კორპორაციების ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 2016 წლის ბოლოსათვის 2,0 მილიარდი ლარი შეადგინა. 2016 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 2,5 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 52,6. 2016 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 32,8 მილიარდ ლარს გაუტოლდა (აქედან, მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 9,3 მილიარდ ლარს).

 


მთლიანი ვალდებულებებიდან 8,4 მილიარდი ლარი წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით. მთლიანი ვალიდან არარეზიდენტების მიმართ 2016 წლის ბოლოსათვის არსებულმა ვალმა (საგარეო ვალი) 5,7 მილიარდი ლარი შეადგინა. ფინანსური წარმოებულების ღირებულება 80,9 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2016 წლის ბოლოსათვის 18,5 მილიარდი ლარი შეადგინა:
/

რაფინანსური კორპორაციების მიერ 2016 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 1,0 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო შემოსავლებმა 4,4 მილიარდი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ვალის მომსახურებას, 2016 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 6,5 მილიარდი ლარი შეადგინა, აქედან ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით - 1828,2 მილიონი ლარია, ვალის მომსახურება ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 72,1 მილიონი ლარი, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 586,1 მილიონი ლარი.

 

 



პარლამენტის წევრები ყოველთვიურად ხელფასზე მეტი ოდენობის დანამატს იღებენ

person access_time2017-12-18 11:00:16
მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის დარიცხულმა ანაზღაურებამ (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) 8 344 661 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან თანამდებობრივი სარგო 3 279 119 ლარია, დანამატი კი − 5 065 541 ლარი. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატის თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარს შეადგენს, თუმცა პარლამენტის წევრები ასევე ყოველთვიურად იღებენ დანამატს თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით. დანამატის ოდენობა პარლამენტის წევრებისთვის...

მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...


მსგავსი სიახლეები