გუდაური 6 საუკეთესო სათხილამურო კურორტს შორის დასახელდა, რომელსაც უკრაინელი ტურისტები უნდა ეწვიონ

access_time2017-10-09 08:55:00

უკრაინული ტურისტული ვებგვერდი TripMyDream უკრაინელ მოგზაურებს ექვს საუკეთესო სათხილამურო კურორტს სთავაზობს, რომელსაც ამ ზამთარს აუცილებლად უნდა ეწვიონ.

 

კურორტებს შორის გუდაურიც დასახელდა.

 

როგორც ვებგვერდი წერს, გუდაური ე.წ. სკი პასებზე ადეკვატური ფასები, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმის, რომ გუდაური პოპულარულია ევროპელ მოთხილამურეებს შორის.

 

 

„გუდაურში ასევე ძალიან იაფი დაგიჯდებათ ჭამა, თან დიდი პორციებით. გარდა ამისა, აქ დიდი არჩევანი გაქვთ საცხოვრებლის მხრივ. შეგიძლიათ გაჩერდეთ როგორც ჰოსეტლში, ასევე 5-ვარსკვლავიან სასტუმროში“, - წერს გამოცემა.

 

ამასთან ერთად, ხაზგასმულია ის მინუსები, რაც გუდაურში ჩასულ ტურისტებს დავხდებათ.

 

„საღამოს სრიალი მხოლოდ კვირაში ერთხელ არის და ისიც მარტივ ტრასაზე. თუ აღჭურვილობის დაქირავებას გადაწყვეტთ, აუცილებლად კარგად გადაამოწმეთ. გუდაურში საკმაოდ ცოტა დისკოტეკა და ბარია. ღამის გართობის მოყვარულებმა შეიძლება მოიწყინოთ. მომსახურება მთლად იდეალური არ არის, თუმცა ამის კომპენსაციას ქართველების სტუმრებისადმი კეთილგანწყობა ახდენს. ადგილობრივ სუპერმარკეტებში არცთუ მრავალფეროვან პროდუქციას იპოვით. თუ გუდაურში ჩასვლას ბავშებით აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ ბავშის ეტლით სეირნობა გაგიჭრდებათ“, - წერს ვებგვერდი.

 

 

გუდაურის გარდა, იმ ზამთრის კურორტებს შორის, სადაც უკრაინელ მოთხილამურეებს ჩასვლას ურჩევენ, ავსტრიის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიისა და უკრაინის კურორტები დასახელდა.

 

 

"ბიზნესპრესნიუსი"

 

 

 

 

 



„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...

„ბილაინი“ მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას - ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს

person access_time2017-12-15 13:40:32
კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია ბილაინი მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას, ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს.  16 - 24 დეკემბრის ჩათვლით ბილაინის მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნება, მხოლოდ 15 ლარად გაიააქტიუროს ულიმიტო, უსწრაფესი ინტერნეტი. მომსახურების ჩართვა შესაძლებელია როგორც ბილაინის მობილური აპლიკაციის „My beeline Georgia “ ს ასევე ვებ გვერდის Beeline.ge და VEON აპლიკაციის საშუალებით....

TI: სსმ-ს სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ტელევიზიებს

person access_time2017-12-15 13:50:59
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიზანია, ახალი მენეჯმენტის პირობებში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენა. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითები: „მაუწყებლობის შესახებ” კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება;...

კომერციული ბანკების მიმართ საჩივრები გაიზარდა

person access_time2017-12-15 11:40:13
„საჭიროა, მომხმარებელმა მანამ მიმართოს მარეგულირებელს, სანამ კრედიტს აიღებს, მერე უკვე ძნელდება მისი დაცვა“ საფინანსო ორგანიზაციების მიერ დაზარალებულ მსესხებელთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს,  ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მოსახლეობისთვის არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება და ბანკებისა თუ მიკროსაფინანსოების მიერ თავიანთ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებია. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს,...


მსგავსი სიახლეები