„ქისი და ხიხვი ნებისმიერ ევროპულ ღვინოს გაუწევს კონკურენციას“

„ქისი და ხიხვი ნებისმიერ ევროპულ ღვინოს გაუწევს კონკურენციას“

access_time2017-09-14 15:30:54

„საექსპორტო ბაზარზე ღვინოები ქისი და ხიხვი უფრო მაღალ საფასო სეგმენტს დაიკავებენ, ვიდრე რქაწითელი და მწვანე“ - ქართული ვაზის უძველეს ჯიშებზე „მეღვინეობა ხარებას“ მთავარი მეღვინე ვლადიმერ კუბლაშვილი „კომერსანტს“ ესაუბრა და ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც ქისიც და ხიხვიც ნებისმიერ ევროპულ ღვინოს კონკურენციას გაუწევენ.

 

კუბლაშვილი ყურძნის ამ ორი ჯიშის გაყიდვებსა და საფასო პოლიტიკაზე საუბრობს. როგორც ის განმარტავს, წარსულში რქაწითელსა და მწვანე კახურის ჯიშებზე კეთდებოდა აქცენტი, მაგრამ მომხმარებლის მოთხოვნა იზრდება და ისინი უკვე ჯიშთა მრავალფეროვნებას აქცევენ ყურადღებას.

 

„ჩვენ გვსურს ძველი ქართული ყურძნის ჯიშების აღმოჩენა და შემდგომ მათი პოპულარიზაცია, სწორედ ამიტომ დავიწყეთ 2008-2009 წლებში ამ ორი ბრენდის წარმოება. 

 

წარსულში წინა პლანზე რქაწითელი და მწვანე კახურის ჯიშები იყო წამოწეული, მაგრამ მომხმარებლის მოთხოვნა იზრდება და ისინი ჯიშთა მრავალფეროვნებას აქცევენ ყურადღებას. ამჟამად უკვე წინა პლანზე სხვადასხვა იშვიათი ჯიშის ღვინოები წამოვიდა. სწორედ ასეთია ორი აბორიგენული ვაზის ჯიში - ქისი და ხიხვი. მათი გაშენება კახეთში ბოლო პერიოდში გახშირდა.

 

ჩვენს კომპანიაში, წლის განმავლობაში საშუალოდ, ყურძნის ამ ორი ჯიშის 15-15 ათასი ბოთლი ღვინო იყიდება. გაშენებული გვაქვს, როგორც ქისის, ასევე ხიხვის დაახლოებით 10-10 ჰა. ჩვენ ძირითადად ხარისხზე ვართ ორიენტირებულები და წლის განმავლობაში 1 ჰა-ზე საშუალოდ 10-12 ტ. ყურძენი მოგვყავს.

 

ამ ორი ღვინის ფასი 16-დან 18-ლარამდე მერყეობს. ორივე ღვინო მაღალ საფასო სეგმენტში გადის“, - ამბობს ვლადიმერ კუბლაშვილმა.


 

„მეღვინეობა ხარებას“ მთავარმა მეღვინემ ქისისა და ხიხვის ექსპორტზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ ორი ჯიშის საექსპორტო ბაზარი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იქნება. ვლადიმერ კუბლაშვილს მიაჩნია, რომ ღვინოები სხვა მსოფლიო ბრენდებს კონკურენციას გაუწევენ თუ მათი გაცნობა უცხოეთის ბაზარზე სწორი ფორმით მოხდება.

 

„ამ ორი კონკრეტული ჯიშის ექსპორტზე გატანას, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, ამისათვის კი საზღვარგარეთ ძალიან ბევრ ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ ვაზის ჯიშისგან დაყენებული ღვინოები წელსვე გავიტანოთ ექსპორტზე, რადგან ხარისხობრივად ის მზადაა, თუმცა ეს მაინც მოთხოვნაზეა დამოკიდებული.

 

ქისისა და ხიხვის ღვინოები თავისი თვისებებით მაღალ სტანდარტებს შეესაბამება და ის ნებისმიერ ევროპულ ღვინოს გაუწევს კონკურენციას. სწორედ ამ თვისებების შესახებ უცხოელებს მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ და ბრენდის პოპულარიზაცია მოვახდინოთ. ამ ორი ჯიშის საექსპორტო ქვეყნები ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის იქნება.

 

საექსპორტო ბაზარზე ღვინოები ქისი და ხიხვი უფრო მაღალ საფასო სეგმენტს დაიკავებენ, ვიდრე რქაწითელი და მწვანე. რადგან ეს ორი ჯიში მცირე რაოდენობით მოდის და იშვიათია. აღნიშნული ორი ბრენდი ადგილობრივ ბაზარზე სხვა ღვინოებს კონკურენციას ხარისხითა და ფასებით უწევს.

 

ჩვენი კომპანია მზად არის იმისათვის, რომ თუ ამ ღვინოზე მოთხოვნა გაიზრდება, მისი დეფიციტი არ შეგვექმნას“, - აღნიშნავს ვლადიმერ კუბლაშვილი.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 

 

 

 

 



„საქართველო „მას-ტურიზმისგან“ არ უნდა დაზარალდეს“ - როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტები

„საქართველო „მას-ტურიზმისგან“ არ უნდა დაზარალდეს“ - როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტები
person access_time2018-04-25 15:37:40
საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, თუმცა მათი უმეტესობა დაბალბიუჯეტიანია. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა განაცხადა, დაბალბიუჯეტიანი ტურისტები ძირითადად აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოდიან.მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ტურისტები მაღალბიუჯეტიანებს კვლავ სჭარბობენ, როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში. „დაბალბიუჯეტიანი ტურისტები კვლავ...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს
person access_time2018-04-25 13:13:15
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია „კომერსანტს“  ექსკლუზიურად თავად სულამანიძემ დაუდასტურა და განუცხადა, რომ  წასვლაზე განცხადება უკვე დაწერა, დაკავებულ თანამდებობას  კი ოფიციალურად  1 მაისიდან დატოვებს.   კითხვაზე, რა მიზეზით დატოვა  მან  დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობა და სად გააგრძელებს საქმიანობას, სულამანიძე აღნიშნავს, რომ...

Bloomberg-ზე 14:00 საათისთვის 1 დოლარი 2,4825 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 14:00 საათისთვის 1 დოლარი 2,4825 ლარად ივაჭრება
person access_time2018-04-25 14:15:00
ეროვნული ვალუტა ბოლო რამდენიმე  დღის განმავლობაში უფასურდება. Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 14:00 საათისთვის 2,4825 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს აშშ-ის და ევროს მიმართ 17:00 საათისთვის გამოაქვეყნებს. 24 აპრილს განსაზღვრული კურსით, ერთი დოლარის ღირებულებამ 2.4791 ლარი შეადგინა. არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა...

Top-მენეჯერებისგან განსხვავებით, საბანკო სექტორში დასაქმებულთა 99%-ს დაბალი ხელფასი აქვს

Top-მენეჯერებისგან განსხვავებით, საბანკო სექტორში დასაქმებულთა 99%-ს დაბალი ხელფასი აქვს
person access_time2018-04-25 11:35:00
  „ჩემი დამოკიდებულება ბანკებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის შესახებ: ქვეყნის საფინანასო ბაზრზე ჩამოყალიბდა მონოპოლიური მდგომარეობა (ძირითადად, ბოლო 5 წელიწადში) და შეიზღუდა კონკურენცია. წარმოიქმნა ოთხბანკიანობის პერიოდი. ხელისუფლების ან ხელისუფლებასთან ჩახუტებული 4 ბანკი არის ქართუ, ლიბერთი, ტბს, საქართველოს ბანკი. ეს მთელი საბანკო სისტემის 85 პროცენტზე მეტია. დანარჩენი ბანკები ვერ უწევენ მათ კონკურენციას. ვტბ საერთაშორისო სანქციებშია მოქცეული, როგორც რუსული...

თბილისში პარკინგის მოწყობაზე სამი ლოკაცია დასახელდა და ტენდერიც გამოცხდდა

თბილისში პარკინგის მოწყობაზე სამი ლოკაცია დასახელდა და ტენდერიც გამოცხდდა
person access_time2018-04-25 10:58:01
გეგშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურის და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგები მოეწყობა.თბილისის მერიამ საპარკინგე სისტემის მოსაწესრიგებლად ინტერესთა გამოხატვა  3 ლოკაციაზე გამოაცხადა.  შერჩეულ კომპანიას მიწა 1 ლარად გადაეცემა. პროექტი ჯამში 715 საპარკინგე ადგილის მოწყობას ითვალისწინებს.  „გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს. მზად ვართ ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ...


მსგავსი სიახლეები