მთავარი გვერდი

ISET: ყველაზე ცუდ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება

person access_time2017-09-13 16:45:58

ISET -მა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. ორგანიზაციის პროგნოზით, მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მშპ 5.3%-ით გაიზრდება.

 

ივნისის მონაცემებზე დაყრდნობით, ISET ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ქვეყნის მშპ-ის 5%-ით, ხოლო ყველაზე კარგ შემთხვევაში 5.3%-ით ზრდას ვარაუდობს. 

 

ორგანიზაცია თავის ანგარიშში ეკონომიკაში არსებულ თვიურ და წლიურ ცვლილებებზეც მიუთითებს, რამაც გავლენა იქონია მესამე კვარტლის პროგნოზებზე. მათ შორის გაზრდილი ფულის მასის მიწოდებაზე, გაუმჯობესებულ საგარეო სექტორის სტატისტიკაზე, აღდგენილ ბიზნეს სექტორსა და მომხმარებელთა თავდაჯერებულობაზეც. თუმცა ამავდროულად ორგანიზაცია მაღალ ინფლაციაზეც მიანიშნებს, რაც კვლავ ნეგატიური კონტრიბუციაა ზრდის პროგნოზზე. 

 

პირველი დადებითი ფაქტორი რამაც პროგნოზებზე დადებითი გავლენა იქონია, ვალუტის მიმოქცევაა. ეკონომიკური თეორიის მიხედვით, გაზრდილი ფულის მიწოდება ბიზნეს სექტორის ზრდის წახალისებას და მომხმარების ხარჯების ზრდას ნიშნავს, რაც საერთო მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარეობს. ISET განმარტავს, რომ ინფლაციამ 7.1%-ს, წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, მთავრობის მიერ გარკვეულ სასაქონლო ჯგუფებზე გადასახადის ზრდამ გამოიწვია. ამასთან, ინფლაცია იმპორტირებულ პროდუქციაზე გაცილებით მაღალია, 9.8%.

 

მიუხედავად იმისა, რომ გადასახადების ზრდას, ფასების ზრდაზე ერთჯერადი ეფექტი ექნება, ორგანიზაცია ფიქრობს, რომ ინფლაცია ჯერ კიდევ რჩება მშპ-ის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორად. 

 

gbc.ge


რამდენად დამაკმაყოფილებელია საწვავის ხარისხი საქართველოში

person access_time2017-09-23 15:00:18
მიმდინარე წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ საწვავის ხარისხი 14 ავტოგასამართ სადგურზე შეამოწმა. ამის შესახებ PALITRANEWS-ს მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განუცხადა.მისი თქმით, შემოწმებულ ობიექტებზე ხარისხობრივი ნორმების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. „წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 14 ავტოგასამართ სადგურზე შემოწმდა საწვავის ხარისხი. საუბარია, როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე. შემოწმება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდა...

დავით საგანელიძე: ``ვცდილობთ, ჩინელი ინვესტორები ორი დიდი პროექტით დავაინტერესოთ``

person access_time2017-09-23 13:00:55
მილიარდ ნახევრიანი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ძალიან მზარდია, ორი ქვეყნის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთს აძლევს იმის შანსს, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში კიდევ უფრო წინ წაიწიოს , - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჩინეთის ქალაქ შანხაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც მედიატურის ფარგლებში ჩინეთის 4 ქალაქში იმყოფებოდნენ. როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, ჩინეთში 3 ქართული დელეგაცია იყო. პირველი დელეგაცია...

პეკინში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს

person access_time2017-09-23 11:00:27
პეკინში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს. საქართველოში ჩინეთის საელჩოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, და საერთაშოროსო მედიაჰოლდინგის საქართველოს წარმომადგენლობის Gbtimes Georgia-ს ორგანიზებით გამართული მედიატურის ფარგლებში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში არსებულ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრს ქართველი ჟურნალისტები ესტუმრნენ. ჩინეთის საკვებისა და ფერმენტული...

Forbes 1918 წელს: ყველაზე მდიდარი ადამიანების პირველი სია

person access_time2017-09-23 12:00:30
Forbes-მა ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველწლიური სიის გამოქვეყნება 1982 წელს დაიწყო, თუმცა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების შესახებ მონაცემებს გამოცემა 1918 წლიდან „აგროვებს“. Forbes-ის მდიდარი ადამიანების პირველი სია თავად გამოცემის დამფუძნებელმა ბერტი ჩარლზმა შეადგინა და მასში 30 ამერიკელი ბიზნესმენი შედიოდა. რეიტინგი ამერიკის „წამყვანი ბანკირების“ გამოკითხვის შედეგად შედგა.    სიის პირველ ადგილს ჯონ როკფელერი იკავებს. მსოფლიოს...

„ალტერსოქსი“ – ქართული სტარტაპი საზღვრებს გარეთ – „ქართულ ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს“

person access_time2017-09-23 10:00:06
ქართველი ცოლ-ქმრის ორიგინალური იდეის წარმატება ქვეყნის საზღვრებს გასცდა, „ალტერსოქსი“, რომელმაც 1 წლის განმავლობაში საქართველოში 7 ფილიალი გახსნა, უკვე ამერიკისა და გერმანიის ბაზარზეც იყიდება. კომპანიის დამფუძნებელი ნინა მენთეშაშვილი „კომერსანტს“ სტარტაპებისთვის შექმნილ გარემოზე, ეკონომიკურ მდგომარებასა და მომავალ გეგმებზე ესაუბრა.     –რა იყო „ალტერსოქსის“ შექნის...

მარტვილის კანიონი, დაშბაშის ჩანჩქერი – ადგილები, რომელებიც ტურისტებისთვის აღმოჩენად იქცა

person access_time2017-09-22 19:00:23
ჯერ კიდევ 10 წლის წინ საქართველოს ამ ულამაზეს ადგილებს ძალიან ცოტა მნახველი ჰყავდა, ახლა კი ამ ადგილებს უამრავი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი სტუმრობს. როგორც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ - ნატო კვაჭანტირაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს ადგილები აღმოჩენად იქცა არა მარტო უცხოელი, არამედ ქართველი ტურისტებისთვისაც. მარტვილის კანიონი პირველ რიგში უნდა გამოვყოთ, რადგან წელს მას უამრავი მნახველი...

Bloomberg-ი ელექტრომობილების ბუმს iPhone-ის ბაზარზე შემოსვლას ადარებს

person access_time2017-09-22 20:00:44
10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Apple-მა ახალი, ინოვაციური პროდუქტი შესთავაზა მომხმარებელს, რამაც მობილური ტელეფონების ინდუსტრია მთლიანად შეცვალა. სავარაუდოდ, ელექტრომობილებისა და თვითმავალი ავტომობილების განვითარება საავტომობილო ბაზარზე ასევე მასშტაბურ ცვლილებებს გამოიწვევს.   ამის საფუძველს Tesla-სა და მისი კონკურენტების, ასევე Uber Technologies Inc.-ისა და Alphabet-ის საავტომობილო დეპარტამენტის, Waymo-ს პროგრესირება იძლევა. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ წლების წინ Apple-ის...

„აირზენა“ პარიზის და ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

person access_time2017-09-22 15:09:11
ავიაკომპანია „აირზენა“ გაზაფხულიდან ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. როგორც კომპანიაში კომერსანტს განუცხადეს, აპრილიდან   „აირზენა“ ამატებს პარიზის, ბარსელონის, ბერლინის, ბრიუსელის, ბოლონიის და სხვა მიმართულებებს.   „კიდევ რომელი ქალაქები დაემატება ჩვენს რეისებს, წინასწარ ვერ გეტყვით. დეტალებს მალე დავაანონსებთ. ასევე, მოგვიანებით გახდება ცნობილი ფრენის ღირებულებაც“, – განუცხადეს...

სოსო გალუმაშვილი: "საქართველოში კომპანიებს რისკების შეფასება არ უყვართ და ელიან, როდის ჩაივლის რისკი

person access_time2017-09-22 14:00:01
რისკი ეს არის გარკვეული მოვლენების ზემოქმედება კომპანიების, ორგანიზაციების სტრატეგიულ თუ საოპერაციო მოქმედებებზე. ხშირად კომპანიებში რისკების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ამისთვის საჭიროა მენეჯმენტმა წინასწარ იცოდეს რისკ ფაქტორების შესახებ. გადაცემის „FM ქოუჩის“ სტუმარია „ჯეპრას“ ტრანსფორმაციის მენეჯერი, ტრენერი სოსო გალუმაშვილი.   –რა ფაქტორები იწვევს კომპანიებში რისკებს?   –რისკი არ არის მარტივი...

„თბილისმა ბიუჯეტში ახალი გადამხდელები უნდა შექმნას“ - თემურ ჭყონიას რჩევები თბილისის მომავალ მერს

person access_time2017-09-22 16:00:06
ბიზნესმენი  თემურ ჭყონია თბილისის მერობის კანდიდატებს რჩევას აძლევს. მისი განცხადებით, თბილისის ახალი  მერის  პირობებში,  თბილისმა ბიუჯეტში ახალი გადამხდელები უნდა შექმნას. ჭყონიას განცხადებით, აუცილებელია დედაქალაქში შეიქმნას ახალი სახეები, ბიზნესსუბიექტები და რაც მთავრია, აქცენტი ყოველთვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და იმ მოთხოვნილებაზე  გაკეთდეს,  რაც ახალგაზრდა თაობას გააჩნია.   „ძველი უნდა დაივიწყოს ყველამ და ახლის შენება უნდა...

მსგავსი სიახლეები