“საბიუჯეტო შემოსავლების 24% იხარჯება ბიუროკრატიის შესანახად, რაც ზედმეტად მაღალი მაჩვენებელია”

access_time2017-10-10 17:09:30

საქართველოს პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტის განხილვას იწყებს. „ბანკები და ფინანსებმა“-მა საკითხზე სამართლებრივი კომენტარი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტს, გიორგი ლაბაძეს სთხოვა, რომელიც აღნიშნავს, რომ თანამედროვე საჭიროებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ხარჯი პრობლემაა.

 

გიორგი ლაბაძე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი:

 

სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუ რა ოდენობის ფინანსებია გამოყოფილი მხოლოდ სახელმწიფო აპატარის შრომის ანაზღაურებასა და საქონელსა და მომსახურებაში გასაწევი ხარჯებისთვის. შეგახსენებთ, რომ სულ საქართველოს დაგეგმილი ბიუჯეტის შემოსავლები, 2017 წლისთვის, შეადგენდა 9 489 460 000 ლარს. ხოლო აქედან, გრაფაში მოყვანილი თანხები მიემართება მხოლოდ ცენტრალური სამთავრობო აპარატის შენახვისკენ.

 

წელი

შრომის ანაზღაურება

საქონელი/მომსახურება

2015

1 376 776 900ლ

946 218 800ლ

2016

1 443 304 300ლ

1 037 494 800ლ

2017

1 393 505 100ლ

1 144 275 300ლ

2018

1 397 524 100ლ

1 188 276 800ლ

 

 

გამოდის, რომ 2017 წლისთვის, სრული საბიუჯეტო შემოსავლების, დაახლოებით 24% იხარჯება მხოლოდ ბიუროკრატიის შესანახად, რაც წარმოადგენს ზედმეტად მაღალ მაჩვენებელს. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება, სადაც ყველაზე გაბერილი ბიუროკრატიის მქონე ქვეყანაში, დანიაში, სახელმწიფო აპარატის სრული ხარჯი შეადგენს ბიუჯეტის 20%–ს, მას მოჰყვებიან ისეთი სოციალ–დემოკრატიული სახელმწიფოები, როგორებიცაა შვედეთი, ფინეთი, 16%–იანი ხარჯებით.

 

აღნიშნულ კანონში, ბიუჯეტის ასიგნებების ნაწილში, ცალსახად არის მოყვანილი დასაქმებულთა საერთო რიცხვი, რაც შეადგენს 116 757 ადამიანს. გამოდის, რომ 116 757 ადამიანის მომსახურებასა და შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება 2 537 780 400 ლარი, ანუ საერთო საბიუჯეტო დანახარჯის დახლოებით ¼, ხოლო დანარჩენი განკუთვნილია 3 600 000–ზე მეტი მოქალაქისთვის. ეს მეტად არასამართლიან მიდგომას წარმოადგენს და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკის შეცვლას. თუკი ზემოთ მოყვანილ ცხრილს ჩავხედავთ, კიდევ უფრო რთულია გართულებულია ვითარება 2018 წლის გეგმის მიხედვით, რამდენადაც, საერთო ჯამში, დაახლოებით 44 მილიონით არის მომატებული ცენტრალური ხელისუფლების შენახვის ხარჯი. გასული წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, საქართველოს პერმიერ–მინისტრმა გააკეთა აქცენტი სახელმწიფო ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯის შემცირების აუცილებლობაზე და ერთი შეხედვით, 2016 წელთან შედარებით, შემცირდა კიდეც შრომის ანაზღაურება, თუმცა თუ დავაკვირდებით, მთელი 100 მილიონით მოიმატა საქონლისა და მომსახურებისთვის გაწეულმა ხარჯმა, რაც არათუ შემცირებაზე, არამედ დანახარჯების ზრდაზე მეტყველებს. ეს ტენდენცია, როგორ აღინიშნა, გაგრძელებულია მომავალი წლის გეგმითაც.

 

ქართულ რეალობაში ეკონომიკა ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს, რამდენადაც საბიუჯეტო შემოსავლების ოდენობა საკმაოდ ცოტაა და ასეთ რეალობაში სახელმწიფოზე მიბმული მოქალაქეების რიცხვის ზრდა კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს პროდუქტის შექმნის პერსპექტივას. საქართველოს სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ საჯარო სამსახური არ წარმოადგენს სოციალურ პროგრამას. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოხშიროს კადრები და მოქალაქე დაასაქმოს მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე.

 

მოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე, რომელიც აგრეთვე ემყარება დასავლურ პრაქტიკას, მიგვაჩნია, რომ არასამართლიანია მხოლოდ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მომსახურებასა და ანაზღაურებას ბიუჯეტის 25% სჭირდებოდეს. ამასთან, მსგავსი მიდგომა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც ცივილიზებულ სახელმწიფოებში მოქმედებს. ამიტომ აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა მეტი ყურადღება დაუთმონ ამ საკითხს.


ბიუჯეტის განაწილებასთან დაკავშირებით ასევე დისკუსიას იწვევს სახელმწიფო თავდაცვისთვის შემცირებული ხარჯები, რამდენადაც იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის 48 მილიონი ლარით შემცირება. ჩვენმა ორგანიზაციამ უკვე წარმოადგინა კვლევა და რეკომენდაციები გუნერნატორის ინსტიტუტთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ფინანსდება პირდაპირ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან და ასევე წარმოადგენს გაბერილი აპარატის ერთ–ერთ მაგალითს მისთვის განკუთვნილი ხარჯებიდან გამომდინარე. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში, მომავალი წლის ასიგნებების უფრო მეტი გონივრულობით განაწილება მოახდინოს.

 

 

bfm.ge



„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

CNNMoney: კატალონიის კრიზისმა ბარსელონაში ტურისტების რაოდენობა შეამცირა

person access_time2017-10-20 19:00:11
კატალონიაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ რეგიონს უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობს. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, კატალონიის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ჯავშნები 17%-ით არის შემცირებული.   დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის სეპარატისტულ მთავრობას დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, რასაც მადრიდი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. შედეგად, მსოფლიოშ ერთ-ერთ...

2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

person access_time2017-10-20 18:00:52
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.   ჩვენ...

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

person access_time2017-10-21 14:00:52
,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე...

გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

person access_time2017-10-21 10:00:05
„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.   რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც...

არჩევნები დაიწყო - დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ

person access_time2017-10-21 08:15:54
დღეს არჩევნებია - საქართველოს მოქალაქეები, ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოებში საკუთარ წარმომადგენლებს აირჩევენ.   მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩვნო ოლქში, დილის 8 საათზე 3634 უბანი გაიხსნა, ასევე 10 სპეცუბანი მუშაობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.   არჩევნებზე დარეგისტრირებულია 3 მილიონ 440 ათას 123 ამომრჩეველი.   არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო...

რა თანხით დააფინანსა ბიზნესმა ადგილობრივი არჩევნები და ვინ არიან მსხვილი შემწირველები

person access_time2017-10-20 15:00:54
ადგილობრივი  არჩევნების დასაფინანსებლად  კომპანიებმა 2 044 143 ლარი გაიღეს, -ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევაში.    ორგანიზაციის ცნობით, 32-მა იურიდიულმა პირმა განახორციელა შეწირულობა, ყველაზე მსხვილმა 7 შემომწირველმა  კომპანიამ „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარი შესწირა.   ეს კომპანიებია: შპს „ჯი-ემ-პი”, შპს „კახური ტრადიციული...

„ვისოლ ჯგუფის“ „კარფურის“ მორიგი პროექტი

person access_time2017-10-20 13:00:01
„ვისოლ ჯგუფს“ და „კარფურს“ შორის მიმდინარე წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში “ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ ვაზისუბნის სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ კიდევ ერთი სუპერმარკეტი გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ გარდა სხვა რამოდენიმე საცალო ვაჭრობის ობიექტია განთავსებული.   „კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული...

ბიზნესმენების რჩევები თბილისის მომავალ მერს - „კომერსანტის“ პროექტის შეჯამება

person access_time2017-10-20 20:00:27
„კომერსანტმა“ დაასრულა წინასაარჩევნოდ დაწყებული პროექტი - რჩევები თბილისის მომავალ მერს, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ბიზნსმენების ნაწილი გამოიკითხა. ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მიმართულება დასახელდა, რაზეც დედაქალაქის მომავალმა მერმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.   შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესმენების ძირითადი ნაწილი თბილისის მომავალ მერს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და ბიუროკრატიის შემცირებას...

„გალთ & თაგარტის“ გაუფასურებული შესაძლებლობები -კომპანიის კონსოლიდირებული ზარალი 27 მილიონ ლარს აღწევს

person access_time2017-10-20 13:15:00
„სს გალთ & თაგარტი“ საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფის BGEO-ს წევრია, რომელიც ქვეყანში ყველაზე დიდ საფინანსო საინვესტიციო ჯგუფს წარმოადგენს. BGEO საქართველოს საფინანსო ბაზრის ლიდერის  „საქართველოს ბანკის“ მფლობელია.     ,,გალთ & თაგარტი“  - ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებებით - საინვესტიციო საბანკო მომსახურება;  აქტივების მართვა; დაგროვილი ქონების მართვა; საბროკერო მომსახურება....


მსგავსი სიახლეები